ეკონომიკა
ევროპის უარი ქართული თხილის მიღებაზე არ დასტურდება
FaceBook Twitter
E-mail Print
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული თხილი ევროპის ბაზარზე ვერ გააქვთ. გადაცემა „პოსტკრიპტუმში“ საუბარი იყო, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ქართულ თხილში ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აფლატოქსინი აღმოაჩინეს.

ქართული თხილის ევროპის ბაზარზე აკრძალვის შესახებ გავრცელებულ ცნობას თხილის ექსპორტიორები კატეგორიულად უარყოფენ. მეტიც, მათი განცხადებით, ქართული თხილი ევროპაში ცნობილი ბრენდია.

კომპანიების Nutex/Nutsge-ის დამფუძნებელი მამუკა ბერიაშვილი, რომელიც თხილის ექსპორტს აწარმოებს ევროპის, აზიისა და რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაში, ამბობს, რომ ქართულ თხილში აფლატოქსინის მცირე რაოდენობაა.

„აფლატოქსინი დღეს არ გაჩენილა, არც არავის გაუჩენია, ის ყოველთვის იყო. მისი არსებობა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე. ეს არის ტოქსიკური ნივთიერება, მაგრამ მას დასაშვები ნორმები გააჩნია. ქართულ თხილში კი აფლატოქსინის დონე არის დაბალი, თურქულ და აზერბაიჯანულ თხილთან შედარებით. ევროკავშირმაც კი წლების წინ დაწესებული ნორმა აწია. მაგალითად, თუ ადრე აფლატოქსინის შემცველობა 1 ან 2 იყო დასაშვები ნორმა, უკვე 5 და 10-იც კი აღარ ითვლება ევროპაში ჯანმრთელობისთვის საზიანოდ“, - განაცხადა ექსპორტიორმა.

მის მსგავსად, კომპანია „აგრო-ექსპორტჯორჯიას“ დირექტორი ჯენერ ბელქანია, რომელიც უკვე 20 წელია, რაც ევროპაში თხილის ექსპორტს აწარმოებს, აცხადებს, რომ ქართული თხილის დაწუნების შესახებ მედიით გავრცელებული ამბავი დეზინფორმაციაა.

„აღშფოთებული ვარ იმით, რაც მოვისმინე, რადგან ქართული თხილი არის ბრენდი. ენდეთ ჩემს გამოცდილებას. რამდენი წელია ქართული თხილის ექსპორტს ვაწარმოებ ევროპაში. შეიძლება პროდუქტში მართლაც აღმოჩნდეს აფლატოქსინი, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება, რადგან სახელმწიფო უწევს ამას ძალიან მკაცრ კონტროლს“, - განაცხადა მან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ საექსპორტოდ გატანილი თხილის საერთო მოცულობის მხოლოდ 0,5%-ია აფლატოქსინით დაავადებული.

სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის თენგიზ კალანდაძის განცხადებით, გასულ წელს აფლაქტოსინის დასაშვებ ნორმაზე მეტის აღმოჩენის 9 შემთხვევა მართლაც დაფიქსირდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 2017 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა თხილის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც სტანდარტებს უწესებს თხილის ექსპორტიორებს, მსგავსი შემთხვევები შემცირდა.

„ჩვენ რეგულირებაში მოვაქციეთ საექსპორტო თხილი და დავიწყეთ მკაცრი კონტროლი, ანუ ერთი კილოგრამი თხილი ვერ გავა საზღვარზე, სანამ ის შესაბამის შემოწმებას არ გაივლის. როცა მეწარმე ახდენს ტვირთის ფორმირებას ქარხანაში, სურსათის სააგენტოს ინსპექტორის ზედამხედველობის ქვეშ მოხდება თხილის ნიმუშების აღება. შემდეგ ჩატარდება რამდენიმე კვლევა, მათ შორის აფლატოქსინზეც, რის შემდეგაც მეწარმე შეავსებს დეკლარაციას, სადაც იქნება სრული ინფორმაცია, თუ რომელი გლეხის მიერ რამდენი თხილი ჩაიბარა, ანუ როგორ მოახდინა მოცემული პარტიის ფორმირება. აი, ყოველივე ამის შემდეგ სააგენტო დართავს უფლებას და აცნობებს საბაჟოს, რომ ამ ექსპორტიორს უფლება აქვს გაიტანოს პროდუქცია“, - განმარტა თენგიზ კალანდაძემ.

ევროპაში ქართული თხილის საშიშ პროდუქტად აღიარების შესახებ ცნობა არ დაადასტურა სპეციალისტმაც.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მთავარმა აგრონომმა რევაზ შონიამ გვითხრა, რომ შესაძლოა იყო პროდუქტის დაწუნების ცალკეული შემთხვევები, თუმცა ამას მასობრივი ხასიათი არ ჰქონია.

„შესაძლოა, თხილის რაღაც პარტიაში მართლაც აღმოჩნდა რომელიმე ნივთიერება დასაშვებზე მაღალი. ასეთი შემთხვევები ხდება. ის გამოსწორებადია. რაც შეეხება წუნის მიზეზად თხილში აღმოჩენილ აფლატოქსინს, ის ობის სოკოა და შესაძლოა შეგვხვდეს სიმინდში, ხორბალსა და სხვა საკვებ პროდუქტებში. მთავარია ნივთიერებამ დასაშვებ ნორმებს არ გადააჭარბოს“, - გვითხრა აგრონომმა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსის პანდემიამ, რომელიც ერთ წელს ითვლის, მსოფლიო შეცვალა
15:44 / 26.12.2020
კორონავირუსის პანდემიამ, რომელიც ერთ წელს ითვლის, მსოფლიო შეცვალა
ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა ახალი კორონავირუსის
11:31 / 14.05.2020
ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა ახალი კორონავირუსის
მუსიკალური ფესტივალისთვის ასეთ დროს ჯავშანები მქონდა. ახლა ერთიც არ
არის და
18:29 / 11.05.2020
მუსიკალური ფესტივალისთვის ასეთ დროს ჯავშანები მქონდა. ახლა ერთიც არ არის და
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ხელისუფლების
მკაცრმა
19:05 / 08.05.2020
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ხელისუფლების მკაცრმა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.