ეკონომიკა
თხილის მოსავლით გლეხები წელსაც უკმაყოფილო არიან
ზუგდიდის სოფლების უმეტეს ნაწილში გასული წლის მსგავსად, წელსაც თხილის დაბალი ხარისხის მოსავალია. ამჯერად მთავარი მიზეზი აზიური ფაროსანა არ არის. თხილი გავრცელებული სხვადასხვა დაავადებების გამო გაფუჭდა.

როგორც სოფლის მცხოვრებლებმა „ლაივპრესთან“ საუბარში აღნიშნეს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მოსახლეობის მიერ არაერთგზის ჩატარებულმა შეწამვლითმა სამუშაოებმა აზიური ფაროსანას რაოდენობა მკვეთრად შეამცირა, თუმცა ვერ უშველა დაავადებებს. რესპონდენტების თქმით, წელს, განსაკუთრებულ პრობლემას მარცვლეულს სოკოვანი დაავადება უქმნის, რომელიც აფუჭებს როგორც თხილის ნაყოფს, ისე მცენარესაც.

სოფელ კახათში მცხოვრები ნარგიზა სახოკია და მიმოზა ჭკადუა ამბობენ, რომ თავად უსახსრობის გამო ვერ ჩაატარეს საჭირო სამუშაოები და ცუდი მოსავალიც მიიღეს.

„შედარებით უკეთესი მოსავალი აქვთ მათ, ვინც რამდენჯერმე სხვადასხვა პრეპარატით შეწამლა დაავადებული მცენარეები. 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთს 400 ლარამდე სჭირდება მთელი წლის განმავლობაში 4-5 -ჯერ, რომ შეწამლო. ათი თხილიდან საღი იქნება, ალბათ, 3-4 ცალი. არ ვიცი, რა გვეშველება“, - თქვა მიმოზა ჭკადუამ.

მისი თანასოფლელი ნარგიზა სახოკია დასძენს, რომ თხილთან ერთად არ გაამართლა ლობიოს მოსავალმაც: „ლობიოსაც აქვს სოკოვანი დაავადება. მთლიანად დამპალია ყველა“, - გვითხრა ნარგიზა სახოკიამ.

მოსავლის დაბალი ხარისხი თხილის ფასსზეც აისახა. მიმღები პუნქტები მარცვალს ახარისხებენ და საკმაოდ დაბალ ფასად იბარებენ. შედარებით დაბალი ხარისხის თხილის შესყიდვის ფასი ერთ კილოგრამზე 50 თეთრია, საუკეთესო კი 2 ლარი ღირს.

„ძალიან უჭირს გლეხს. არის ოჯახები, რომლებიც მთელი წელიწადი ამ თხილის შემოსავლით ირჩენენ თავს. 1, 50 და 2 ლარი თხილისთვის ძაან ცუდი ფასია“, - ამბობს სოფელ დარჩელის მცხოვრები ლია ესართია.

ანალოგიური ვითარებაა ოკუპირებულ გალის რაიონშიც: „ყველაფერს მოვლა უნდა, საკვები უნდა და გლეხს არ აქვს ამის საშუალება. მოგვცა რომელიღაცა არასამთავრობომ დახმარება, დაარიგა, შევწამლეთ, მაგრამ შედეგი მაინც არ იყო“, - თქვა აფხაზეთში მცხოვრებმა ნანი ბასარიამ.

უკეთესი მოსავალი აქვს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრებ ლუიზა ვეკუას. ის ჯერ მოსავალს არ ყიდის, რადგან ფასის მომატებას ელოდება:

„ჩვენ ვიბრძოლეთ ამის გამო და ბანკის ვალებიც კი გვაქვს. წელს ჩვენი ძალებით შევწამლეთ, შარშან იყო მათი მხრიდან რეაგირება, მაგრამ წელს არა. აქედან წავიღე წამლები. ხუთჯერ შევწამლე სხვადასხვა წამლებით“, - ამბობს ოტობაიელი ლუიზა ვეკუა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც მხოლოდ აზიური ფაროსანას წინააღმდეგაა მიმართული. რაც შეეხება თხილის კულტურაზე გავრცელებულ დაავადებებს, ამ მხრივ წელს მოქალაქეებს სახელმწიფო მხოლოდ ინფორმაციული თვალსაზრისით დაეხმარა. ზუგდიდის მერიის შპს „აგროსერვისის“მრჩეველ აგრონომ კლიმენტი კიკალიშვილის თქმით, ამ მხრივ მოსახლეობას რეკომენდაციებს ახლაც აქტიურად აწვდიან:

„ზოგიერთს ჰგონია, რომ თხილს დარგვა, გაზრდა და მობოჭვა უნდა. თხილს დეკემბრის თვიდან უნდა მიხედვა. სხვანაირად, შრომის გარეშე, ჩვენ შედეგს ვერ მივიღებთ. ზოგიერთმა ჩვენი ხედვა მიიღო, ზოგიერთმა იგნორირება გაუკეთა. ვინც ეს მიიღო, კარგი შედეგი მიიღო, ვინც არ გაითვალისწინა, ნაკლები შედეგი მიიღო“, - განაცხადა კლიმენტი კიკალიშვილმა. მისი თქმით, მათი მუშაობა ამ მიმართულებით მომავალი წლისთვის უფრო გაიზრდება. იმ შემთხვევაში კი, თუ იქნება სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა, გააქტიურდებიან სხვა მიმართულებითაც.

გასულ წელს აზიურმა ფაროსანამ სამეგრელოში მოსავლის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი თხილი და სიმინდი გაანადგურა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული თხილი ევროპის
ბაზარზე ვერ
20:21 / 17.07.2017
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული თხილი ევროპის ბაზარზე ვერ






ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში შარშანდელის მსგავსად წელსაც
თხილის
18:57 / 14.06.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში შარშანდელის მსგავსად წელსაც თხილის






როცა სახლისთვის, საზოგადოებისთვის სასარგებლო
18:29 / 17.10.2016
როცა სახლისთვის, საზოგადოებისთვის სასარგებლო






ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს თხილის მოსავლის ნაწილი
უვარგისია.
16:16 / 16.08.2016
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს თხილის მოსავლის ნაწილი უვარგისია.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
ზუგდიდელ დემეტრე ლიპარტიას ცოტა ხნის წინ აგრარულ მეცნიერებათა
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.