კულტურა
კულტურული მემკვიდრეობისგან შემორჩენილი კედლები [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, გერმანელმა არქიტექტორმა ედმუნდ ფრიკიმ, ქალაქ ფოთში მე-20 საუკუნის დასაწყისში (1901-1910) ააშენა. საუკუნოვანი შენობა დღეს თითქმის დანგრეულია და მხოლოდ ფასადი შემორჩა. ფოთში მცხოვრები ხელოვნებათმცოდნე ელენე გაბლიანი ამბობს, რომ სახლი თავდაპირველად ერთ-ერთ ვაჭარს ეკუთვნოდა, რომელიც ქვანახშირის ბიზნესში წილების მფლობელი იყო. მისი მშენებლობა ნიკო ნიკოლაძის მმართველობის პერიოდს უკავშირდება, როცა ქალაქის თავმა ნავსადგურის მოწყობა, ქალაქის დაგეგმარებითი რეკონსტრუქცია და ურბანული არქიტექტურის განვითარება დაიწყო.

ნიკო ნიკოლაძის მოწვევით ჩამოსულმა ედმუნდ ფრიკიმ, ქალაქში სხვადასხვა დანიშნულების შენობები თუ კერძო სახლები ააგო, რომელთა დიდ ნაწილს დღეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს.

„ის ამ პერიოდში აშენებს ბევრ შენობა-ნაგებობებს, სადაც წამყვანი სამშენებლო მასალა იყო აგური. ეს შენობაც აგურთან და კირქვასთან ერთად ქმნის არაჩვეულებრივ, შერეული ტიპის ნაგებობას, სადაც წამყვანი მოდერნისტული სტილია. ნალექისგან, ნესტისგან და გადაუხურავი ნაწილების გამო დაზიანებულია ინტერიერი, თუმცა ფასადზე მაინც შესამჩნევია ის ღირებულება, რომელიც მას აქვს“, - გვითხრა ელენე გაბლიანმა და შენიშნა, რომ შენობა, რომელიც საბჭოთა კავშირს უვნებელი გადაურჩა, დღეს ნადგურდება.

შენობაში, სადაც წლების განმავლობაში უშიშროების სამსახური იყო განთავსებული, ქალაქის საკუთრება არ არის. ის ეკონომიკის სამინისტრო 2007 წელს კომპანია „ველაჯიოს“ მიყიდა, - უთხრა „ლაივპრესს“ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, არჩილ მელიქიამ.

თავის მხრივ, შენაძენით უკმაყოფილო დარჩა კომპანია „ვისოლ პეტროლიუმის“ შვილობილი „ველაჯიო“, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გამო ბიზნესინტერესებისთვის ვერ გამოიყენა. ლევან კალმახელიძემ „ველაჯიოს“ წარმომადგენელმა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ შენობა-ნაგებობა 2 თვის წინ „ვისოლ პეტროლიუმს“ მიჰყიდა, რომლის გეგმები უცნობია, რადგან ჩვენ სატელეფონო ზარებს კომპანიის პიარის სამსახურმა არ უპასუხა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ კომპანია „ველაჯიო“ თავდაპირველად გააფრთხილეს, მოგვიანებით კი 10 ათასი ლარით დააჯარიმეს, რადგან მან კანონიერი ვალდებულება - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობა ვერ შეძლო.

„მესაკუთრე ან დაიწყებს რეაბილიტაციას, ან მოხდება მისი გაყიდვა, ან რაიმე სხვა მოქმედებები, რომ ამ ობიექტს გამოუჩნდეს სათანადო მესაკუთრე“, - განუცხადა „ლაივპრესს“ ნიკოლოზ ანთიძემ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დარმატულ თეატრში 2
წელზე მეტია, რაც ახალგაზრდული სტუდია მუშაობს. მომავალი მსახიობები,
- ასე უწოდებენ საკუთარ თავს მოსწავლეები, რომლებიც აქროგორც წესი
14:06 / 11.03.2017
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დარმატულ თეატრში 2 წელზე მეტია, რაც ახალგაზრდული სტუდია მუშაობს. მომავალი მსახიობები, - ასე უწოდებენ საკუთარ თავს მოსწავლეები, რომლებიც აქროგორც წესი
„პრეზიდენტის კატა“, - ასე ჰქვია გურამ ოდიშარიას წიგნს, რომელიც
აფხაზეთის ცეკას პირველ მდივან მიხეილ ბღაჟბაზე მოგვითხრობს. მისთვის
არ ჰქონდა მნიშვნელობა ეთნიკურ
14:12 / 04.03.2017
„პრეზიდენტის კატა“, - ასე ჰქვია გურამ ოდიშარიას წიგნს, რომელიც აფხაზეთის ცეკას პირველ მდივან მიხეილ ბღაჟბაზე მოგვითხრობს. მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ეთნიკურ
სალომე გვათუა პირველი იყო ვინც საბჭოთა კავშირის პერიოდში სოფლად
სამუსიკო სკოლა გახსნა. პროფესიით ვოკალისტი მშობლიურ სოფელში 65 წლის
16:34 / 14.02.2017
სალომე გვათუა პირველი იყო ვინც საბჭოთა კავშირის პერიოდში სოფლად სამუსიკო სკოლა გახსნა. პროფესიით ვოკალისტი მშობლიურ სოფელში 65 წლის
ვიღაც სახლზე ოცნებობს, ვიღაც ავტომანქანაზე, ან სხვა მატერიალურ
სიკეთეებზე, დედას - ქალბატონ ლუიზა ციმინტიას სურვილი კი ძველი
ფოტოების
15:40 / 24.01.2017
ვიღაც სახლზე ოცნებობს, ვიღაც ავტომანქანაზე, ან სხვა მატერიალურ სიკეთეებზე, დედას - ქალბატონ ლუიზა ციმინტიას სურვილი კი ძველი ფოტოების
რედაქტორის რჩევით
ზუგდიდის მერიის და სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე
„აფხაზეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკში
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.