კულტურა
მიხეილ ბღაჟბა - ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის
„პრეზიდენტის კატა“, - ასე ჰქვია გურამ ოდიშარიას წიგნს, რომელიც აფხაზეთის ცეკას პირველ მდივან მიხეილ ბღაჟბაზე მოგვითხრობს. მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ეთნიკურ კუთვნილებას და სწორედ ჰუმანურობით, დიდი იუმორით, ჩინოვნიკებისთვის უცხო ადამიანური თვისებებით დაამახსოვრა ხალხს თავი. რომანი აფხაზურ ენაზეც უკვე ითარგმნა.

წიგნი გვიყვება ორ განსხვავებულ სოხუმზე, ურთიერთობებით, მეგობრობით, ერთმანეთის სიყვარულით, თანადგომით გამორჩეულ ისტორიებსა და ომის საშინელებაზე, მშვიდობის უპირატესობაზე... ამ გარდამავალი ეპიზოდების მთავარი გმირი მიხეილ ბღაჟბაა, კაცი, ვინც არაფრით არ ჰგავდა რიგით სახელმწიფო მოხელეს, ვისთვისაც ავტორის განმარტებით, მთავარი ღირებულება ადამიანი იყო და ვისაც დღემდე მოიგონებენ აფხაზები, სუფრასთან იქნება ეს თუ სხვა შეკრებებისას.

ჯერ იყო მოთხრობა „ბღაჟბა“, მერე უკვე „პრეზიდენტის კატა“ გამოიცა, რომელიც გურამ ოდიშარიას თქმით, კიდევ უფრო მეტ საინტერესო ცნობებს მოიცავს და ნათელ წარმოდგენას გვიქმნის საბჭოთა მოხელეზე, მისი დროის აფხაზეთზე, ურთიერთობებზე მიხეილ ბღაჟბას ირგვლივ.

„იყო მამაჩემის მეგობარი. მეც ვარ შენახვედრი, როცა ვიყავი ჟურნალის რედაქტორი, ჟურნალისტად ვმუშაობდი. სოხუმი არ იყო დიდი ქალაქი, ვხვდებოდით ერთმანეთს და ყვებოდა თავის ისტორიებს“, - უთხრა მწერალმა „ლაივპრესს“.

რომანის დაწერამდე გურამ ოდიშარიამ მიხეილ ბღაჟბას მეგობარი, პროფესორი და მკვლევარი სოსო კაპანაძე გაიცნო, რომელიც მოუყვა, თუ როგორ დაუბარა ბღაჟბამ სიკვდილის წინ, 1993 წელს, ნათლისღების შემდეგ მოვკვდები, შენ კი მოძებნე ვინმე, ვისაც ჩემს ამბებს მოუყვებიო.

„ეს წიგნი ამტკიცებს, რომ მშვიდობა ბევრად სჯობს, ვიდრე ომი. ძალიან გამიხარდა, როცა შარშან, გერმანიაში წიგნის პრეზენტაციაზე ერთმა თქვა -„პრეზიდენტის კატა“ არის ხიდი, ლიტერატურული ხიდი, რომელსაც კითხულობენ აფხაზები და ქართველები“, - გვითხრა მწერალმა.

გურამ ოდიშარია მიხეილ ბღაჟბას ადამიანური ურთიერთობების დიდოსტატს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთი კავშირების რღვევას სდევს ყველანაირი უბედურება. მისი გმირის გზა კი ავტორს ყველაზე მართალი ეჩვენება, რომელიც ნებისმიერი სიმწვავის პრობლემის და უთანხმოების საუბრით, მშვიდობიანი ხერხებით მოგვარებაზე გადის.

მწერლის შეფასებით, ომი, ის, რაც მოხდა, ქართული პოლიტიკის დიდი შეცდომა და დანაშაულია, მიუხედავად კონფლიქტში რუსული პოლიტიკის და სხვა გარე ფაქტორების ჩართულობისა, რომელსაც მაშინ სიყვარული და მშვიდობა, მშვიდობიანი დიალოგი ვერ დაუპირისპირეს.

„პრეზიდენტის კატა“ ითარგმნა რუსულ ენაზე, აზერბაიჯანულად, სლოვაკეთში, სომხეთში, უახლოეს თვეებში გამოვა ესტონეთში, ჩეხეთში, უნგრეთში. ამ დილით დამიკავშირდნენ ჩინელები და ითარგმნება ჩინურადაც. თარგმნიან პოლონელები, ჰოლანდიელები, საბოლოო ჯამში 16 ენაზე იარსებებს ეს წიგნი. რაც ყველაზე მეტად მიხარია, მიხეილ ბღაჟბამ დაიწყო საუბარი მის მშობლიურ ენაზე, ენაზე, რომელიც მე ძალიან მიყვარს, იმიტომ, რომ ბავშვობიდან ვარ შეჩვეული ამ ენას, მის ჟღერადობას“, - გვითხრა ავტორმა.

გურამ ოდიშარიას დიდი სურვილია, წიგნის აფხაზურენოვანი ვერსიის პრეზენტაცია სოხუმშიც გაიმართოს. ოღონდ როდის და როგორ მოახერხებს, ჯერ არ იცის. მწერლის თქმით, თბილისში „პრეზიდენტის კატის“ წარდგენას შარშან მიხეილ ბღაჟბას ქალიშვილი, ნატაშა ბღაჟბაც დაესწრო. მაშინ მან ისაუბრა საკუთარ ოჯახზე, მამაზე, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ისეთი ადამიანები, როგორიცაა ფიდელ კასტრო, ინდირა განდი.

ნატაშა ბღაჟბას შეფასებით, ავტორმა წიგნში არამხოლოდ მამამისზე მოუყარა თავი საინტერესო ცნობებს, არამედ აღწერა მაშინდელი აფხაზეთი, ურთიერთობები, მეგობრობა, სიყვარული, რითაც იყო მაშინდელი ყოფა მომხიბლველი და თვალშისაცემი.

გურამ ოდიშარია ფიქრობს, რომ მწერლობის, ლიტერატურის როლს კონფლიქტების, უთანხმოებების დარეგულირების პროცესში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. მისი თქმით, მწერლები ჰუმანისტები უნდა იყვნენ და მათ არამარტო საკუთარი, არამედ მეორე მხარის ტკივილიც უნდა მიჰქონდეთ გულთან ახლოს, იყვნენ ერთნაირად თანამგრძნობები ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ომმა დააზარალა.

რატომ „პრეზიდენტის კატა“? ავტორი იხსენებს, რომ რომანის გმირს ცხოველების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა. ერთხელ ქუჩაში უპოვია ჟღალი შეფერილობის კატა და თავისი ავადმყოფი მეგობრისთვის მიუყვანია. უთქვამს - „შენ ხომ იცი, მე ჯონ ფიცჯერალდ კენედის ვხვდებოდი. მას ჰყავდა მკურნალი კატა. ერთი კნუტი მაჩუქა. ახლა შენ უნდა გაჩუქო, რომ მორჩე და ადგე“. ავადმყოფი გარკვეული დროის შემდეგ მართლაც გამოჯანმრთელებულა.

„პრეზიდენტის კატა“ „ინტელექტმა“ გამოსცა, ბიზნესმენ ტარიელ გვალიას მხარდაჭერით. რომანის აფხაზური თარგმანის პრეზენტაცია მარტის თვეში იგეგმება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დარმატულ თეატრში 2
წელზე მეტია, რაც ახალგაზრდული სტუდია მუშაობს. მომავალი მსახიობები,
- ასე უწოდებენ საკუთარ თავს მოსწავლეები,
14:06 / 11.03.2017
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დარმატულ თეატრში 2 წელზე მეტია, რაც ახალგაზრდული სტუდია მუშაობს. მომავალი მსახიობები, - ასე უწოდებენ საკუთარ თავს მოსწავლეები,
სალომე გვათუა პირველი იყო ვინც საბჭოთა კავშირის პერიოდში სოფლად
სამუსიკო სკოლა გახსნა.
16:34 / 14.02.2017
სალომე გვათუა პირველი იყო ვინც საბჭოთა კავშირის პერიოდში სოფლად სამუსიკო სკოლა გახსნა.
სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს,
გერმანელმა არქიტექტორმა
00:53 / 14.02.2017
სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, გერმანელმა არქიტექტორმა
ვიღაც სახლზე ოცნებობს, ვიღაც ავტომანქანაზე, ან სხვა მატერიალურ
სიკეთეებზე, დედას - ქალბატონ ლუიზა ციმინტიას
15:40 / 24.01.2017
ვიღაც სახლზე ოცნებობს, ვიღაც ავტომანქანაზე, ან სხვა მატერიალურ სიკეთეებზე, დედას - ქალბატონ ლუიზა ციმინტიას
რედაქტორის რჩევით
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს და ღიღინებს.
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო
ქალაქ გალის მილიციაში დაძაბულ ფონზე მიმდნარეობს ბინადრობის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.