კომენტარი
ზურაბ შენგელია: აფხაზებთან თანამშრომლობით აფხაზურ ენციკლოპედიას შევქმნით
FaceBook Twitter
E-mail Print
თბილისში მოქმედი „აფხაზური ენციკლოპედიის“ საინიციატივო ჯგუფი აფხაზურ მხარესთან თანამშრომლობის გზით ენციკლოპედიას მოამზადებს. ეს იქნება პირველი პრეცედენტი დიდი სამეცნიერო სამუშაოსი, რომელმაც სრულად უნდა აღწეროს აფხაზური ეთნოკულტურული სივრცე ეთნოგრაფიით, ისტორიით, ცალკეული პიროვნებებით. რა ეტაპზეა დღეს იდეა, რა ფორმით ჩაერთვებიან აფხაზები ენციკლოპედიის შექმნაში, როდის უნდა გამოიცეს მასალა, ამ საკითხებზე,„ლაივპრესი“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ ზურაბ შენგელიას ესაუბრა, რომელიც თავის მხრივ, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორი და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იდენტური სახელწოდების ცენტრის ხელმძღვანელია.

„ლაივპრესი“: როდის შეიქმნა „აფხაზური ენციკლოპედიის“ საინიციატივო ჯგუფი და რა მიზნები აქვს ამ ჯგუფს?

ზურაბ შენგელია: პროგრამა ერთი წლის წინ დაფუძნდა. მისი მიზანია აფხაზური ეთნოკულტურული სივრცის აღწერა. იგი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. პირველი, მოსამზადებელი ეტაპია – პირობითად დავარქვათ „გავიცნოთ აფხაზეთი“ და მასალების მოძიება-შეგროვებას, აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებას და ურთიერთობის პრინციპების შემუშავებას გულისხმობს. ბოლო ეტაპი კი აფხაზური ენციკლოპედიის შექმნა და გამოცემაა.

„ლაივპრესი“: მსგავსი რამ არ არსებობდა დღემდე? 

ზურაბ შენგელია: ასეთი სახით დღემდე ასეთი გამოცემა არ არსებობს. თუმცა ენციკლოპედიური სახის გამოცემების მცდელობა აფხაზეთში ადრეც ყოფილა. ახლახან გაკეთდა ინტერნეტვარიანტი, რომელსაც მეცნიერული პრეტენზია არ გააჩნია.

„ლაივპრესი“: რას შეიძლება მოიცავდეს ეს აფხაზური ენციკლოპედია?

ზურაბ შენგელია: აფხაზურ მხარესთან მიღწეული შეთანხმების თანახმად ერთობლივ მუშაობას დავიწყებთ იმ თემატიკაზე, რომელიც გამორიცხავს კოლიზიას ჩვენს შეხედულებებს შორის. მაგალითად, აფხაზური ფოლკლორის ენციკლოპედიურ ლექსიკონზე, ასევე აფხაზი მწერლებისა თუ საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიულ ლექსიკონზე. შემდეგ გადავალთ სხვა საკითხებზე და ბოლოს ყველაფერი ეს გაერთიანდება აფხაზური ენციკლოპედიის სახით.
შეთანხმება შედგა აგრეთვე იმ შემთხვევითვისაც, როცა ამა თუ იმ საკითხზე მხარეებს სხვადასხვა ხედვა აქვთ. კერძოდ, ამ შემთხვევაში დაიბეჭდება ორივე აზრი თითოეული მათგანისთვის წყაროებისა და სხვა დოკუმენტების მითითებით.

„ლაივპრესი“: რა არის საბოლოო მიზანი ამ შრომის, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი?

ზურაბ შენგელია: აფხაზეთში არსებული პოლიტიკურ–სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, აფხაზური ეთნოკულტურული სივრცის შენარჩუნება–განვითარება გარკვეული საშიშროების ქვეშაა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სახელმწიფო ვალდებულებები გააჩნია ამ მიმართულებით. სხვა ქვეყანას შეიძლება მხოლოდ ინტერესი ჰქონდეს და არა ვალდებულება. ამიტომ, თუ ეს ეთნოკულტურული სივრცე დაიკარგა, ან თუნდაც განვითარება ვერ შეძლო, თანამედროვე ცივილიზაციის წინაშე ჩვენი სახელმწიფოა პასუხისმგებელი. ეს გამომდინარეობს თუნდაც იქიდან, რომ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს აფხაზურ ენას აფხაზეთში ქართულთან ერთად სახელმწიფო სტატუსს.

გარდა ამისა, ეს ცარიელი ადგილი, მხედველობაში მაქვს ჩვენი ხელისუფლების უყურადღებობა ამ მიმართულებით არ უნდა დაიკავოს სხვამ, თუნდაც რუსეთმა, რათა ეს სივრცე არ აღწეროს იმ იდეოლოგიით , რომელსაც რუსეთი ატარებს 200 წელზე მეტია კავკასიაში. და ბოლოს, როგორც აფხაზები თავად აღნიშნავენ, არ არსებობს უფრო ახლო და უფრო მონათესავე კულტურა აფხაზურისათვის, ვიდრე ქართული კულტურაა და პირიქით.

„ლაივპრესი“: თქვენ დაეყრდნობით თბილისის არქივებში დაცულ მასალებს?

ზურაბ შენგელია: აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობა პრაქტიკულად განადგურდა ომის შედეგად. დაიწვა მუზეუმები, არქივები, ბიბლიოთეკები. მაგრამ თბილისი ყოველთვის იყო აფხაზური კულტურის შესწავლის ცენტრი. რა თქმა უნდა, ჩვენ აფხაზეთშიც ვეძიებთ დარჩენილ მასალებს, მაგრამ ძირითადი დატვირთვა მაინც თბილისში დაცულ მასალებზე, მათ შორის კერძო კოლექციებზე მოდის.

„ლაივპრესი“: ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც საქართველო ახორციელებს აფხაზებისთვის, იგივე აფხაზური ენის გადარჩენაზე ზრუნვისთვის, აფხაზური საზოგადოება ამ ყველაფერს მაინც განიხილავს, რომ ეს პოლიტიკის ნაწილია და არა დახმარების აქტი...

ზურაბ შენგელია: როგორც ჩვენთან წინსვლა რომ დაგემსახურებინა ზვიადის დროს, კომუნისტები უნდა გეგინებინა, შევარდნაძის დროს – ზვიადი, სააკაშვილის დროს – შევარდნაძე და ახლა ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილს უნდა აგინო. შენი პოლიტიკური იმიჯი თუ ასეთ რელსებზე არ დააყენე, ვერაფერს მიაღწევ. ასეა იქაც. ისინი თუ ქართველებთან კარგ ურთიერთობაში იქნებიან, ეს მათთვის დიდი მინუსია. ასეა მათი მენტალობა ჩამოყალიბებული. შენ თუ გინდა მიაღწიო მიზანს, თუ გინდა არ დაკარგო სოციალური ნიშა, ქართველების წინააღმდეგ უნდა იმუშაო. ეს ბუნებრივია. მე სულაც არ მიკვირს. ჩვენთანაც ასე არ არის? სამწუხაროდ ასეთია ჩვენი პოლიტიკური კულტურის დონე.

„ლაივპრესი“: ენა ზოგადად ეთნოსის მთავარი განმსაზღვრელია. აფხაზური მეორე სახელმწიფო ენაა საქართველოში...

ზურაბ შენგელია: და ეს ძალიან კარგია. სწორედ ამიტომ, ყოველნაირად უნდა შეეწყოს ხელი მის განვითარებას. თუ არსებობს სახელმწიფო ენის პალატა, რატომ არ უნდა იყოს აფხაზური ენის განყოფილება? ეს ენაც სახელმწიფოო ენაა. მე მიმაჩნია, რომ ამ მხრივ ჩვენს საზოგადოებას მაინცდამაინც დიდი დაინტერესება არა აქვს. რატომ არ ვიცი. ამ მხრივ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. პირველი, რაც ჩვენმა ინსტიტუტმა გააკეთა აფხაზებთან ურთიერთობაში იყო ის, რომ ერთობლივად გამოვეცით ქართულ–აფხაზური სასაუბრო. ესეთი რამ ბუნებაში არ არსებობდა. ჩვენ არ ვკადრულობდით აფხაზურის სწავლას, მათ არ უნდოდათ ქართულის სწავლა და ერთმანეთს მესამე ენაზე ველაპარაკებოდით. ეს იყო პირველი ერთობლივი პროექტი ჯერ კიდევ 1999 წელს. ჩვენ ვუგზავნიდით ქართულ ტექსტს, ისინი აფხაზურად თარგმნიდნენ და გვიბრუნებდნენ. ამ მუშაობის შედეგად შეიქმნა ეს სასაუბრო. 2000 წელს მეორე შესწორებული გამოცემის დაბეჭდვა დაგვჭირდა, იმდენად დიდი მოთხოვნილება იყო მასზე. განსაკუთრებით გალის რაიონის ქართული სკოლებიდან.

„ლაივპრესი“: თანამშრომლობა აფხაზეთთან მოხდება დისტანციურად, თუ თქვენ ჩახვალთ, ისინი ჩამოვლენ?

ზურაბ შენგელია: ისინი ჩვენთან ჩამოდიან, ყოველ ზაფხულს ჩვენც რამდენიმე მივლინება გვაქვს აფხაზეთში. ჩვენები ჩადიან, მუშაობენ არქივებში, მუზეუმებში, კერძო კოლექციებში. ჩამოაქვთ მასალა, რაღაცას ვაზუსტებთ, ერთობლივად ვმუშაობთ. ახლა უკვე არის ინტერნეტის საშუალებაც, რომ გავუგზავნოთ ერთმანეთს შეკითხვა, მასალა, ისინიც გვიგზავნიან და ა.შ. ალბათ გაინტერესებთ, რა ეტაპზე ვიმყოფებით ახლა. ჩვენ, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ეს პროგრამა დაფუძნდებოდა, გამოვეცით აფხაზური ფოტოალბომი - „აფხაზეთი მე-19 საუკუნე“, სადაც შესულია ენგურს აქეთა მხარეს დაცული ფოტო-საარქივო დოკუმენტები იმ დროინდელი აფხაზეთის შესახებ. ათი წელი ვმუშაობდით ამაზე აფხაზებთან ერთად. მოვიძიეთ 600-ზე მეტი ასეთი დოკუმენტი. 300-მდე გამოვეცით ფოტოალბომად, რომელიც დარიგდა კიდეც აფხაზეთში. ამ მიმართულებით მუშაობა ახლაც გრძელდება.

„ლაივპრესი“: თქვენ ამბობთ, რომ ჩადიხართ, თანამშრომლობთ, არქივებში შედიხართ. არ გექმნებათ რაიმე სახის პრობლემა ან დაბრკოლება?

ზურაბ შენგელია: როგორ არ ვხვდებით წინააღმდეგობას. მაგალითად, მე 2012 წლის შემდეგ, რაც აქ ხელისუფლება შეიცვალა, აღარ მიშვებენ. მაგრამ ჩემს სხვა თანამშრომლებისათვის პრობლემა არ არის.

„ლაივპრესი“: თქვენ რატომ არ გიშვებენ?

ზურაბ შენგელია: შეშვება-გამოშვებას იქ უკვე აფხაზებს არავინ ეკითხება. უსაფრთხოების და „საზღვრის დაცვის“ საკითხებს რუსები განაგებენ. ეს უნდა გადაწყვიტოს რუსეთმა და მე რუსეთთან არავითარი კავშირი არ მაქვს. ეტყობა მე მათთვის „საშიშროებას“ წარმოვადგენ. გარდა ამისა, აფხაზეთში როგორც იქნა ინტერნეტის ქსელი გაფართოვდა და უკვე შესაძლებელია სკაიპითაც ურთიერთობა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.