გურმანის სვეტი
ამოლესილი ლობიო მეგრულად
ინგრედიენტები:

ლობიო - 500 გრამი
ხახვი - 150 გრამი
პრასი - 1 ღერი
ნიორი - 5-6 კბილი
ქონდარი 5-8 გრამი
ოხრახუში - 10 გრამი
ნიახური - 10 გრამი
ქინძი - 20 გრამი
მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

500 გრამი ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში დავასხათ წყალი და გავაჩეროთ მთელი ღამე. წყალი დილით გადავუღვაროთ და ისევ დავასხათ იმდენი წყალი, რომ ლობიოს ფარავდეს. დავდგათ საშუალო ცეცხლზე და ვხარშოთ სანამ ლობიო კარგად არ დარბილდება, პერიოდულად ვურიოთ, თუ წყალი დააკლდა დავუმატოთ მხოლოდ ადუღებული. შემდეგ ქვაბიდან გადმოვწუროთ ლობიოს ნახარში, ხოლო მარცვლები კარგად ამოვლესოთ. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და მწვანილი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. გადმოწურული სითხე ამოლესილ ლობიოში ისევ ჩავასხათ და ავურიოთ. ადუღების შემდეგ დავაფაროთ სახურავი და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ 10-15 წუთის განმავლობაში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები ლობიო / ხახვი /
რედაქტორის რჩევით
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. ზუგდიდის ტექნოპარკში ტრენერის