კომენტარი
ზუგდიდელმა ახალგაზრდამ მეგრული ენის გადასარჩენად ონლაინ ლექსიკონი შექმნა
ბიჭიკო (ჰარი) კოდუა ზუგდიდელი ახალგაზრდაა, რომელმაც მეგრულ-ქართული და ქართულ-მეგრული ონლაინ ლექსიკონი შექმნა. ვებ-გვერდზე 120 ათას სიტყვაზე მეტია ჩატვირთული, რომელთა რაოდენობაც მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ონლაინ ლექსიკონის ავტორი პროფესიით ინჟინერია ინფორმატიკის განხრით. ამ ეტაპზე ესტონეთში, ტალინში სწავლობს. ის ტექნოლოგიური და ტარტუს უნივერსიტეტების კიბერ-უსაფრთხოების გაერთიანებული სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. რატომ შექმნა ონლაინ ლექსიკონი და რა სამომავლო გეგმები აქვს, „ლაივპრესი“ ბიჭიკო კოდუას ესაუბრა.

ლაივპრესი: რამ გადაგაწყვეტინათ მეგრულ-ქართული ონლაინ ლექსიკონის შექმნა?

ბიჭიკო კოდუა: პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მეგრულ-ქართული ლექსიკონის გარდა, www.megrulad.ge ასევე, არის ქართულ-მეგრული ლექსიკონიც. მისი შექმნისთვის რამდენიმე მიზეზი მქონდა: პირველი, მე ვარ მეგრელი და მინდა ჩემი მშობლიური კუთხის ენა უფრო პოპულარული გავხადო. გარდა ამისა, ვინაიდან მეგრული ენა არსად ისწავლება და მხოლოდ მხოლოდ ზეპიერსიტყვიერად გადაეცემა თაობებს, ნელ-ნელა განიცდის ცვლილებებს და ბევრი სიტყვის მნიშვნელობა იკარგება. მაგალითად, დღეს ძალიან ბევრი ბარბარიზმია მეგრულ ენაში და რეალურად რომ დავფიქრდეთ, მათი მეგრული შესატყვისი ამ ენაზე მოსაუბრეთა 95 პროცენტმაც კი არ იცის. როდესაც ინტერნეტში არსებულ სახვადასხვა მეგრულენოვან წყაროს გადავხედე, აღმოჩნდა, რომ ბევრი სიტყვა არც კი გამეგო. თანამედროვე მეგრული გაჯერებულია ქართული და რუსულენოვანი შესატყვისებით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე შემექმნა ონლაინ ლექსიკონი, რომელიც მოსახერხებელ საძიებო სისტემას შესთავაზებდა საიტის ვიზიტორებს და ამასთანავე, მეგრული ენის შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს.

ლაივპრესი: რამდენი სიტყვაა ლექსიკონში ჩატვირთული?

ბიჭიკო კოდუა: ამ ეტაპზე ლექსიკონი 120,000-ზე მეტ სიტყვას მოიცავს და უახლოეს მომავალში ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

ლაივპრესი: რითი განსხვავდება თქვენი ლექსიკონი სხვა ონლაინ ლექსიკონებისგან?

ბიჭიკო კოდუა: დავიწყებ იმით, რომ www.megrulad.ge მეგრულენოვანი სიტყვების ყველაზე დიდ საძიებო ბაზას წარმოადგენს და ამავდროულად, თითოეულ სიტყვას თან ახლავს აუდიო ვერსიაც. ვებ-გვერდის უნიკალურობა სწორედ ამაში მდგომარეობს

ლაივპრესი: რამდენი ხანი მუშაობდით ლექსიკონის შექმნაზე? მარტო მუშაობდით, თუ სხვებიც გეხმარებოდნენ?

ბიჭიკო კოდუა: ლექსიკონის შექმნას რამდენიმე თვე დავუთმე, თუმცა მუდმივად განიცდის ცვლილებებს და იხვეწება. ამ ეტაპზე საიტის განვითარებაში აქტიურად გახლავთ ჩართული ალექსანდრე ლატარია, მარიამ დგებუაძე და ნინო ლაზუაშვილი, თუმცა მისი საწყისი ვერსია დამოუკიდებლად შევქმენი.

ლაივპრესი: ვისი მასალებით და რა მასალებით იხელმძღვანელეთ ამ ლექსიკონის შექმნისას?

ბიჭიკო კოდუა: ვებ-გვერდის მთავარი წყარო გახლავთ ალიო ქობალიას ლექსიკონი. კრებულის ინტერნეტში არსებული ვერსიიდან მოპოვებულ სიტყვებს თან დაერთო ხმოვანი შესატყვისებიც, თუმცა მოქმედი ვერსია კვლავ დამუშავების რეჟიმშია და საჭიროებს განვითარებას მოდერატორების მხრიდან.

ლაივპრესი: უკვე დაასრულეთ ვებ-გვერდზე მუშაობა, თუ დარჩა დეტალები დასახვეწი?

ბიჭიკო კოდუა: ვერ ვიტყოდი რომ ეს საბოლოო ვერსიაა. საიტი მეტწილად სატესტო რეჟიმშია და სამომავლოდ ვაპირებ განვითარებას, მეტი სიტყვისა და აუდიო ვერსიის დამატებას.

ლაივპრესი: რა მოლოდინი გაქვთ, ისარგებლებენ თუ არა მკითხველები ლექსიკონით?

ბიჭიკო კოდუა: შესაძლოა, www.megurlad.ge ყოველდღიური მოხმარებისათვის არ იქნას გამოყენებული, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანისთვის საინტერესო და ინფორმატიული იქნება.

ლაივპრესი: ფინანსებთან იყო ონლაინ ლექსიკონის შექმნა დაკავშირებული? ვინმე დაგეხმარათ ამ კონტექსტში?

ბიჭიკო კოდუა: ლექსიკონი დამოუკიდებლად შევქმენი და მისი ვებ-ჰოსტინგისა და დომეინის ღირებულებასაც თავად ვფარავ. საიტს არ აქვს კომერციული მიზანი და მხოლოდ მეგრული ენის პოპულარიზაციას ემსახურება.

ლაივპრესი: მეგრულ ენასთან დაკავშირებით თუ გაქვთ სხვა გეგმები?

ბიჭიკო კოდუა: ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტული გეგმები მაქვს მეგრულ ენასთან დაკავშირებით. თუმცა, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ვგეგმავ www.megurlad.ge განვავითარო და მაქსიმალურად ბევრი ახალი სიტყვა დავამატო, რაც ხელს შეუწყობს მის გაფართოებასა და პოპულარიზაციას.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






სოხუმში კულტურული სივრცე სახელწოდებით „სკლად“ რამდენიმე წლის წინ
შეიქმნა.
13:34 / 01.12.2018
სოხუმში კულტურული სივრცე სახელწოდებით „სკლად“ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა.






გიორგი ჯიქია ზუგდიდელი სპორტსმენია, რომელიც დღეს სპორტულ კარიერას
შეერთებულ შტატებში განაგრძობს.
11:33 / 27.09.2018
გიორგი ჯიქია ზუგდიდელი სპორტსმენია, რომელიც დღეს სპორტულ კარიერას შეერთებულ შტატებში განაგრძობს.






რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან 10
წელი შესრულდა.
16:11 / 15.08.2018
რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან 10 წელი შესრულდა.






„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ყოფილი უფროსი ემზარ
კვარაცხელია უკვე ერთი თვეა ბელგიის ქალაქ ანტვერპენშია
11:22 / 18.07.2018
„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ყოფილი უფროსი ემზარ კვარაცხელია უკვე ერთი თვეა ბელგიის ქალაქ ანტვერპენშია
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.