კომენტარი
ირაკლი ტუჟბა: ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის ჩვენ მაინც მოგვიწევს დილოგის დაწყება
FaceBook Twitter
E-mail Print
რა შეიცვალა აფხაზური საზოგადოების აღქმაში საქართველოზე 23 წლის მანძილზე, რა ადგილი უჭირავს ამ საზოგადოებაში საქართველოს თემატიკას, ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება სოხუმს, ქართული მედიასაშუალებების მიმართ აფხაზი პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის, რიგითი ადამიანების ნდობის ხარისხი, აფხაზეთის განვითარების პერსპექტივა თბილისის მხრიდან აღიარების შემთხვევებში და ამ ყველაფრის ფონზე რუსეთის როლი, - ეს ის საკითხებია, რომელზეც „ლაივპრესი“ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თანამედროვე აფხაზეთის“ თავმჯდომარეს, 2014-2016 წლებში კი აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ ირაკლი ტუჟბას ესაუბრა.

„ლაივპრესი“: სოხუმსა და თბილისში განსხვავებულად აღიქვამენ თარიღებს - 27 და 30 სექტემბერს. თქვენ ცოტა ხნის წინ უკვე 23-ედ იზეიმეთ აფხაზეთის საქართველოსგან გათავისუფლება. გვითხარით, როგორია აფხაზეთი დღეს, აფხაზური საზოგადოება, როგორს ხედავს ის და რა იცვლება ამ საზოგადოებაში წლებთან ერთად საქართველოსთან დამოკიდებულების კუთხით?

ირაკლი ტუჟბა: მართლაც, 2016 წლის 30 სექტემბერს აფხაზეთმა გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის 23 წლისთავი აღნიშნა! ამ წლების განმავლობაში აფხაზეთში გაიზარდა და ჩამოყალიბდა ახალგაზრდების თაობა, რომელიც დამოუკიდებელ აფხაზეთში იზრდებოდა. დღეს მათ ვერ წარმოუდგენიათ თავისი ქვეყანა ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ფარგლებში.

რაც შეეხება ზოგადად აფხაზურ საზოგადოებას, ვფიქრობ, მისი შეხედულებები საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით დიდად არ შეცვლილა. საქმე იმაშია, რომ 1993 წელს, ქართულ-აფხაზური ომის დამთავრების შემდეგ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მხოლოდ ნეგატიურ ხასიათს ატარებდა. ეს საქართველოს მხრიდან აფხაზეთის მიმართ მუდმივი სამხედრო-პოლიტიკური და ჰუმანიტარული ზეწოლით იყო გამოწვეული. თქვენ იცით, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გალის რაიონის ტერიტორიაზე ქართული დივერსიული ჯგუფები მოქმედებდნენ, რომლებიც აფხაზეთის მოქალქეთა მიმართ სხვადასხვა დანაშულებებს ჩადიოდნენ.

ამ ეტაპზე, მდინარე ენგურზე სახელმწიფო საზღვრის ერთობლივად დაცვის შესახებ არსებული რუსულ-აფხაზური შეთანხმების წყალობით, ჩვენს ურთიერთობებში ძალის ფაქტორი გამორიცხულია. თუმცა, ახლა ქართულმა ხელმძღვანელობამ ტაქტიკა შეცვალა და ძალისმიერი აქციებიდან, აფხაზეთის და მისი მოქალაქეების საერთაშორისო იზოლაციის პროცესზე გადავიდა.

ჩვენს ურთიერთობებში ამ მრავალწლიანმა და უკიდურესად ნეგატიურმა გამოცდილებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოს მიმართ უნდობლობამ არათუ იკლო, არამედ, უფრო ანტაგონისტურიც გახდა ის.

„ლაივპრესი“: რა ადგილი უკავია დღეს საქართველოზე საუბარს ამ საზოგადოებაში? ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებში, ან იმ ადამიანების დიალოგში, ვისაც ახსოვს და აქვს ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრების გამოცდილება? ომის გარდა თუ არის სხვა კონტექსტები, როცა აფხაზებს ახსენდებათ საქართველო?

ირაკლი ტუჟბა: ვფიქრობ, ნაწილობრივ უკვე ვუპასუხე ამ კითხვას. თქვენ იცით, რომ გარკვეულწილად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, საქართველოში არსებულ სიტუაციაზე საუბრებს და მსჯელობას აფხაზურ საზოგადოებაში დიდი ადგილი არ უკავია. საქართველოს აღქმა აფხაზურ საზოგადოებაში უკიდურესად ნეგატიურ ხასიათს ატარებს, რადგან ძირითადად ის ომთან, ადამიანურ მსხვერპლთან და ნგრევასთან არის დაკავშირებული.

გასული 23 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის პრაქტიკულად არ არსებობს ურთიერთობების დადებითი გამოცდილება, რომელიც დაკავშირებული სამშვიდობო ინიციატივებთან და შერიგების მცდელობასთან. პირიქით, სიტუაცია სულ უფრო უარესდებოდა და ერთმანეთის მიმართ უნდობლობა სულ უფრო იზრდებოდა.

„ლაივპრესი“: საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა მზაობა ააშენოს აფხაზეთში სასტუმრო და ბოტანიკური ბაღი. როგორ რეაგირებენ და აღიქვამენ სოხუმში მსგავს ინიციატივებს, განცხადებებს თბილისიდან? შეიძლება ვთქვათ, რომ დამოკიდებულება არის ცალსახად უარყოფითი, თუ არის აზრთა სხვადასხვაობა?

ირაკლი ტუჟბა: ვფიქრობ, მრავალწლიანი კონფრონტაციის ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს, ერთობლივი ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტების განხილვა უბრალოდ მიამიტობა იქნებოდა. მსგავსი ინიციატივების მიმართ დამოკიდებულება აფხაზეთში ან ნეგატიური, ან სრულიად გულგრილია.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნები გამოუცხადებელი ომის მდგომარეობაში განაგრძობენ არსებობას. ამ წლების განმავლობაში ვერანაირ მოლაპარაკებებს, რომლებიც კონფლიქტის დარეგულირებისკენ იქნებოდა მიმართული, ვერ მივაღწიეთ. გარდა ამისა, საქართველო ჯიუტად ამბობს უარს ხელი მოაწეროს აფხაზეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, რაც კარგი საფუძველი იქნებოდა მხარეებს შორის დიალოგის დასაწყებად. ამ პირობებში შესაძლებლად არ მიმაჩნია რაიმე სახის ჰუმანიტარული, ეკონომკიური და ფინანსური ხასიათის პროექტების რეალიზაციაზე საუბარი.

„ლაივპრესი“: დღეს საქართველომ აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის სუვერენიტეტი რომ აღიაროს, რა შეიცვლება თქვენთვის ხვალ, ან 20-50 წლის შემდეგ, გიფიქრიათ ამაზე? როგორი იქნება რუსეთის ფაქტორი ასეთ შემთხვევაში? შემცირდება მისი როლი აფხაზეთში?

ირაკლი ტუჟბა: ვფიქრობ, პერსპექტივაში ქართული პოლიტიკური ელიტა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობის დასკვნამდე მივა. რა თქმა უნდა, აფხაზეთში სიტუაცია საკმაოდ სწრაფად შეიცვლება. აფხაზეთი საერთაშორისო საზოგადოებრიობის სრულუფლებიანი წევრი გახდება. აქედან გამომდინარე შესაბამისი შედეგებით. მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთის რეგიონში ყოფნა რაიმე სახით ხელს შეუშლის ამ პორცესებს. ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხელმძღვანელების გონიერებასა და პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

თუ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას, რა თქმა უნდა ორმხრივი ურთიერთობების დასათბობად საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება შეიძლება იქცეს გადამწყვეტ მომენტად. როდესაც ეს მოხდება, დიალოგის დაწყებაზეც შეიძლება საუბარი.

„ლაივპრესი“: როგორია აფხაზების, აფხაზი პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის, რიგითი ადამიანების ნდობის ხარისხი ქართული მედიასაშუალებების მიმართ? რამდენად სანდოა თქვენთვის ინფორმაციები, რომელსაც ისინი ავრცელებენ?

ირაკლი ტუჟბა: ნდობის ხარისხი უკიდურესად დაბალია, რადგან ქართული მასმედიის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ძირითადად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. ქართული მასმედია მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ქართული პოლიტიკის, რომელიც უკვე მრავალი წელია ჩვენი რესპუბლიკის იზოლაციას ახორციელებს. აფხაზეთი საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში მოიხსენიება, როგორ „ოკუპაციის“ ქვეშ მყოფი დაძაბულობის კერა. მთელს ამ დეზინფორმაციას ქართული მასმედია შეგნებულად ავრცელებს და ის აფხაზეთის მიმართ განხორციელებული ქართული საინფორმაციო პოლიტიკის ნაწილია. ბუნებრივია, რომ ამ პირობებში არანაირ ნდობაზე არ შეიძლება საუბარი.

„ლაივპრესი“: ქართველ ჟურნალისტებს უჭირთ აფხაზეთიდან კომენტარების მოპოვება. ეს ნდობის სიმწირის ნიშანია თუ გარკვეული შიდა აკრძალვები მოქმედებს თქვენზე? ან იქნებ თვითცენზურაა ეს აფხაზების მხრიდან? რასთან გვაქვს საქმე?

ირაკლი ტუჟბა: დიახ, ეს მართლაც ქართული მასმედიის მიმართ უნდობლობის ნიშანია. ეს უნდობლობა არანაირად არ უკავშირდება გარე ძალებს. ის წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და ასეთი უნდობლობის საბაბად თავად ქართული მედიის მოქმედებები იქცა.

„ლაივპრესი“: ამ ეტაპზე სოხუმს და თბილისს შორის ვერ ხერხდება პირდაპირი დიალოგის დაწყება. თქვენ ხედავთ ამის საჭიროებას? პოლიტიკურ დიალოგამდე აფხაზურ და ქართულ სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობაზე რას ფიქრობთ?

ირაკლი ტუჟბა: პერსპექტივაში ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის, ჩვენ, როგორც ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მაინც მოგვიწევს დილოგის დაწყება. თუმცა, სანამ ქართული საზოგადოების და ხელმძღვანელობის შეგნებაში გარდატეხა არ მოხდება, ამ მიმართულებით რაიმე პოზიტიური ძვრების მოლოდინი არ ღირს. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, რთული, შრომატევადია და მოთმინებას მოითხოვს. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორს, ამ მიმართულებით რაღაც კონტაქტები მყარდება, თუმცა ისინი ვერ ახდენენ პირდაპირ გავლენას სიტუაციაზე.

„ლაივპრესი“: რის შეცვლას ელოდებით მომდევნო 23 წლის მანძილზე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, რა მოლოდინი გაქვთ?

ირაკლი ტუჟბა: მოლოდინები ძალიან სუსტია და მე იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში საღი და პრაგმატული აზრი გაიმარჯვებს, მოხერხდება არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და ჩვენი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახლემწიფოს მშვიდობიანი თანაარსებობისკენ მოძრაობა.

„ლაივპრესი“: ხომ არ გსურთ რამის დამატება? იქნებ ქართული საზოგადოებისთვის გაქვთ რამე სათქმელი?

ირაკლი ტუჟბა: მინდა ვისურვო, რომ საქართველოში რაც შეიძლება მალე გააცნობიერონ აფხაზეთთან სრულყოფილი და თანაბარი ურთიერთობების ჩამოყალიბების აუცილებლობა. ეს პროცესი მტკივნეულია ქართული საზოგადოებისთვის, თუმცა, რაც უფრო სწრაფად მოხდება საქართველოში ღირებულებათა გადაფასება და არსებული პოლიტიკური რეალიების აღიარება, მით უფრო სწრაფად და ეფექტურად განვითარდება თავად საქართველო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.