კულტურა
„პალატა #8“ - ზუგდიდში თემურ ელიავას ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდში თემურ ელიავას მეორე კრებულის, სახელწოდებით „პალატა #8“ პრეზენტაცია გაიმართა. სოციალურ კაფე „მეგო ბარში“ შეკრებილ აუდიტორიას ქართულ და რუსულ ენებზე დაწერილი ლექსები თავად ავტორმა წაუკითხა. პოეტის თქმით, წიგნში შესული ნამუშევრები ერთი პერიოდისაა, რის გამოც კრებულის ასე დასათაურება გადაწყვიტა.

„კიდევ იმიტომ, რომ წვეთ-წვეთად სხვადასხვა მიზეზი აქვს, და საბოლოო ჯამში მოზაიკის ეფექტით სათაური გამოისახა“, - განუმარტა თემურ ელიავამ ჟურნალისტებს.

მისი კოლეგა, პოეტი ნიკა ლაშხია ამბობს, რომ მეორე კრებული პირველისგან, რომლის სახელწოდებაა „რაღამი“, მნიშვნელოვნად განსხვავდება. კერძოდ, ხელწერის ცვლილებასთან ერთად, არის ბევრი დეტალი, რაც ამ განსხვავებას თვალშისაცემს ხდის.

„იქ იყო მაინც პოეტური ბრძოლები გალაქტიონთან, აქ უკვე ეს არ ჩანს. დაღვინებული გვევლინება პოეტი მეორე კრებულში. ნაპოვნი აქვს თავისი ხელწერა. პირველ კრებულში ძირითადი აქცენტი იყო კონცენციურ ლექსებზე. აქ უფრო მრავალფეროვნად არის წარმოჩენმილი როგორც ვერლიბრი, ასევე ვერბლანი და კონვენციური ლექსები“, - აღნიშნა ნიკა ლაშხიამ.

„პალატა #8“ პრეზენტაცია ზუგდიდამდე რამდენიმე დღით ადრე ბათუმში გაიმართა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი, რომელსაც
აპრილში
15:49 / 13.01.2018
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი, რომელსაც აპრილში






23 ნოემბერს თბილისში საქართველოს პირველ პრეზიდენტზე გადაღებული
ფილმის -
15:45 / 21.11.2017
23 ნოემბერს თბილისში საქართველოს პირველ პრეზიდენტზე გადაღებული ფილმის -






ვფიქრობ, ომმა განიცადა ტრანსფორმაცია და გადავიდა ყოველდღიურ რეჟიმში
- ამბობს
16:59 / 19.10.2017
ვფიქრობ, ომმა განიცადა ტრანსფორმაცია და გადავიდა ყოველდღიურ რეჟიმში - ამბობს






კოლხური ოდა-სახლი მხატვარ რეზო ადამიას მუზაა. 80 წლის ხელოვანი
შემოდგომასა და გაზაფხულზე თბილისიდან სამეგრელოში ჩამოდის,
11:47 / 17.10.2017
კოლხური ოდა-სახლი მხატვარ რეზო ადამიას მუზაა. 80 წლის ხელოვანი შემოდგომასა და გაზაფხულზე თბილისიდან სამეგრელოში ჩამოდის,
რედაქტორის რჩევით
ზუგდიდის ცენტრიდან სოფელ რუხში, აფხაზეთის
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი, რომელსაც აპრილში
წალენჯიხის მცხოვრებმა 70 წლის ბედიშა ხარჩილავამ ციხეში სასჯელის მოხდის
ქრისტიანულ დღესასწაულებს საქართველოს კუთხეებში სხვადასხვა
ზუგდიდის თეატრი საიუბილეო თარიღს საკუთარი შენობის გარეშე აღნიშნავს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.