კომენტარი
აფხაზი პოლიტიკოსი: პირდაპირი მოლაპარაკებები პრინციპში შესაძლებელია
გალის, როგორც სამხედრო ქალაქის პერსპექტივა, შემთხვევით დაზიანებული თუ მიზანმიმართულად განადგურებული კულტურული ძეგლები აფხაზეთში, სოხუმის გადაწყვეტილება საკონტროლო გამშვები პუნქტების გაუქმებაზე, ეს ნაწილია საკთხების, რომელზეც „ლაივპრესი“ აფხაზეთში პოლიტიკური პარტია „აფხაზეთის სახალხო ფრონტი სამართლიანობისა და განვითარებისთვის“ლიდერ ლაშა საქანიას ესაუბრა.

ლაივპრესი: სოხუმის და თბილისისთვის ერთადერთი პლატფორმა პრობლემებზე სასაუბროდ ჟენევაა. ხომ არ ხედავთ დიალოგისთვის ალტერნატიული მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობას? მათ შორის რა აზრის ხართ თბილისთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე? ამ შემთხვევაში უფრო ეფექტური ხომ არ იქნება შედეგები გამოწვევების საპასუხოდ?

ლაშა საქანია: ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობის აღიარების გათვალისწინებით, ვფიქრობ, აზრი აქვს მსჯელობისთვის ალტერნატიული მექანიზნების ამუშავებას.

პრინციპში პირდაპირი მოლაპარაკებები შესაძლებელი და მიზანშეწონილია.

მათ შორის, აქ ბევრი რამ ქართულ მხარეზეა დამოკიდებული, და მის პოზიციაზე. სწორედ იმიტომაც, რომ ავირიდოთ საშიში გამოწვევები ჩვენი აღმოსავლელი მეზობლებისგან. აფხაზეთს ჯერ კიდევ ბევრი მოუშუშებელი იარა აქვს. საქართველო, სამწუხაროდ არ უწევს ანგარიშს არსებულ რეალობას.

ლაივპრესი: პარლამენტის წევრ სალომე ზურაბიშვილის აზრით, დროა დაიწყოს დისკუსია საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხის კონსტიტუციით განსაზღვრაზე. დეპუტატის განმარტებით, კონსტიტუცია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოში მომავალ რეინტეგრაციას უნდა ემსახურებოდეს. მას ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ ესახება ამ საკითხის გადაწყვეტა, ტერიტორიის მოწყობის რომელი ფორმაა მისთვის მისაღები. მე თქვენი აზრი მაინტერესებს პარლამენტარის ინიციატივაზე. დაგვიანებულია ეს წინადადება და თუ აქვს მას რაიმე პერსპექტივა გარდა კონსტიტუციის დოკუმენტში ასახვისა?

ლაშა საქანია: საქართველოს ხელისუფლებას დიდი ხნის წინ უნდა გაეგო, რომ მისი წინადადებები დროს ჩამორჩა. აფხაზეთი სუვერენული და აღიარებული სახელმწიფოა. ცხოვრობს დამოუკიდებელი ცხოვრებით, წლიდან წლამდე ზრდის თავის ეროვნულ ეკონომიკას და მოსახლეობის ცხოვრების დონეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აფხაზეთს ჰყავს სერიოზული სტრატეგიული პარტნიორი - რუსეთის ფედერაცია, რომელთანაც მიმდინარეობს გეგმაზომიერი თანამშრომლობა, რაც არის გარანტია ჩვენი უსაფრთხოების.

საქართველომ აფხაზეთთან მშვიდობიანი ხელშეკრულება უნდა დადოს, უარი თქვას ადრინდელ ლოზუნგებსა და პრეტენზიებზე. პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა ცდილობს სასურველი რეალობად წარმოაჩინოს.

ეს მისი დაგვიანებული წინადადებაა, რომელსაც პერსპექტივები არ გააჩნია.

ლაივპრესი: გალში რუსეთის სამხედროების რაოდენობა გაიზარდა. გალის მცხოვრებლები „ლაივპრესთან“ საუბარში აღნიშნავენ, რომ აქტიურად განიხილება გალის სამხედრო ქალაქად გადაქცევის საკითხი. ვრცელდება ცნობები, რომ სამხედრო ქალაქში საშვის გარეშე ვერავინ შეძლებს შესვლას. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით? რამდენად რეალურია ის? თუ კი, მაშინ მიზანი უნდა ჰქონდეს ამ სამხედრო ქალაქს და რა ელოდება გალის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას?

ლაშა საქანია: მე არ ვფლობ ინფორმაციას კონკრეტულად სამხედრო ქალაქში გამშვები რეჟიმის შესახებ, მაგრამ გალის რაიონში მოხვედრა შესაძლებელია ისევე, როგორც აფხაზეთის ნებისმიერ ქალაქსა თუ რაიონში.

ლაივპრესი: სოხუმის გადაწყვეტილებით, ნაბაკევისა და ოტობაიას საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ დადგენილება ძალაში იანვრის ბოლოდან შევა. გალელები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ იგეგმება ენგურის ხიდის გარდა ყველა გადასასვლელის გაუქმება სამომავლოდ. თქვენ რა აზრის ხართ საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვაზე? ეს გალის მცხოვრებთა იზოლაციის მცდელობაა, რაზეც ქართული მხარე ხშირად საუბრობს, თუ სოხუმის ლეგიტიმური გადაწყვეტილება? რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება?

ლაშა საქანია: გალის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, როგორც თქვენ უწოდებთ, თავს არც თუ ისე ცუდად გრძნობს და მათ არაფერი და არავინ არ ემუქრება. გალი იყო და არის აფხაზეთის ადმინისტრაციული რაიონი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვა არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ ზომას, ან გალის რაიონის მოსახლეობის იზოლაციის მცდლეობას. დიახ, ეს აფხაზეთის ხელისუფლების ლეგიტიმური გადაწყვეტილებაა, გამომდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან.

ლაივპრესი: საქართველო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთში კულტურული ძეგლების დაზიანების და განადგურების პრაქტიკა. საქმე სოფელ წებელდაში 19-ე საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, სამხედრო პოლიგონის მშენებლობის მიზნით. ძეგლების დაზიანებას არც აფხაზეთში უარყოფენ. თუმცა განმარტავენ, რომ თბილისმა რეალობა დაამახინჯა, რადგან ძეგლები კი არ განადგურდა, არამედ უკვე არსებული პოლიგონის დასუფთავებისას დაზიანდა. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ სოხუმის განცხადებები ყოველთვის რბილია ამ და სხვა შემთხვევებისას, როცა საქმე რუსეთს ეხება, რადგან უფრო მკაცრი განცხადებები ვერ გაკეთდება მოსკოვზე დამოკიდებულების გამო. თქვენ რას იტყოდით მომხდარსა და სოხუმის და თბილისის შეფასებებზე?

ლაშა საქანია: პირველ რიგში, საქართველოს შეუძლია არ მოუწოდოს რუსეთს აფხაზეთში კულტურული ძეგლების დაზიანება - განადგურების შეწყვეტისკენ. მოვლენები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, შეცდომით დაშვებული, შემთხვევითი და არამიზანმიმართული ხასიათის იყო. აფხაზური საზოგადოება აღნიშნულ მოვლენებს საკმაოდ მკაცრად მოეკიდა და ჩვენთვის სულაც არ არის სულერთი, თუ ვის და როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიმართ.

ლაივპრესი: უკრაინული ხაკერების ჯგუფმა „კიბერხუნტამ“გატეხა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მოადგილის და მრჩევლის ვლადისლავ სურკოვის. გამოქვეყნებული წერილებისნაწილიში საუბარია, თუ როგორ ცდილობდა კრემლი აფხაზეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაბირებას. „ეხო კავკაზას“ რედაქტორ დემის პოლანდოვის სიტყვებით, დოკუმენტებით ცხადი ხდება, თუ რა სურს რუსეთს სინამდვილეში, და რომ არა მხოლოდ სურს, არამედ ამ ყველაფერს აფხაზეთში პუნქტობრივად ახორციელებს. თქვენ რა აზრის ხართ ამ წერილებზე, რომელმაც თავად აფხაზურ საზოგადოებაშიც გამოიწვია დაბნეულობა?

ლაშა საქანია: რაც შეეხება აფხაზური პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაძლევას და გადაბირებას, ეს ხმამაღალი ნათქვამია. პრინციპში, საკადრო სიები არის ჩვეულებრივი მუშაობის პრაქტიკა კურატორი ქვეყნების, და ამაში ახალი არაფერია. გამბედავი აფხაზური საზოგადოება ამის გამო ტრანსში არ ჩავარდნილა.

ლაივპრესი: სოხუმის მთავარი ამოცანა საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა. თბილისში კი საუბრობენ ამ პერსპექტივის ბუნდოვანებასა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. ევროპერსპექტივებს გარკვეულ პოზიტიურ მოლოდინებსაც უკავშირებს ქართული მხარე. მაგალითად, რომ აფხაზურ საზოგადოებას ექნება ინტერესი ევროპაში ინტეგრირებული ქვეყნის მიმართ, თავისი სავიზო ლიბერალიზაციით და სხვა ბევრი სიკეთით. რა საფუძველი აქვს ამ მოლოდინებს? და თუ აღიარების კუთხით არაფერი არ შეიცვლება მინიმუმ 50 წელი, რა პერსპექტივა აქვს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას?

ლაშა საქანია: არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგნეს, რომ ერთ-ერთ ამოცანას ჩვენთვის საერთაშორისო აღიარების მიღება წარმოადგენს. თბილისში მხოლოდარასასურველობის გამო, ამ პერსპექტივის ბუნდოვნად მიიჩნევენ.

ნუთუ თქვენ ნამდვილად ფიქრობთ, რომ აფხაზეთი თქვენს მიერ შემოთავაზებული, ე.წ. სიკეთეების სანაცვლოდ უარს იტყვის საკუთარ კონსტიტუციასა და სამშობლოზე?მერწმუნეთ, რომ ვერანაირი ვიზები და ვერანაირი სიკეთეებივერ გვაიძულებენ შევცვალოთ ჩვენი მიზნები! ჩვენ ვმეგობრობთ რუსეთის ფედერაციასთან, ეს კი არც ევროპაა და არც აზია. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ახალი პოლიტიკური ლიდერები ადრე თუ გვიან აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

ქართველმა პოლიტიკოსებმა, თავიანთი პოლიტიკა არა აფხაზეთის იზოლაციისკენ, არამედ, მისი საერთაშორისო აღიარებისკენ უნდა მიმართონ.

აფხაზეთი უძველესი ქვეყანაა და კიდევ უფრო გაძლიერდება თავისი საზღვრების ფარგლებში. აფსნის მრავალეროვანი ხალხი თანხმობასა და მშვიდობაში იცხოვრებს მრავალი საუკუნის განმავლობაში მათთან, ვინც უსურვებს მას სიკეთეს და აღორძინებას.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
მე ჩიკაგოდან ვარ. პირველად ამ რეგიონით რუსული ლიტერატურის
15:16 / 23.04.2017
მე ჩიკაგოდან ვარ. პირველად ამ რეგიონით რუსული ლიტერატურის
გერმანიის ქალაქ აუგსბურგში შარშან, ნოემბრის თვეში დაფუძნდა
„საერთაშორისო ორგანიზაცია გალი“.
20:59 / 18.03.2017
გერმანიის ქალაქ აუგსბურგში შარშან, ნოემბრის თვეში დაფუძნდა „საერთაშორისო ორგანიზაცია გალი“.
ბულგარეთში მცხოვრები ავტომრბოლელი, სოხუმელი დავით კვარაცხელია
16:44 / 10.03.2017
ბულგარეთში მცხოვრები ავტომრბოლელი, სოხუმელი დავით კვარაცხელია
თბილისში მოქმედი „აფხაზური ენციკლოპედიის“ საინიციატივო
17:25 / 16.02.2017
თბილისში მოქმედი „აფხაზური ენციკლოპედიის“ საინიციატივო
რედაქტორის რჩევით
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ 20 აპრილს, რიგგარეშე სხდომაზე
ანასიპი გუდაუთიდანაა. ის სულ რამდენიმე დღეა, რაც თბილისში,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.