კულტურა
გაცოცხლებული ტრადიცია და ერთადერთი მექვევრე სამეგრელოში [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ლავრენტი თოლორაია 17 წლის იყო, როცა მეზობლად მცხოვრებ ოსტატთან ერთად ქვევრი დაამზადა. ცოტა ხანში თავადაც დაოსტატდა და სამეგრელოში უკვე მივიწყებული უძველესი პროფესია მექვევრეობა გააცოცხლა.

დოდი - ამ სახელით იცნობს ოსტატს სოფელი ოდიში, სადაც საკუთარი სახლის ეზოში არც ისე მდიდრული სახელოსნო აქვს მოწყობილი.

თიხისთვის საჭირო მიწა სოფელ ჭითაწყარიდან მოაქვს. მიწას, ოსტატის სიტყვებით, „დიხაჭუბერს“ ცოტაოდენ წყალს და ქვიშას დაამატებს და საკუთარი ხელით დამზადებულ მოწყობილობაში ზილავს.

დოდი ქვევრის ან სხვა დიდი ზომის ჭურჭლის ჯერ ქვედა ნაწილს გამოძერწავს და რამდენიმე დღე მშრალ ადგილას ტოვებს, რომ გამოშრეს. ამის შემდეგ ნელ-ნელა თიხას ამატებს და მორგვზე ხელით ატრიალებს.

ბოლოს ჭურჭელი ღუმელში მიაქვს, რომელიც ასევე თავად ააშენა, სადაც შეშაზე გაჩაღებული ცეცხლის ტემპერატურაზე გამოწვავს.

ვიდრე მივიწყებულ ტრადიციას - ქვევრის გამოძერწვას განაახლებდა, ოსტატი ჭაში ჩასადგამ თიხის ჭურჭელს „გვიმს“ ამზადებდა და ყიდდა. როგორც დოდი ამბობს, ქვევრზე მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც სამეგრელოში მეგრული ვაზის ჯიშების აღორძინება დაიწყო.

„200-ლიტრიან ქვევრებს ვაკეთებ და ბოლო დროს დიდი მოთხოვნაა. ახლა ტონიანი ქვევრის შეკვეთაც მივიღე. აქ ჩემს მეტი არავინაა ამის გამკეთებელი. მარტვილში იყვნენ ადრე ოსტატები, მაგრამ ახლა ისინიც აღარ არიან. ზოგჯერ შვილი მეხმარება, იმანაც ისწავლა ქვევრის კეთება, ვნახოთ, შეიძლება გააგრძელოს, თორემ ისე აღარავის უნდა ტალახით დასვრა“, - ამბობს ლავრენტი (დოდი) თოლორაია.

62 წლის მეთუნეს ნამუშევრების გამოფენა ჯერ არ ჰქონია. საკუთარ თავზე საუბრი არ უყვარს, მუშაობს ჩუმად. სიმყუდროვეს ხშირად შვილიშვილები ურღვევენ. ბაბუას საქმე მოსწონთ, მაგრამ ნამუშევრებს გასაყიდად ვერ ელევიან.

მეღვინეობისა და მევენახეობის მკვლევარმა გიორგი ბარისაშვილმა ოსტატი დოდი სრულიად შემთხვევით, სამეგრელოში სტუმრობისას აღმოაჩინა და გაიცნო.

მკვლევარი ამბობს, რომ საქართველოში არსებული მექვევრეობის კერებს შორის სამეგრელო ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა დღესდღეობით აქ ქვევრის დამზადების ტრადიცია მივიწყებულია.

„მარტვილში ცხოვრობდა ცნობილი მექვევრე ილიკო ჯანაშია, რომელიც შარშან გარდაიცვალა. მის მერე ბოლო მექვევრე სამეგრელოში დოდი თოლორაიაა. ამ ადამიანის მხარდაჭერაა საჭირო, რომ ავაღორძინოთ ეს ტრადიცია.

მივედი და ვნახე, რომ მიტოვებული ჰქონდა ქვევრების დამზადება. რამდენიმე შევუკვეთე და გავიგე, რომ დაუწყია ფიქრი ტონიანი ქვევრის დამზადებაზეც“, - გვითხრა გირგი ბარისაშვილმა.

მკვლევარი ამბობს, რომ აპირებს უახლოეს დღეებში ბიზნესმენებს შეხვდეს და დოდის შესახებ მოუყვეს.

„იქნებ მოვახერხოთ და მისთვის პატარა სახელოსნოს მოსაწყობად თანხა მოვიძიოთ“, - უთხრა „ლაივპრესს“ გიორგი ბარისაშვილმა.

ვიდრე მკვლევარი და ბიზნესმენები დოდისთვის სახელოსნოს მოწყობის საკითხს გადაწყვეტდნენ, ოსტატს ახლა ათამდე ქვევრი და ამდენივე „გვიმი“ გამოსაწვავად უწყვია. შეკვეთის დასრულების შემდეგ, ისევ ახალს დაელოდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
მეგრულ-აფხაზურ მოტივებზე სუხიშვილების ნაციონალურმა ბალეტმა ახალი
ცეკვა - „ოტობაია“ შექმნა. ოტობაია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის
სოფელია
15:07 / 24.07.2017
მეგრულ-აფხაზურ მოტივებზე სუხიშვილების ნაციონალურმა ბალეტმა ახალი ცეკვა - „ოტობაია“ შექმნა. ოტობაია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის სოფელია
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დარმატულ თეატრში 2
წელზე მეტია, რაც ახალგაზრდული სტუდია მუშაობს. მომავალი მსახიობები,
- ასე უწოდებენ საკუთარ თავს მოსწავლეები,
14:06 / 11.03.2017
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დარმატულ თეატრში 2 წელზე მეტია, რაც ახალგაზრდული სტუდია მუშაობს. მომავალი მსახიობები, - ასე უწოდებენ საკუთარ თავს მოსწავლეები,
„პრეზიდენტის კატა“, - ასე ჰქვია გურამ ოდიშარიას წიგნს, რომელიც
აფხაზეთის ცეკას პირველ მდივან მიხეილ ბღაჟბაზე მოგვითხრობს. მისთვის
არ ჰქონდა მნიშვნელობა ეთნიკურ
14:12 / 04.03.2017
„პრეზიდენტის კატა“, - ასე ჰქვია გურამ ოდიშარიას წიგნს, რომელიც აფხაზეთის ცეკას პირველ მდივან მიხეილ ბღაჟბაზე მოგვითხრობს. მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ეთნიკურ
სალომე გვათუა პირველი იყო ვინც საბჭოთა კავშირის პერიოდში სოფლად
სამუსიკო სკოლა გახსნა.
16:34 / 14.02.2017
სალომე გვათუა პირველი იყო ვინც საბჭოთა კავშირის პერიოდში სოფლად სამუსიკო სკოლა გახსნა.
რედაქტორის რჩევით
ხილ-კენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაციამ ზუგდიდში მარწყვის პირველი სასათბურე მეურნეობა 2012 წელს
ვიღაც სახლზე ოცნებობს, ვიღაც ავტომანქანაზე, ან სხვა მატერიალურ სიკეთეებზე, დედას - ქალბატონ ლუიზა ციმინტიას
არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ თითქმის ოთხი თვეა
გზად მესტიისკენ, სოფელ ბარჯაში, გზისპირას რესტორანს შეხვდებით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.