კულტურა
სივრცე რუსული ოკუპაციის ხსოვნისთვის - ხურჩაში მუზეუმის გახსნა წლის ბოლომდე იგეგმება
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებულია. იდეა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, 23 აგვისტოს სოფლის ბიბლიოთეკის შენობაში გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს გიორგი აბაშიშვილთან ერთად, დევნილი, ადგილობრივი და ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსული მოსახლეობა დაესწრო. აქ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ოკუპაცია იყო ქვეყნის ძირითად კანონზე - კონსტიტუციაზე საუბრის პარარელურად.

გიორგი აბაშიშვილმა „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მან აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია შიდა ქართლში, ცხინვალის რეგიონის სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაგეგმილ და მიმდინარე ოკუპაციის მუზეუმების გახსნის თაობაზე. შედეგად კი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაუჩნდა სურვილი, მსგავსი სივრცე ხურჩაშიც მოწყობილიყო.

„დაიბადა ეს იდეა და თვითონ ხურჩის ბიბლიოთეკაც დაინტერესდა ამ თემით. იქ უკვე საინიციატივო ჯგუფი ემზადება შესაბამისი ინიციატივის წარმოსადგენად. ვვარაუდობთ, წლის ბოლოს ხურჩაში გაკეთდება ოკუპაციის მუზეუმი. პირველ ეტაპზე ვისაუბრეთ, რომ ეს მუზეუმი გაკეთდება ხურჩაში, თუმცა ჩემი მხრიდან გამოითქვა მზაობა, ბუნებრივია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ისევე როგორც შიდა ქართლში, ასევე სამეგრელოში, სვანეთში მათ შორის, მაქსიმალურად ბევრ წერტილში გაკეთდეს ოკუპაციის მუზეუმი”, - გვითხრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, მსგავსი სივრცეების მოწყობა მნიშვნელოვანია, რათა ყველა თაობის წარმომადგენელს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია და ნახონ, რა გააკეთა და რა ქმედებებს განაგრძობს რუსეთის ფედერაცია საქართველოში. ეს მუზეუმები, ფიქრობს, რომ ამის თვალსაჩინო მაგალითი იქნება, ამიტომ შესაბამისი ლოკაციები აუცილებლად უნდა ფუნქციონირებდეს.

მუზეუმების დათვალიერების შესაძლებლობა ადგილობრივებთან ერთად, უცხოელ ვიზიტორებსაც ექნებათ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, მნიშვნელოვანია ბევრი ასეთი სივრცის მოწყობა, რათა კარგად გამოჩნდეს რუსეთის აგრესიის ყოფილი და მიმდინარე შედეგები.

პროექტი შიდა ქართლის მსგავსად სამეგრელოშიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან უნდა დაფინანსდეს. რა ჯდება ერთი მსგავსი ოკუპაციის მუზეუმის გაკეთება, ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა.

თავის მხრივ, ხურჩის ბიბლიოთეკის გამგე ლეილა ესართიამ გვითხრა, რომ 8 კაციანი საინიციატივო ჯგუფი უკვე შექმნილია, ხვალ კი მათ ვინაობას უკვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ მადონა მაქაცარიას გადასცემენ. შემდეგ პროექტზე მუშაობაც დაიწყება.

„ჩვენ მივეცით თანხმობა, რომ ამაზე ვიმუშავებდით და გაიხსნებოდა ოკუპაციის მუზეუმის კუთხე. იყო შემოთავაზება - შეიძლება აქ გაიხსნას, როგორც ქართლში. იყვნენ მსმენელები და მკითხველები ოკუპირებული ტეროიტორიიდან. მათაც მხარი აუბეს, თქვეს რომ შეუძლიათ დოკუმენტური მასალების, სურათების მოგროვება. ამას სჭირდება გარკვეული დრო. ეს ერთ დღეში და ერთ კვირაში ვერ გაკეთდება. ამიტომ სპეციალურ კომისიას შევქმნით, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს“, - გვითხრა მადონა მაქაცარიამ.

ბიბლიოთეკის დირექტორის თქმით, მასალები მუზეუმში განსათავსებლად კერძო ოჯახებიდანაც შეივსება. მათ შორის აღნიშნულ საკითხზე გალის მცხოვრებლებიც იმუშავებენ, რომლებმაც შეხვედრაზე თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

ამბობს, რომ შესაბამის სივრცეს ხურჩის ბიბლიოთეკის შენობაში მოაწყობენ, და რომ სხვა ვერსია ამ ეტაპზე ლოკაციისთვის არ განიხილება.

პირველი ოკუპაციის მუზეუმი კასპში გაიხსნა. შემდეგ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა პროექტი - „ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლში“, რომლის ფარგლებშიც, საზოგადოებრივი კავშირის „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“ ორგანიზებით, ცხინვალთან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მსგავსი მუზეუმები გაიხსნება. მასში განთავსდება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტო, ვიდეომასალა და ინფორმაცია. ასევე საბჭოთა ოკუპაციის შესახებ საარქივო დოკუმენტები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე, შექმნილ საფრთხეებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად
სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
19:02 / 14.02.2021
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა
ინსტიტუტმა ატვირთა.
13:52 / 06.01.2021
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა ატვირთა.
17:43 / 19.08.2020
"მკურნალი ტყუპების" სახელით ცნობილი მომღერალი დები, თეა და ლიკა შენგელაიები,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.