კომენტარი
მუშენ ვარ - აქსესუარები მეგრულენოვანი წარწერებით „კოპეშიასგან“
FaceBook Twitter
E-mail Print
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა მეგრულენოვანი გვერდი „მუშენ ვარ“ (ქართულად - რატომაც არა), რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა აქსესუარს სთავაზობს.

მთავარი ხაზი ჩანაფიქრის სამოგზაურო კომპლექტია - ჩანთებთან ერთად პასპორტის ყდა, მაისურები და სტიკერები მეგრულ ენაზე შესრულებული სახასიათო, პოზიტიური და ზოგ შემთხვევაში სასაცილო წარწერებით.

ამ ყველაფრის შემქმნელი დოკუმენტური ფილმების რეჟისორი და კომპანია „კოპეშიას“ (ქართულად - გოგრა) დამფუძნებელი ანუნა ბუკიაა, რომელსაც „ლაივპრესი“ ესაუბრა.

ლაივპრესი: გვიამბეთ თქვენს პროექტზე, რა არის „მუშენ ვარ“ და რას სთავაზობ მომხმარებელს?

ანუნა ბუკია: მე მაქვს კომპანია, რომელსაც ქვია „კოპეშია“. ეს არის ციფრული კომუნიკაციის და აუდიო-ვიზუალური პროდუქციის წარმოების კომპანია. „კოპეშიას“ ერთ-ერთი პროექტია „მუშენ ვარ“ - სხვადასხვა ფერადი აქსესუარის გამოშვება ისე, რომ მასზე იქნება მეგრულენოვანი წარწერა. „კოპეშია“ დაახლოებით ხუთი წელია მაქვს. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა საქმიანობას ვეწეოდი. ეს პროექტი ფართო საზოგადოებისთვის რამდენიმე კვირაა დავიწყეთ. იდეა მქონდა სამი წლის წინ.

მეგრულ ენაზე თავიდან არ ვფიქრობდი. აქცენტი იყო აქსესუარების წარმოებაზე. მერე იმიტომ, რომ უამრავ სხვა რაღაცას ვაკეთებ და ფილმსაც ვიღებდი, ამისთვის ვერ მოვიცალე. ისე მოხდა, გამომიჩნდა რამდენიმე თავისუფალი დღე და რადგან ამდენი წლის ნაფიქრი და კარგად გააზრებული იყო ყველაფერი, სატესტო რაღაცების კეთება დავიწყე, რომ მენახა ფერები როგორ იქნებოდა, ტექსტი.

მანამდე სიტყვებს ვაგროვებდი, ის, რაც მახსოვდა, მაგრამ არა ისეთი სიტყვებს, რომელიც იქნებოდა ნეგატიური. პირიქით, უფრო ისეთი, რომელსაც ბოლომდე ვერ თარგმნი, მეგრულად როცა ამბობ, უფრო მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მის ქართულ თარგმანს. უნდა ყოფილიყო სახასიათოც და სასაცილოც. პირველი რაც დავიწყეთ, ეს იყო სტიკერების ხაზი და ყველა ეგზემპლარი ნიმუშად დაბეჭდილი, უკვე წაიღეს.

გამოხმაურებას ველოდი, მაგრამ ასეთს..ზუსტად იყო გათვლილი აუდიტორიაზე, ვინც ამას გაიგებდა. დანარჩენისთვის უნდა ყოფილიყო სასიამოვნო და სახალისო. მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო კომიკური. პირიქითი ამოცანა აქვს, რომ რა მაგარია, როცა ამ პატარა ქვეყანაში, სადაც სამმილიონ ნახევარი ადამიანი ცხოვრობს, შიგნით კიდევ ორი ქართველური ენაა - მეგრული და სვანური.

ლაივპრესი: ენის პოპულარიზაციასაც ემსახურებოდა ეს ყველაფერი?

ანუნა ბუკია: ასეთი დიდი ამოცანა, რომ ენის პოპულარიზაცია მომეხდინა, ამხელას არ ავიღებდი ჩემს თავზე. უფრო მინდოდა კულტურული ასპექტებისთვის ხაზგასმა, რომ მაგალითად სიტყვა - დაჩხირბორია (ქართ - ქარცეცხლი) შეიძლება ქართულად თარგმნო, მაგრამ მისი შინაარსი იმ ენაზე უფრო სხვაგვარია. ჩვენ ხომ მეგრული ისე კარგად არ ვიცით, როგორც ამაზე საუბრობდნენ წლების წინ. ვიღაცას შეიძლებოდა კიდევ ახალი სიტყვა გამოეძებნა.

ლაივპრესი: კიდევ რაზე აკეთებთ წარწერებს?

ანუნა ბუკია: ყველაფერს ვგეგმავთ, უბრალოდ თანმიმდევრულად. ასეთი მასშტაბური გამოხმაურებისთვის ფიზიკურად მზად არ ვიყავით. შემდეგ ეტაპზე რაც იქნება, ეს არის სამოგზაურო ჩანთა, პასპორტის ჩასადები, საძილე ნიღაბი. ამოცანა იყო, რომ შემექმნა სამოგზაურო კომპლექტი, რადგან მეც ძალიან ბევრს დავდივარ და ყველა ქვეყანაში მინახავს რაღაც საინტერესო, ამის მსგავსი. საქართველოში ნაკლებად.

ახლა უკვე უფრო მეტმა დაიწყო. სტიკერები იყო დამატებით, რადგან მე მიყვარს ძალიან და ბევრი მაქვს. მჩუქნიან კიდეც. მივიღეთ გზავნილები, რომ მოდით, მაისურებიც გააკეთეთ და დავფიქრდები ამაზე. ინსტაგრამსა და ფეისბუკზე ძალიან ბევრი წერილი მოდის, რომ ეს გააკეთეთ.. 34 სიტყვამდე მზად მაქვს, რომლის გაშვებაც მინდა. ყველაფერს ვერ მივიღებთ, იმიტომ, რომ ზოგი სიტყვა უხეშია, ან ყველა ვერ გაიგებს. კონკრეტული მარკეტინგული ამოცანაც იყო, რომ იმ აუდიტორიას, რომელსაც ეს ენა ესმის, ქონოდა ამაზე რეაქცია, იმათთვისაც ყოფილიყო სასიამოვნო და მეტად შეეყვარებინა ის, რაც იცის.

ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ. საბჭოთა წარსულმა ძალიან ცუდი მიმართულებით განავითარა მეგრული და სვანური ენების საკითხი. მეგრულის ალბათ მეტად, რადგან უფრო მეტნი ვართ და ცუდიც და კარგიც უფრო მასშტაბურად ჩანს. მახსოვს, როცა დედაჩემი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მუშაობდა, ძალიან წუხდა იმაზე, რომ მაშინაც იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ქართული არ იცოდნენ, მარტო მეგრული იცოდნენ. ეს იყო სწორედ ის საბჭოთა არასწორი სეპარატისტული განწყობების გაგრძელება. ახლა უკვე შეიცვალა.

უკვე ის დროა, ვიამაყოთ, რომ ორენოვანი ადამიანები ვართ. ბევრი ისეთი ფრაზაა, რომელსაც მეგობრების ნაწილი, სხვადასხვა ჯგუფი იყენებს. მაგალითად ქორექო? (ხარ?) გაუკვირდათ იმიტომ, რომ ჩვენ სოუმელები ვართ, მაგრამ ქართულად ვსაუბრობდით. რუსულად არასდროს გვილაპარაკია სახლში და არც მეგრულად. თუმცა დედაჩემისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო მეგრული, იმიტომ, რომ ფიქრობდა - ეს არის დამატებით ის, ასე ვთქვათ, რაც გაგალამაზებს უფრო, მეტს შეგმატებს, ვიდრე დაგაკლებს. დედაჩემის ბებია, რომელიც ას წელს მიტანებული გარდაიცვალა, გვესაუბრებოდა ხოლმე.

დიდი რომ გავიზარდეთ, სკოლას რომ ვამთავრებდით მახსოვს, ცოტა ისეთი ტონი იყო - მეგრულად საუბარი ვიღაცებისთვის.. ჩემთვის ეს ასე არასდროს ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ისე კარგად არ ვიცოდი. მერე მეტად მივაქციე ყურადღება, მერე მეტად დავაფასე. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ვფლობ ენას, ან კარგად ვერკვევი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად ერკვევიან. მათ ვაკვირდებოდი და ბევრი რამ ვისწავლე.

ლაივპრესი: მარტო აკეთებთ ამ ყველაფერს, თუ გეხმარებათ ვინმე?

ანუნა ბუკია: ამ წუთას ვაკეთებ ამ ყველაფერს მარტო, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საქმე აქვს ცალკე აღებული „კოპეშიას“. მერე უკვე ჩემი მეგობარი შემომიერთდება და ერთად გავაგრძლებთ ამ პროექტს. იმედი მაქვს იმდენს ვაწარმოებ, რომ სამეგრელოს და სამეგრელოს გარეთაც მოვიცავ. მართლა მოულოდნელი იყო ასეთი მასშტაბური გამოხმაურება. „მუშენ ვარი-ც“ ამიტომ დავარქვი. ორი სხვადასხვა კომპანია ბეჭდავს პარარელურ რეჟიმში, რომ ყველას მივაწოდოთ, ვისაც უნდა.

ლაივპრესი: როგორ უნდა შეიძინონ მსურველებმა ეს ყველაფერი?

ანუნა ბუკია: ამ ეტაპზე გვირეკავენ, ფეისბუკზე ან ინტსაგრამზე გვწერენ. ახლა გვაქვს ოცი სხვადასხვა დასახელების, რაც კი შეიძლება გაიყიდოს. ერთი სტიკერის ფასია 0.50 ლარი, ათი ღირს ხუთი ლარი, ოცი კი ათი ლარი. უკვე ვამზადებთ ყუთებს, რომ ყუთებითაც გაიყიდოს. პასპორტის ყდის ფასია 30 ლარი. არის დიზაინის გარეშე, მაგრამ ცოტა ხანში დაემატება კონცეპტუალური დიზაინი.

ლაივპრესი: არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება არა სტიკერებს, მაგრამ სოციალური ქსელის საშუალებით ქმნიან და ავრცელებენ სასაცილო, პოზიტიურ ნახატებს მეგრულენოვანი წარწერებით.

ანუნა ბუკია: ძალიან კარგია, რომ ასე ხდება, და რომ ეს არ ხდება სეპარატისტული განწყობებით, რაც კარგად ჩაუდეს საბჭოთა ხელისუფლების დროს და მანამდეც ვიღაც ვიღაცებმაც რუსეთის სახით, რომ საქართველო დაექსაქსათ. მე ვფიქრობ, პატარა თაობამ და 40 წლამდე ასაკის თაობამაც ამას უკვე გადააბიჯა და გაცნობიერებულად ხდება ამის პროპაგანდა. არა იმიტომ, რომ მე ცალკე ვარ და ცალკე ქვეყანად უნდა ვიქცე, ნახე, მე ჩემი ენა მაქვს.. დამახინჯებული პათოსი არ აქვს. პირიქითაა, რომ ნახე რა მდიდარი ვართ მთელი საქართველო, და ამ პატარა ტერიტორიაზე რამდემი რამე გვაქვს, როგორი მრავალფეროვანია. იმის ილუზია არ მაქვს, რომ არ არიან სეპარატისტი ადამიანები არასწორი იდეებით, მაგრამ უფრო მეტი სწორი ადამიანია, რომლისთვისაც ეს უფრო არის ფასეული და ღირებულია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ჯემ ფესტზე“ გაიყიდება. ამიტომ აქ შეუძლია ყველას მივიდეს და შეიძინოს სტიკერები. ვიღაცებმა გვითხრეს, რომ „ჯემ ფესტზე“ უნდა იყოს და მოვიფიქროთო რამე. ჰოდა მოვიფიქრეთ და „ჯემ ფესტზე“ ვიქნებით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.