კომენტარი
ზუგდიდელი სპორტსმენის ამერიკული კარიერა [ფოტო]
გიორგი ჯიქია ზუგდიდელი სპორტსმენია, რომელიც დღეს სპორტულ კარიერას შეერთებულ შტატებში განაგრძობს. ახალგაზრდა კარატისტი უკვე ორი წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს, სადაც პროფესიულ საქმიანობას ალტერნატიულ საქმესაც უთავსებს. დღის პირველ ნახევარში ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობს, შემდეგ კი ახალგაზრდებს ავარჯიშებს. გიორგის ამერიკელი ცოლი ჰყავს. ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობს, მაგრამ არა დღეს. ქართველ სპორტსმენს „ლაივპრესი“ ესაუბრა.

ლაივპრესი: პირველ რიგში მოგვიყევით თქვენს შესახებ. ვინ ხართ, სად და რას საქმიანობთ.

გიორგი ჯიქია: მე ვარ გიორგი ჯიქია, სპორტსმენი და მწვრთნელი. ვცხოვრობ ამერიკის შეერთებულ შტატებში. კარატეში ვარჯიში ოთხი წლის ასაკში დავიწყე. დღეს ნიუ იორკში ვარ. ვმუშობ სამ კლუბში, ახალგაზრდებს ვავარჯიშებ. ერთი ჩემი საკუთარი კლუბია, სადაც მხოლოდ ქართველი ბავშვები მყავს. აქ სულ 11 ბავშვია. ერთიც ამერიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კლუბია, სადაც კვირაში ორჯერ ვავარჯიშებ. პარარელურად ვმუშაობ ასევე ერთ-ერთ ენერგო კომპანიაშიც.

ლაივპრესი: როდის და რა მიზეზით დატოვეთ საქართველო?

გიორგი ჯიქია: საქართველო ორჯერ დავტოვე. 2014 წელს ბელგიაში წავედი სავარჯიშოდ. ერთი წელი ვირიცხებოდი ბრიუსელის ნაკრების კლუბში. 2016 წლის ოქტომბერში ამერიკაში წავედი, იმისთვის, რომ შემეცვალა ჩემი კარიერა, ჩემი ცხოვრება და მომავალი.

ლაივპრესი: მოგვიყევით თქვენს სპორტულ მიღწევებზე. მხედველობაში მაქვს როგორც საქართველოში, ისე ამერიკაში საქმიანობის პერიოდი.

გიორგი ჯიქია: საქართველოს სახელით ტრადიციულ კარატეში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და სამგზის მსოფლიო თასის გამარჯვებული ვარ. ასევე, მივიღე მრავალი საერთაშორისო აღიარება და გამარჯვებები მოვიპოვე. ჯამში 181 პირველი ადგილი მაქვს კარატეში მიღებული. ამერიკის სხვადასხვა შტატში გავხდი ხუთგზის გრამპრის ჩემპიონი აბსოლუტურ კატეგორიაში, სადაც ფულადი პრიზით დამაჯილდოვეს.

ლაივპრესი: ქვეყნის დატოვების შემდეგ,მონაწილეობთ თუ არა საერთაშორისო და ამერიკის მასშტაბით შეჯიბრებებში? მაღალია კონკურენცია შტატებში?

გიორგი ჯიქია: ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ ქვეყნის გარეთ მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ახლო მომავალში ბევრ შეჯიბრზე მიწევს გასვლები უცხოეთში. ამერიკაში რა თქმა უნდა კონკურენცია დიდია. მოგეხსენებათ, კარატე სპორტის ოლიმპიური სახეობაა და ამერიკელებს უფრო დიდი შესაძლებლობები აქვთ ამ კუთხით. არიან მსოფლიო და პანამერიკის ჩემპიონები.

ლაივპრესი: იყო თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებში თავის დამკვიდრება მარტივი? რა სირთულეების დაძლევა მოგიხდათ?

გიორგი ჯიქია: ძალიან რთული იყო. სპორტის გარდა მიწევდა ფიზიკურად მუშაობა. ვიტვირთებოდი, მაგრამ ყველა სირთულე დავძლიე. ძალიან ბევრი სამსახური გამოვიცვალე. ბევრი შრომა მიწევს დღემდეც, მაგრამ ვიცი, რომ ეს ყველაფერი კარგი მომავლის გზამდე მიმიყვანს.

ლაივპრესი: ამერიკაში რამდენად პოპულარულია და უყვართ კარატე? ბევრი ახალგაზრდაა სპორტის ამ სახეობით დაკავებული?

გიორგი ჯიქია: რა თქმა უნდა, კარატე მთელს მსოფლიოში პოპულარულია და ამერიკაც არ ჩამორჩება. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაკავებული და დიდი ამბიციებით უყურებენ სპორტულ კარიერას.

ლაივპრესი: რა ადგილი უკავია სპორტს და ცხოვრების ჯანსაღ წესს ამერიკელი ახალგაზრდების ცხოვრებაში და განსხვავდებიან თუ არა ისინი ქართველებისგან ამ დამოკიდებულებით?

გიორგი ჯიქია: სპორტი ყველა ასაკში ძალიან უყვართ და საჭიროდ მიიჩნევენ, რომ გონებრივ დატვირთვას თან უნდა ახლდეს ფიზიკური დატვირთვაც. დამოკიდებულება განსხვავებულია ჩვენს ბავშვებთან შედარებით. სულ სხვანაირი ცხოვრების წესი აქვთ, სულ სხვანაირად იზრდებიან, იკვებებიან და იტვირთებიან ყოველ დღე.

ლაივპრესი: რამდენად ხშირად ახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას და შტატებში ყოფნისას რა და ვინ გენატრებათ ყველაზე მეტად?

გიორგი ჯიქია: საქართველოში ჯერ ვერ ჩამოვედი გარკვეული მიზეზების გამო. მომავალ წელს ვესტუმრები. რა თქმა უნდა, მენატრება ოჯახი, ნათესავები და მეზობლები, სადაც მთელი ბავშვობა დიდი სიყვარულით გავატარე.

ლაივპრესი: წარმატებაში რა პიროვნული თვისებები და გარემოებები დაგეხმარათ, როგორ ფიქრობთ?

გიორგი ჯიქია: წარმატებას თან ახლავს კანონზომიერება. წარმატება გონივრული მდგომარეობაა. ის, რომ დანებება არასდროს მიყვარს, სირთულეებში ვხედავ სიმარტივეს. ალბათ ისიც, რომ ყოველთვის ვიცი, მარტო ვარ და ჩემით უნდა შევქმნა ყველაფერი. დამარცხების შიში არასდროს მქონდა. ოცნებების ასრულებას მხოლოდ დამარცხების შიში უშლის ხელს.

ლაივპრესი: რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც მხოლოდ ახლა დაინტერესდნენ კარატეთი და შემდგარ სპორტსმენებად უნდათ იქცნენ?

გიორგი ჯიქია: კარატე უფრო მეტია, ვიდრე სპორტი. კარატე არის ნათელი დასტური იმის, რომ ადამიანის შესაძლებლობები შეუზღუდავია.

დამწყებ სპორტსმენებს მინდა პირველ რიგში ვუთხრა, ძალიან უნდა გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებ. შემდეგ მოდის შრომა, თავდადება. როცა დიდი სპორტისკენ მიიწევ, უმეტეს შემთხვევაში დალევა, გართობა და ა.შ უნდა დაივიწყო. მაგრამ ვიცით, რომ ეს შრომა დაფასდება, გამარჯვებით დაგვირგვინდება. ეს ენით აუხსნელი გრძნობაა.

ლაივპრესი: საქართველოში დაბრუნებაზე თუ ფიქრობთ?

გიორგი ჯიქია: ჩემს ფესვებს რა თქმა უნდა დაუბრუნდენი, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვფიქრობ. ჩემი შესაძლებლობები უნდა ამოვწურო და ამისთვის ამერიკა საუკეთესო ადგილია.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ბიჭიკო (ჰარი) კოდუა ზუგდიდელი ახალგაზრდაა, რომელმაც მეგრულ-ქართული
და
11:44 / 06.11.2018
ბიჭიკო (ჰარი) კოდუა ზუგდიდელი ახალგაზრდაა, რომელმაც მეგრულ-ქართული და






რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან 10
წელი შესრულდა.
16:11 / 15.08.2018
რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან 10 წელი შესრულდა.






„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ყოფილი უფროსი ემზარ
კვარაცხელია უკვე ერთი თვეა ბელგიის ქალაქ ანტვერპენშია
11:22 / 18.07.2018
„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ყოფილი უფროსი ემზარ კვარაცხელია უკვე ერთი თვეა ბელგიის ქალაქ ანტვერპენშია






ჭუბერში ამ წუთებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. რას შეეძლო
13:44 / 06.07.2018
ჭუბერში ამ წუთებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. რას შეეძლო
ლაივპრესის სტუდია
როგორია წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში და რა დარღვევები გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში,
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.