კულტურა
მომავალი მსახიობები ზუგდიდიდან [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დარმატულ თეატრში 2 წელზე მეტია, რაც ახალგაზრდული სტუდია მუშაობს. მომავალი მსახიობები, - ასე უწოდებენ საკუთარ თავს მოსწავლეები, რომლებიც აქროგორც წესი ყოველ დღე იკრიბებიან, მუშაობენ ეტიუდებზე და სათამაშოდ ეძებენ პერსონაჟებს. საკმაოდ შრომატევადმა და საინტერესო პროცესებმა მათ თეატრის სიყვარული კიდევ უფრო გაუმძაფრა.

„ეს არის ერთი დიდი ოჯახი. განსაკუთრებულად გვიყვარს ეს გარემო, ეს ქალაქი და ვცდილობთ და გვინდა, რაიმე ღირებული შევქმნათ ჩვენი თეატრისთვის. სამომავლო გეგმებსაც თეატრის კეთილდღეობას ვუკავშირებთ. მალე დაიდგმება არაჩვეულებრივი სპექტაკლები, როგორებიც ადრე იდგმებოდა“, - გვითხრა თამთა ბასარიამ.

მან კიდევ ერთ სტუდიელთან, ლიკა დემეტრაძესთან ერთად დიდ სცენაზე უკვე ითამაშა. გოგონები ამბობენ, რომ პროფესიონალებთან სცენაზე გამოსვლა კარგი გაკვეთილი და ემოციური მომენტი იყო.

„მე ვირჩევ თეატრს“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებში 12 გამარჯვებული ახალგაზრდა, ზუგდიდის მერიის დაფინანსებით სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტში ისწავლის, დამთავრების შემდეგ კი 4-წლიანი ხელშეკრულებით ზუგდიდის თეატრში იმუშავებს, ეს დაფინანსების ერთე-ერთი პირობაა.

„ჩვენ და ყველამ იცის, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ადვილი არ არის გამოცდის ჩაბარება. ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ეს ერთგვარი გამოწვევაც არის ჩვენთვის და უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი. ვიმედოვნებ, რომ მოვხვდებით და სწავლის დამთავრების შემდეგ გავხდებით ჩვენი თეატრის ღირსეული წევრები“, - ამბობს სტუდიელი ლევან გოგოხია.

დიმა ფიფია, ლიკა დემეტრაძე, თამთა ბასარია, ლევან გოგოხია, ვანო ჭანტურია, გიორგი არღვლიანი, ოთო ვაშაკიძე და კოსტა ანთია, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის მერიის დაფინანსების მოსაპოვებლად იბრძვიან. მხოლოდ ამის შემდეგ გახდებიან ისინი თეატრის მსახიობები, თეატრის, რომელსაც 2018 წელს 150 წელი უსრულდება. შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი ასაკით მეორეა სქართველოში გორის თეატრის შემდეგ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად
მოსკოვში გარდაიცვალა ქართველი ტენორი, ზურაბ სოტკილავა.
14:12 / 18.09.2017
80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად მოსკოვში გარდაიცვალა ქართველი ტენორი, ზურაბ სოტკილავა.
საქართველოში პირველად, საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო
კინოფესტივალი აბაშაში ტარდება,
15:33 / 07.09.2017
საქართველოში პირველად, საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი აბაშაში ტარდება,
ზუგდიდელმა მომღერალმა თეონა მოსიამ, დღეს მშობლიურ ქალაქში კონცერტი
გამართა. მომღერალმა მსმენელისთვის უკვე
19:08 / 01.09.2017
ზუგდიდელმა მომღერალმა თეონა მოსიამ, დღეს მშობლიურ ქალაქში კონცერტი გამართა. მომღერალმა მსმენელისთვის უკვე
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ხურჩაში ოკუპაციის
13:48 / 30.08.2017
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ხურჩაში ოკუპაციის
რედაქტორის რჩევით
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.