ზუგდიდის თეატრი მინსკის ფესტივალში მონაწილეობს
ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე თეატრალურ ფესტივალში
ზუგდიდის თეატრის დასიც
მონაწილეობს. „ჩვენი თეატრი „დამსჯელი 14"-ს ითამაშებს. სპექტაკლში
მხოლოდ ერთი მსახიობი, ირაკლი სამუშია თამაშობს. მსახიობი ცდილობს
გადმოსცეს ჯარისკაცის ემოციები და ის ტრაგედია, რაც მას ომმა
მოუტანა“, - უთხრა „ლაივპრესს“ თეატრის დირექტორმა ზურაბ ეგუტიამ.
მისივე თქმით, მინსკში მსახიობთან ერთად იმყოფება რეჟისორი ბადრი წერედიანი, რომელიც ფსტივალის ჟიურის თავმჯდომარეა, და ასევე თეატრის სამი თანამშრომელი. ზუგდიდის თეატრის თანამშრომელთა ფესტივალში მონაწილეობა ბელორუსის მთავრობამ დააფინანსა.
მინსკში თეატრალური ფესტივალი „ოქროს კუფური" ყოველწლიურად იმართება. მასში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის თეატრალური დასი იღებს მონაწილეობას. ზუგდიდის თეატრი კი ამ ფესტივალზე პირველად გაემგზავრა.
ქართული სპექტაკლი მინსკის სცენაზე 30 ნოემბერს გაიმართება.