კომენტარი
„საქართველოდან წავედი, რომ გადავრჩე“ - ინტერვიუ ლგბტ აქტივისტ ემზარ კვარაცხელიასთან
„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ყოფილი უფროსი ემზარ კვარაცხელია უკვე ერთი თვეა ბელგიის ქალაქ ანტვერპენშია და თავშესაფარს ითხოვს. აფხაზეთის დაბა გულრიფშიდან იძულებით გადაადგილებული, რომელიც ფოთში გაიზარდა, შემდეგ კი სამუშაოდ ზუგდიდში გადმოვიდა, ახლა ბელგიას სთხოვს დახმარებას. 28 წლის ემზარ კვარაცხელიას საქმეს ბელგიის სპეციალური კომისია განიხილავს. ამ თვეში გაირვევა მიიღებს თუ არა ის თავშესაფარს და ისარგებლებს თუ არა იმ უპირატესობებით, რასაც ქვეყანა დისკრიმინაციისა და ჰომოფობიის მსხვერპლებს სთავაზობს.

„ლაივპრესი“: ემზარ შენ ზუგდიდში „თანასწორობის მოძრაობას“ ხელმძღვანელობდი, იყავი სამოქალაქო აქტივისტიც? რატომ გადაწყვიტე ბელგიაში წასვლა?

ემზარ კვარაცხელია: ფიზიკური გადარჩენისთვის, ბოლომდე რომ არ დავცემულიყავი იმისთვის. ბოლო დროს იყო უამრავი მუქარის შემცველი შეტყობინება. მათი დიდი ნაწილი ე.წ. ფეიკ გვერდებიდან მომდიოდა. მაგალითად იყო ასეთი "მე შენს ახლოს ვცხოვრობ და ველოდები მომენტს, რომ გაგისწორდე". ეს ყველაფერი ჩემი ორიენტაციის გამო ხდებოდა. ასეთი შეტყობინებაც კი მომივიდა, რომ ზუგდიდში "წმინდა ქუჩაზე" ვცხოვრობდი, სადაც ადრე ზვიად გამსახურდია ცხოვრობდა, სადაც ვიღაც მამაო და დედაო ცხოვრობს, ახლა კი აქ ვიღაც ლგბტ აქტივისტის გამო გარყვნილების ბუდეაო. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ეს სიძულვილი ვერ დაუმალავთ მეზობლებს, მოსულან და პირდაპირ უგინებიათ ჩვენთვის. ბოლოს სახლის უკანა მხარეს, მეპატრონემ ბრეზენტი ჩამოაფარა. გვითხრა, მეზობლებს შვილები ჰყავთ და არ უნდათ, რომ გიყურონო. თავიდანვე გვთხოვა, თუ მეზობლებთან უთანხმოება გექნებათ პოლიცია არ გამოიძახოთ, მე თვითონ მოვაგვარებ ურთიერთობებსო.

მეორე მიზეზია ის, რომ ზუგდიდის აქტივიზმი გადამერჩინა, რაშიც ვმონაწილეობდი, ყველაფრის დემონიზებას ახდენდნენ. ყველა აქცია, სადაც ვმონაწილეობდი, ეხებოდა თუ არა ლგბტ თემის მოთხოვნებს, მაინც ამ საკითხთან ასოცირდებოდა. ადამიანები ძალიან კარგი მუხტის ჩაკვლას ჩემს გამო ცდილობდნენ "ემზო გრყვნილია" და "ემზოს გვერდით ზუგდიდი არ დადგებაო“.

„ლაივპრესი“: რატომ აირჩიე ბელგია ემიგრაციისთვის?

ემზარ კვარაცხელია ზუგდიდში ზაზა სალარიძის მხარდამჭერ აქციაზე

მზარ კვარაცხელია: ბელგია მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, სადაც ლგბტ თემის უფლებები ყველაზე მეტადაა დაცული. პრობლემები აქაც არის, რომელსაც სამწუხაროდ ისევ ქართველები მიქმნიან. პირველივე დღეს როცა რამდენიმე ქართველ აქტივისტთან ერთად ემიგრაციის სამსახურში მივედი, გვიცვნეს და დაგვემუქრნენ. ჩემს თავსშესაფარში რვა ქართველია და რვავე ჰომოფობია. ბელგიაში, ქუჩაში ყველგან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, მაგრამ თავშსაფარში ისევ ქართველების გამო მაქვს პრობლემები. კავკასიელები და ქართველები ჩემი ნივთების დაწვას აპირებენ. სამწუხაროა, რომ ქართველებზე ასე მიწევს საუბარი. ამ მუქარების შესახებ ომბუდსმენიც გავაფრთხილე და ცალკე, იზოლირებულ ოთახში გადამიყვანეს.

ახლა კომისარიატში განიხილება ჩემი საქმე და პასუხს ველოდები. ისინი ამოწმებენ რეალურია, თუ არა ის რაც მე მათ მივწერე. თუ ყველაფერი დადებითად გადაწყდა, დამეხმარებიან. გაძლევენ 1200 ევროს. ამ თანხით შენ ქირაობ ბინას სოც მუშაკთან ერთად, რომელიც მუდმივად შენს გვერდითაა და ყველაფერში გეხმარება. სწავლაც უფასოა. მთავარია შენ განვითარება გინდოდეს და სახელმწიფო ყველანაირად გეხმარება.

"ლაივპრესი":
სამსახურის დაწყება შეგიძლია?

ემზარ კვარაცხელია: სამუშაოს უფლება მას შემდეგ მეძლევა, რაც სახელმწიფო ცხოვრების უფლებას მომცემს. სექტემბერში იწყება სკოლა, სადაც ენის კურსებთან ერთად ინტეგრაციას გასწავლიან. დაახლოებით ერთი წლის მერე, თვითონ გეხმარებიან სამსახურის მოძიებაში. თავიდან არის რთული, რადგან შენი სიმართლის დამტკიცება გიწევს, იმიტომ, რომ ხშირად იტყუებიან ქართველები. აქ შემხვდნენ ჰომოფობები, ვინც თავშესაფრის მოპოვების მიზნით თავს ლგბტ თემის წევრებად ასაღებენ.

"ლაივპრესი": საქართველოში რა პროცედურები გაიარე სანამ ბელგიაში ჩახვიდოდი, რთულია ამ პროცედურების გავლა?

ემზარ კვარაცხელია: წამოსასვლელად კარგად მოვემზადე. ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსში" გავაგზავნე ინდივიდუალური გრანტი. მათ მომცეს დადებითი რეკომენდაცია და დამიფინასეს თვითმფრინავის ბილეთი, რამდენიმე დღე სასტუმრო და კვება.

"ლაივპრესი": რა ხდება თავშესაფრის გარეთ?

ემზარ კვარაცხელია: ბელგიელისთვის წარმოუდგენელია ის პრობლემები, რაზეც ჩვენ ქართველი ლგბტ აქტივისტები ვსაუბრობთ. აქ ჩემი მეგობარი ტრანსგენდერები არიან და მათაც არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. ჩვეულებრივ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მაშინ, როცა საქართველოში მეტროთი ერთხელაც არ უმგზავრიათ პრობლემების გარეშე. ამ ადამიანებს ბელგიაში არც ბინის შოვნისას, არ ბანკში და არც სხვა ინსტიტუციებში პრობლემა არ შექმნიათ. აქ არავის აინტერესებს შენი პირადი ცხოვრება, შენი ორიენტაცია. აქ „პრაიდზე“ ოჯახებთად ერთად გამოდიან.

"ლაივპრესი": შენს წასვლას მოყვა არაერთგვაროვანი შეფასება, მათ შორის ის, რომ თითქოს უღალატე იმ იდეებს, რისთვისაც იბრძოდი და იპოვე მარტივი გზა? რას უპასუხებდი?

ემზარ კვარაცხელია: არ მინდა თავის მართლება, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ ეს იყო ერთგვარი ტაქტიკა აქტივიზმი გადამერჩინა ზუგდიდში. მე რომ დავრჩენილიყავი ზუგდიდში, ბოლომდე გადამივლიდნენ. სანამ რაღაცეების შესაცვლელად ძალა მქონდა და სანამ აქედან უფრო მეტის გაკეთებას შევძლებდი, წამოვედი.

"ლაივპრესი":
ანუ შენ აპირებ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით მუშაობის გაგრძელებას?

ემზარ კვარაცხელია: არც არასდროს გავჩერებულვარ. მე აქაც ყველა ტრიბუნას გამოვიყენებ და ჩემს სათქმელს აქაც ვიტყვი. აგვისტოშიც ვაპირებ გამოვიდე "პრაიდზე" და ჩემი სათქმელი ვთქვა. ვიტყვი თუ რა ვითარებაა და როგორ ვიბრძვით საქართველოში ამ კუთხით. მუდმივად მაქვს კომუნიკაცია ზუგდიდთან და რა თქმა უნდა, ოდესმე დავრუნდები.

ემზარ კვარაცხელია დედასთან ერთად

"ლაივპრესი": ბევრი ადამიანი საქართველოში ჯერ კიდევ არის იმ მდგომარეობაში, რისთვისაც შენ წახვედი ქვეყნიდან, გამოდის რომ ისინიც უნდა წავიდნენ?

ემზარ კვარაცხელია: მე ვერავის ვეტყვი ან დარჩეს ან გაიქცეს. იმ ადამიანებს ვისაც სერიოზული პრობლემები აქვთ და საკუთარი ორიენტაციის გამო ვერ ახერხებენ ვერაფრის კეთებას, უნდა გაიქცნენ საქართველოდან და თანაც ძალიან მალე. სანამ უფრო მეტად გადაუვლიან. იყო ერთი აქტივისტი ჩემთან ერთად, ვინც ჩემზე უარეს დღეში იყო, მაგრამ ის ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა - დარჩა და არ წამოვიდა.

"ლაივპრესი": რას ურჩევდი საქრთველოში დარჩენილებს?

ემზარ კვარაცხელია: მთავარია ერთად იყვნენ. ერთმანეთის გაძლიერებით გადარჩებიან. სხვანაირად შეუძლებელია.

"ლაივპრესი": ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობ როგორი არჩევანი გააკეთე?

ემზარ კვარაცხელია: პირველი ერთი კვირა მქონდა საშინელი დეპრესია. ვფიქრობდი, ხომ არ ვუღალატე იმ ყველაფერს რასაც ვაკეთებდი. დღეს, ერთი თვის თავზე, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. უნდა წავსულიყავი ქვეყნიდან, სადაც ყოველ დღე კლავენ ადამიანს. ვიცი გაქცევა არ არის გამოსავალი, მაგრამ გადარჩენისთვის წამოვედი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ბიჭიკო (ჰარი) კოდუა ზუგდიდელი ახალგაზრდაა, რომელმაც მეგრულ-ქართული
და
11:44 / 06.11.2018
ბიჭიკო (ჰარი) კოდუა ზუგდიდელი ახალგაზრდაა, რომელმაც მეგრულ-ქართული და






გიორგი ჯიქია ზუგდიდელი სპორტსმენია, რომელიც დღეს სპორტულ კარიერას
შეერთებულ შტატებში განაგრძობს.
11:33 / 27.09.2018
გიორგი ჯიქია ზუგდიდელი სპორტსმენია, რომელიც დღეს სპორტულ კარიერას შეერთებულ შტატებში განაგრძობს.






რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან 10
წელი შესრულდა.
16:11 / 15.08.2018
რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან 10 წელი შესრულდა.






ჭუბერში ამ წუთებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. რას შეეძლო
13:44 / 06.07.2018
ჭუბერში ამ წუთებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. რას შეეძლო
ლაივპრესის სტუდია
როგორია წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში და რა დარღვევები გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში,
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.