კომენტარი
კულტურული და საგანმანათლებლო კავშირები სოხუმთან - ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი ანჩაბაძესთან
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის მუზეუმის ეთნოლოგიის განყოფილებამ ქართველი ისტორიკოსის გიორგი ანჩაბაძის დახმარებით, უძველესი აფხაზური ყაბალახის ასლი შექმნა, რომლის ორიგინალიც თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ინახება. ისტორიკოსი ამბობს, რომ მან თავსაბურავის ფოტო სოხუმში ერთი წლის წინ ეთნოლოგის, აფხაზეთის მუზეუმის თანამშრომლის ინგა შამბას თხოვნით ჩაიტანა. სწორედ ამ ფოტოზე დაყრდნობით აღადგინეს უნიკალური თავსაბურავის ასლი, რომელიც მალე სოხუმის მუზეუმში გამოიფინება.

როგორც აფხაზური გამოცემა „აფხაზია-ინფორმი“ წერს, ასლზე ორიგინალის მსგავსად ნაქარგები ხელით არის შესრულებული ვერცხლისა და აბრეშუმის ძაფებით, ამოტვიფრულია მზის ნიშანი და ყვავილებით სავსე კალათა. თავსაბურავს ამშვენებს არაბული სტილით შესრულებული ნაქარგიც. ინგა შამბა ვარაუდობს, რომ ყაბალახი, რომლის მსგავსიც სხვაგან არსად ფიქსირდება, სოხუმიდან თბილისში, მე -20 საუკუნის 60-იან წლებში, ეთნოგრაფიული ექსპედიციების დროს ჩაიტანეს და მას შემდეგ იქ დარჩა.

ფოტო: აფხაზია-ინფორმი

რა არის ცნობილი აფხაზური ყაბალახის შესახებ ისტორიკოსისთვის, რომელმაც მის აღდგენაში წვლილი შეიტანა, - საკითხზე გიორგი ანჩაბაძეს „ლაივპრესი“ გაესაუბრა. კულტურულ სფეროში თანამშრომლობის გარდა, ისტორიკოსს სოხუმთან საგანმანათლებლო საქმიანობაც აკავშირებს, რომლის შესახებაც ის ინტერვიუში ყვება.

ლაივპრესი: მოგვიყევით, როგორ მოხვდა აფხაზური ყაბალახის ფოტო სოხუმში?

გიორგი ანჩაბაძე: ეს ყაბალახი უნიკალურია და ძალიან ლამაზად მოქარგული. თბილისში, ეთნოგრაფიის შესახებ გამოცემულ ერთ-ერთ წიგნში არის საუბარი, რომ ინახება საქართველოს მუზეუმში აფხაზური ყაბალახი. სოხუმში ყოფნისას მუზეუმის თანამშრომელმა ინგა შამბამ მთხოვა, იქნებ მისი ფოტო ჩამომეტანა. ვიყავი მუზეუმში და დამეხმარნენ მოძიებაში ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი და ელდარ ნადირაძე, მუზეუმში ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. მათი დახმარებით ფოტო მივიღე და გადავეცი დაახლოებით ერთი წლის წინ. როგორც ჩანს, ამ ფოტოს მიხედვით აღადგინეს ყაბალახი. ასეთი არ ჰქონდათ, იმიტომ, რომ ეს უნიკალურია. აქ კი წერია, რომ ხელოვნების ნიმუში აფხაზეთიდან თბილისში, მე -20 საუკუნის 60-იან წლებში, ეთნოგრაფიული ექსპედიციების დროს მოხვდაო, მაგრამ მე ვფიქრობ, უფრო ძველი მასალებიდან არის, რადგან აშკარად ძველი ყაბალახია. შესაძლოა უფრო ადრინდელ პერიოდს განეკუთვნებოდეს.

ლაივპრესი: როგორ მოხვდა ეს ყაბალახი თბილისში?

გიორგი ანჩაბაძე: ჩვეულებრივად. ეთნოლოგიური ექსპედიციები მუშაობდნენ და რასაც მოიპოვებდნენ, შეიძენდნენ ხოლმე მოსახლეობისგან. მუზეუმების ფონდები ამით ივსება ძირითადად. დადიან რეგიონებში და აგროვებენ საინტერესო სამუზეუმო ექსპონატებს.

ლაივპრესი: ყაბალახზე ორნამენტებია ამოტვიფრული. არის მზის ნიშანი, ყვავილებით სავსე კალათი. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყველაფერი, როგორ ფიქრობთ?

გიორგი ანჩაბაძე: კაცმა არ იცის რას შეიძლება ნიშნავდეს. გაურკვეველია. მუზეუმში რომ ვუთხარი და გაშალეს, იფიქრეს, არაბული წარწერა ხომ არ არისო. ნამდვილად არ არის. ზოგიერთი ასო გავს, მაგრამ არ არის ეს არაბული წარწერა. ეს არშიაა და მეტი არაფერი. არავითარი წარწერა აქ არ იკითხება.

ფოტო: აფხაზია-ინფორმი

ლაივპრესი: თბილისის მუზეუმებში აფხაზური ეთნოსის, კულტურისთვის დამახასიათებელი ბევრი ექსპონატი ინახება?

გიორგი ანჩაბაძე: არის რა თქმა უნდა. რამდენად ბევრი არ ვიცი, მაგრამ არის. არქეოლოგიურ მასალებსაც ნახავთ არა მხოლოდ თბილისის, სხვა მუზეუმებშიც.

ლაივპრესი: ეს პირველი ასეთი თანამშრომლობა იყო? თუ გამოითქვა სურვილი სხვა ექსპონატების ფოტოების მიხედვით აღდგენის?

გიორგი ანჩაბაძე: ამისთანა რაღაც, რომ აღედგინათ, არ ყოფილა. მე ჩამიტანია აფხაზეთში ისტორიის მასალები, დოკუმენტების ასლები, რაც აფხაზეთისთვის საინტერესოა. ზოგჯერ ლიტერატურაში ვეხმარები. ამასწინათ, „ქართლის ცხოვრება“ გამოვიდა რუსულ ენაზე და სამი წიგნი ჩავიტანე. აფხაზეთის საკითხებიც არის ამ წიგნში.

ლაივპრესი: როგორც ვიცი, ხშირად ჩადიხართ სოხუმში. გაქვთ იქაურ მეცნიერებთან, ისტორიკოსებთან კავშირები?

გიორგი ანჩაბაძე: კი, რა თქმა უნდა. მე ლექციებს ვკითხულობ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ომამდეც ვკითხულობდი. მამაჩემი ზურაბ ანჩაბაძე პირველი რექტორი იყო ამ უნივერსიტეტის. მისი გარდაცვალების შემდეგ, მე მიმიწვიეს, თუ მქონდა სურვილი, წამეკითხა ლექციები. დავთანხმდი. 1992 წლამდე შეთავსებით ვმუშაობდი. ომის შემდეგ იყო პაუზა, როცა მე იქ არ ჩავსულვარ. მერე შემომთავაზეს, თუ მქონდა სურვილი, გამეგრძელებინა ლექციების კითხვა და 2001 წლიდან ვკითხულობ. სემესტრში ერთხელ ჩავდივარ. 

ფოტო: აფხაზეთის უნივერსიტეტი

ლაივპრესი: რა თემატიკაზე უკითხავთ ლექციას?

გიორგი ანჩაბაძე: ისტორიული გეოგრაფია, კავკასიის ომის საკითხები. ადრე სხვა თემებიც წამიკიხავს. ერთხელ მთხოვეს ოსმალეთის ისტორიის მოკლე კურსი წამეკითხა. მაგრამ ძირითადად, ამ ბოლო წლებში ვკითხულობ - ისტორიული გეოგრაფია, კავკასიის ომი და აფხაზეთი. ორი სპეც კურსია.

ლაივპრესი: დაინტერესება როგორია აფხაზი ახალგაზრდების მხრიდან? გეკითხებიან საქართველოს ამბებს?

გიორგი ანჩაბაძე: ადრე უფრო იყო ასეთი კითხვები. ახლა იმდენად არა. ქართველი სტუდენტებიც ადრე უფრო მეკითხებოდნენ. ეტყობა, დრო რომ გადის, ინტერესიც ცივდება. საერთოდ, როგორც თბილისში, ასევე იქ მიწვევენ ხოლმე სხვადასხვა შეხვედრაზე ახალგაზრდებთან, ინტელიგენციასთან. მეკითხებიან ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. საკმაოდ ბევრი რამ მინახავს ამ წლების მანძიზე. ომის წინა პერიოდი როგორი იყო, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, რამ მიგვიყვანა ომამდე, შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან არიდება. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ შეიძლებოდა. ამას ვუყვები ქართველ და აფხაზს ტუდენტებს. მაგრამ ესუკვე არა ლექციებზე, არამედ სხვა ფორმატების შეხვედრებზე ხდება.

ლაივპრესი: როგორ გხვდებიან აფხაზები? ჩასვლის კუთხით ხომ არ გქონიათ რაიმე სახის პრობლემა?

გიორგი ანჩაბაძე: არა. ძალიან კარგად მხვდებიან. ურთიერთობა ყოველთვის კარგი გვქონდა.

ლაივპრესი: თქვენი აფხაზი კოლეგები თუ ჩამოსულან თბილისში?

გიორგი ანჩაბაძე: არასამთავრო სივრცით ადრე უფრო მეტი იყო ასეთი შემთხვევები. ახლა იშვიათად ხდება. ამ სექტორში დღეს იმდენად დაკავებული არც ვარ. 2 000-იანი წლების დასაწყისში შედარებით ხშირი იყო ჩასვლა-ჩამოსვლა. როცა შემომთავაზეს განმეახლებინა ლექციების წაკითხვა, ეს იყო 1999 წელს, მაშინ არასამთავობო ხაზით სამი ადამიანი ვიყავით ჩასული. ამერიკელ მეცნიერ პოლა გარბის ჰქონდა პროექტი, რომელიც კარგად იცნობს კავკასიას, ქართველებს, აფხაზებს, გარკვეულია ამ ურთიერთობებში. მისი პროექტის ფარგლებში ხვდებოდნენ ერთმანეთს როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აფხაზები და ქართველები, ასევე მეცნიერები. ერთხელ სამი ადამიანი ჩავედით სოხუმში, მე, გია ნოდია და მარინე ელბაქიძე. მეორედ კიდევ უფრო დიდი ჯგუფი ჩამოვიდა აფხაზების თბილისში, დაახლოებით 2 000 წელს იყო ეს. მერეც იყო ჩამოსვლები, მაგრამ დღეს თანდათან შემცირდა. ადრე აფხაზეთში კონფერენციებზე პირდაპირ გვიწვევნენ. ჩავსულვართ მე, პაატა ზაქარეიშვილი, ივლიანე ხაინდრავა, თინა ხიდაშელი არასამთავრობო ხაზით. ახლა უფრო შეიზღუდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.