კულტურა
„მე გადავცურე ენგური“ - ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმი აფხაზეთზე [ფოტო/ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ვფიქრობ, ომმა განიცადა ტრანსფორმაცია და გადავიდა ყოველდღიურ რეჟიმში - ამბობს დოკუმენტალისტი ანუნა ბუკია, რომელიც ავტორთან ერთად, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი გმირიც არის ფილმის - „მე გადავცურე ენგური“. ეს არის ამბავი ადამიანებზე, რომლებიც მუდმივად განიცდიან ჯერაც დაუსრულებელი გაურკვევლობის სიმძიმეს. მერე რა, რომ დღეს აღარ ისვრიან ავტომატებს, ტრანსფორმირებული პროცესი ომის გრძელდება და ითრევს ყველას, ვისაც თავის დროზე ერთხელ მაინც შეეხო. უბრალოდ, რეჟისორის თქმით, მოსახლეობა სწავლობს პროცესის მართვას ისე, როგორც შეუძლია, მასზე მორგებას.



მოცემულ ჭრილში, ანუნა ბუკია ამბობს, რომ ადამიანები ჰგვანან კიდეც ერთმანეთს, მსგავსებებით და განსხვავებებით კი, შესაძლოა ამ ყველაფერთან გამკლავება გაიადვილონ, და სხვებსაც გაუმარტივონ.

„ვფიქრობ, ეს ფილმი თანაბრად მოულოდნელი უნდა ყოფილიყო მისი ინფორმაციული ღირებულების გამო ორივე მხარისთვის, იმიტომ, რომ როგორც ქართულ ნაწილში არადევნილი საზოგადოების, უდიდესმა ნაწილმა არ იცის რა ხდება ომგამოვლილი ადამიანების თავს. არც აფხაზურმა ნაწილმა არ იცის რა ხდება იმ ზონის ნახევარში, სადაც ის ცხოვრობს დღეს. ამაზე სულ ვფიქრობდი. სულ რაღაცნაირად გამდევდა ეს განწყობა, დამოკიდებულება თუ ანალიზი“, - უთხრა რეჟისორმა „ლაივპრესს“.

დოკუმენტური ფილმზე მუშაობა ორი წელი გაგრძელდა. კადრების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიღეს, რაც მარტივი არ ყოფილა. ამ ყველაფერში მას ის ადამიანები დაეხმარნენ, რომლებიც ყოველდღიურად ომით გახლეჩილ საზოგადოებებს ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილებაში უწყობენ ხელს. ანუნა ბუკიას თქმით, გადაღების პროცესში ინარჩუნებდა კომუნიკაციას მოსახლეობასთან და უხსნიდა მიზანს, თუ რას, და რისთვის აკეთებდა.

ამბობს, რომ ეს ფილმი თავდაპირველად სხვა ადამიანებზე ჩაიფიქრა, თუმცა საბოლოოდ მთავარი გმირიც თვითონ აღმოჩნდა დანარჩენებთან ერთად, ვინც ომი გამოიარა, ან კონფლიქტი რაიმე ფორმით შეეხო. კერძოდ, ფილმი ახალგაზრდა ქალზეა, ვინც შეიარაღებულმა კონფლიქტმა აიძულა აფხაზეთში საკუთარი სახლი ოთხი წლის ასაკში დაეტოვებინა. მოგვიანებით, დაბრუნების სურვილით შეპყრობილი საოკუპაციო ხაზს შინ დასაბრუნებლად მალულად კვეთს.

დოკუმენტური ფილმის კიდევ ერთი გმირი თოდუების დევნილი ოჯახია, რომელიც ცოცხალი და ხელშესახები მაგალითია ომის შედეგების - საოკუპაციო ხაზით გაყოფილი ერთი ისტორიის ორი ამბავი, გამთელებას უკვე ორ ათეულზე მეტი წელია, ხელოვნური ბარიერები რომ უშლის ხელს.

„ვფიქრობ, ისინი დღემდე გადიან ძალიან ბევრ პროცესს და ამით არის საინტერესო მათზე დაკვირვება, ურთიერთობა, მათი ანალიზიც. ვცადე მეჩვენებინა პროცესის ერთგვარი დაუსრულებლობა“, - გვიყვება რეჟისორი.

ანუნა ბუკიას თქმით, რამდენჯერმე აღნიშნა და იგივე შეგრძნება არ ტოვებს დღემდე - ეს ფილმი შესაძლოა მივიჩნიოთ ერთგვარ პროტესტადაც ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჯერაც არ დაინტერესებულა, რა ომთან გვაქვს საქმე.

„მოცემული კონფლიქტი შეიძლება პატარა ტერიტორიაზე ვიღაცისთვის იყო მცირე ჯგუფში, მაგრამ ჩვენი ტერიტორიული გადმოსახედიდან დიდ ჯგუფში, აფხაზების გადმოსახედიდან კიდევ უფრო დიდ ჯგუფში, რადგან ისინი უფრო მცირერიცხოვნები არიან. მგონია, რომ ყველას აქვს ამოცანა, რისი გადალახვაც სჭირდება და მეც ვიყავი ამ რეჟიმში, რომ ამოცანის გადალახვა მჭირდებოდა“, - განმარტავს რეჟისორი.

ექნება თუ თუ არა ფილმს რუსულ ან აფხაზურ ენებზე სუბტიტრები, ანუნა ბუკიამ ჯერ არ იცის. ამბობს, რომ ამ შესაძლებლობაზე ფიქრობს, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ამ დრომდე ვერ შეჯერდა.

„მე გადავცურე ენგური“ ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, ამავე ცენტრის დაფინანსებით გადაიღეს. მისი ბიუჯეტი 50 ათასი ლარია.

თბილისში პრემიერა უკვე შედგა, თუმცა ფილმის ჩვენებას რეჟისორი ზუგდიდშიც გეგმავს.

ფოტომასალად გამოყენებულია კადრები ფილმიდან, რომელიც ავტორმა მოგვაწოდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად
სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
19:02 / 14.02.2021
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა
ინსტიტუტმა ატვირთა.
13:52 / 06.01.2021
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა ატვირთა.
17:43 / 19.08.2020
"მკურნალი ტყუპების" სახელით ცნობილი მომღერალი დები, თეა და ლიკა შენგელაიები,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.