კომენტარი
როგორ გავაშენოთ და მოვუაროთ თხილის ბაღებს - აგრონომის რჩევები [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
არაერთი სახეობის დაავადებამ და აზიურ ფაროსანად წოდებულმა მავნებელმა სამეგრელოში როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი კულტურა დააზიანა. როგორ ნიადაგზე უნდა გავაშენოთ თხილის ბაღი, გავუმკლავდეთ გავრცელებულ დაავადებებს და მაღალ ტენიანობას, მოვუაროთ ისე, რომ მოსავლის დანაკარგი იყოს მცირე. „ლაივპრესი“ ესაუბრა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მთავარ აგრონომ რევაზ შონიას.

<    ნიადაგის   შერჩევა    >

სანამ თხილის გაშენებას დავიწყებთ, უნდა შევისწავლოთ ნიადაგი. პირველ რიგში ჩავატაროთ ანალიზი, და თუ ანალიზის ჩატარება ფუფუნებაა, გავითვალისწინოთ, რომ არ უნდა გავაშენოთ თხილი ქვიშნარ და თიხნარ ნიადაგებში. ამასთან, უნდა დავაკვირდეთ მიმდებარედ თუ არის თხილის ბაღი გაშენებული. ეს გარკვეული წინაპირობაა იმისა, რომ შევაფასოთ, თუ როგორ გაიხარებს თხილი ამ მიკროკლიმატში.

მაგალითად ხავსი როცა არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ნიადაგი არის მჟავე და მას აკლია საკვები ელემენტები. ზოგადად, ჩვენი ნიადაგების უმრავლესობა არის მჟავე, ასეთ ნიადაგებში ძალიან ეფექტურია კირის შეტანა. ენგურის ქვედა წელში კალიუმის ნაკლებობაა, ასეთ ნიადაგში კომბინირებული საკვების შეტანაა კარგი. ნიადაგის ანალიზი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ უნდა გაკეთდეს.

რაც შეეხება ნიადაგის დამუშავებას - დაბარვა, ხვნა რეკომენდირებულია ახალგაზრდა ბაღებში. მისი გაშენებიდან 4 წლის შემდეგ კულტივაციის ჩატარება არ არის სასურველი. თუ ნიადაგი ჭარბტენიანია, მაშინ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ სადრენაჟე არხები. პირველადი დამუშავება ხდება 30-35 სანტიმეტრის სიღრმეზე, შემდეგ დაიდისკება და დაიფარცხება და ჯვარედინად მოიხვნება. ცოტა ხანში ისევ გავიმეორებთ ამ პროცედურებს და ნიადაგიც მზად არის თხილის გასაშენებლად.

<    მცენარის   კვება    >

ნიადაგის მომზადების შემდეგ უნდა შევარჩიოთ ნერგი, მისი კვების არე. სამაგრელოში გაშენებული ბაღების უმრავლესობა არის ჩახშირებული. არა და რაც უფრო მეტია კვების არე, მით უფრო მარტივია მზის სხივების შეღწევადობა. ქარის დროს ტოტები ერთმანეთს არ ეხება და არ ზიანდება მექანიკურად. ტოტების დაზიანებისას თხილი ცვივა და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შანსიც იზრდება. ბაღი უნდა გაშენდეს 5X5-ზე, 5X4-ზე. თუ ბაღი დიდი მოცულობისაა, მაშინ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მექანიზაციის გამოყენების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში სასურველია, რომ ბაღი გაშენდეს 6X4, 6X5-ზე.

<    ბაღის   ფორმირება    >

როცა ვახდენთ ბაღის ფორმირებას, ეს კი მისი გაშენებიდან 3-4 წლის შემდეგ იწყება, ვტოვებთ ძირითადი ტოტების იმ რაოდენობას, რომელიც არის ოპტიმალური, ასეთია 7-8, მაქსიმუმ 10 ტოტი. ყოველთვის უნდა შევეცადოთ, რომ ძირითადი ტოტები იყოს წრიულად განლაგებული. ამასთან, უნდა ვაკონტროლოთ ამონაყარი, ის არის მავნებლის საბუდარი და გარკვეულწილად საკვებს ართმევს მცენარეს, ამ შემთხვეაში უნდა გამოვიყენოთ კონტაქტური მოქმედების ჰერბიციდები.

<    შეწამვლა    >

ადრე, წელიწადში 2-ჯერ იყო აუცილებელი შეწამვლა, მაგრამ იმდენად მომრავლდა მავნებელი, რომ უკვე მინიმუმ 3-4-ჯერ წამლობა სჭირდება მცენარეს სტაბილური მოსავალი, რომ მივიღოთ. თუ თითო ძირზე დახარჯავთ 1.5 ლარს, ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მოსავალი მავნებლისგან მაქსიმალურად დაიცვათ.

თხილის მცენარეს სჭირდება 3 ძირითადი საკვები ელემენტი: აზოტი, ფოსფორი, კალიუმი. გარდა ამ ელემენტებისა, მცენარე ნიადაგიდან 56 დასახელების ელემენტს ითვისებს, მაგრამ ამდენი ელემენტის შეტანა ნაკვეთში არარეალურია, ამიტომ არის კარგი ისეთი სასუქების კომბინაცია, სადაც მიკროელემენტები არის მრავლად წარმოდგენილი.

აზიური ფაროსანას გარდა კიდევ ბევრი მავნებელია გავრცელებული. მავნებლებიდან ძალიან გავრცელებულია კვირტის ტკიპა, ხარაბუზა. თუ წამლობა დაგვიანდა, მაშინ დაზიანების ადგილიდან 5-10 სანტიმეტრის მოშორებით უნდა მოიჭრას ტოტი და განადგურდეს.

იმისათვის, რომ მოსავლის დანაკარგი იყოს მიზერული, ბაღს სჭირდება გამოთიბვა ან ჰერბიციდების გამოყენება. იმ ზოლში, სადაც ნაყოფია, ნიადაგი უნდა იყოს სარეველებისგან გასუფთავებული. ამ დროს სათანადო ნორმებისა და წესის დაცვით ჰერბიციდების გამოყენება მცენარეს არ დააზიანებს.

<    რამდენი   კილოგრამი   თხილი   უნდა   მოგვცეს   ერთმა   ნერგმა    >

თუ ბაღს კარგად მოვუვლით 3-4 წლის შემდეგ იწყებს მსხმოიარობას. სრულ მოსავალს კი იძლევა 8-10-12 წლის ასაკში. საქართველოში სამწუხაროდ თხილის საშუალო მოსავლიანობა არის ძალიან დაბალი - კილოგრამნახევარი, მაგრამ შედარებით კარგად მოვლილ ბაღებში ერთი ძირი გვაძლევს 4-5 კილოგრამსაც.

თხილი სტაბილურ მოსავალს იძლევა 20-25 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ კი საჭიროა სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება, რომელიც გულისხმობს ბაღის გაახალგაზრდავებას. ბაღის ექსპლუატაცია მინიმუმ 80 წლის განმავლობაში შეგვიძლია.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.