კულტურა
აფხაზური სიმღერის ისტორია, რომელიც „იქს ფაქტორის“ სცენაზე შესრულდა [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
„ვარადო“ ძველი აფხაზური ხალხური სიმღერაა, რომელსაც სხვადასხვა სახელწოდებითაც შეხვდებით, მათ შორის „დაჭრილის სიმღერა“ და „კლდის სიმღერა“. მას აფხაზურთან ერთად, არაერთი ქართული ფოლკლორული ანსამბლების შესრულებითაც მოისმენთ. ბოლოს „ვარადო“ „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „იქს ფაქტორში“, კონკურსის მონაწილე გიგი ადამაშვილმა ფოლკლორისტ გიორგი უშიკიშვილთან ერთად 20 ივნისს იმღერა. ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ სიმღერის შესახებ მწირი ცნობები მოიპოვება, თუმცა ინფორმაცია მისი ტექსტის შინაარსზე, ქორთუა-ახობაძის 1957 წლით დათარიღებულ „აფხაზური სიმღერების კრებულშია“ დაცული. ეთნომუსიკოლოგის და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივისა და ბიბლიოთეკის სამსახურის მთავარი კოორდიდანტორის, ნინო შველიძის თქმით, „ვარადო“ სამგლოვიარო სიმღერაა, რომელსაც საფუძვლად აფხაზური ლეგენდა უდევს და ორი ძმის ტრაგიკულ ხვედრზე მოგვითხრობს.

ლეგენდა იმით იწყება, რომ ძმები შარპი აცვა და ხურკი აცვა სანადიროდ მიდიან. შარპი აცვას გზად თექვსმეტრქიანი ირემი შემოეყრება. გაჰყვება ცხოველის კვალს და დაინახავს მას მაღალი კლდის ქიმზე მდგომს. ავა კლდეზე, თუმცა შემოაღამდება და დაბლა ჩამოსვლას ვეღარ მოახერხებს. შარპი აცვა ძმისთვის ხმის მისაწვდენად სიმღერას დაიწყებს. ხურკი აცვა მონახავს ამ კლდეს, თუმცა სიბნელის გამო დახმარება გაუჭირდება. მის გასამხნევებლად და იმიტომაც, რომ ძმას არ ჩასძინებოდა, ხრამში არ გადაჩეხილიყო, შარპი აცვა სახუმარო სიმღერების შესრულებას იწყებს.

„ეს ვერ გაიგო იმ ძმამ, რომელიც აქეთ გასაჭირში იყო და ბრაზობდა, რა სიმღერებს მიმღერისო. დილა რომ გათენდა, ჩამოიყვანა. როცა მდინარის მეორე ნაპირას გადადიოდნენ, ხურკი აცვამ შარპი აცვას უკნიდან იარაღი ესროლა და მოკლა. ამის შემდეგ წავიდა სახლში და დედამისს მოუყვა ყველაფერი. დედამ აუხსნა, ისეთ სიმღერებს იმიტომ გიმღეროდა, რომ არ დაგძინებოდა და გემხიარულაო. ძალიან იდარდა მერე ეს ხურკი აცვამ და მდინარეში იმ ადგილას ჩავარდა, სადაც თავისი ძმა მოკლა. ისიც გარდაიცვალა“, - ასე სრულდება ლეგენდა, - უთხრა „ლაივპრესს“ ნინო შველიძემ.

მისი თქმით, სიმღერის შინაარსი ტრაგიკულია, და ამიტომაც არის მუსიკის ხაზი ნაღვლიანი და მწუხარების გამომხატველი.

ხობის მუზეუმის დირექტორი ნანა ჯალაღონია ამბობს, რომ „ვარადოს“ გავრცელება ფართო საზოგადოებისთვის, მისი ჩაწერა, დამუშავება, ქართველი ლოტბარის, ძუკუ ლოლუას სახელს უკავშირდება. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონის მცხოვრები, 1904-1917 წლებში აფხაზეთში მოღვაწეობდა. ეს ხალხური სიმღერა გუდაუთაში გლეხებისგან მოუსმენია, მოსწონებია და მეგობრის და აფხაზური სიმღერის მცოდნე აბას კოღონიასთვის უთხოვია, ერთობლივად საფუძვლიანად შეესწავლათ.

„მანამდე არ იმღერებოდა, სოფელში თუ მღეროდა ვინმე. ძუკუ ლოლუამ აღადგინა, გააკეთილშობილა, 80 კაციან ქართულ-აფხაზურ გუნდს ასწავლა და მოიტანა“, - გვითხრა მუზეუმის დირექტორმა.

ეს ფოლკლორული გუნდი მან 1904 წელს შექმნა და ხელი მიჰყო აფხაზური სიმღერების, ცეკვისა და საკრავების შეგროვებას. დაუახლოვდა იმდროინდელ აფხაზ მომღერლებს და აფხაზური სიმღერის მცოდნეებს, მათ შორის აბას კოღონიას, მალხაზ ეშბას, გუჯუჯი მარღანიას.

დღეს „ვარადოს“ აფხაზურის მსგავსად, ქართული ფოლკლორული ანსამბლების რეპერტუარშიც შეხვდებით. ლეგენდის საფუძველზე შექმნილ სამგლოვიარო სიმღერას ხშირად მოისმენთ ქართულ სხვადასხვა კონკურსსა თუ მუსიკალურ ღონისძიებაზე.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად
სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
19:02 / 14.02.2021
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა
ინსტიტუტმა ატვირთა.
13:52 / 06.01.2021
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა ატვირთა.
17:43 / 19.08.2020
"მკურნალი ტყუპების" სახელით ცნობილი მომღერალი დები, თეა და ლიკა შენგელაიები,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.