კულტურა
თეატრის დღე ნათხოვარ შენობაში და ახლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი, რომელსაც აპრილში 150 წელი უსრულდება, ქართული თეატრის დღეს ნათხოვარ შენობაში ხვდება.

იმის გამო, რომ თეატრში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, დასს რეპეტიციების გავლა ხან ზუგდიდის კულტურის სახლში, ზოგჯერ სოციალური მომსახურების სააგენტოს შენობაში უწევს. სპექტაკლებს კი მსახიობები მოსაწავლე ახალგაზრდობის სასახლეში უჩვენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ დასს მუშაობა გადაადგილების რეჟიმში უწევს, ცდილობენ ახალი სპექტაკლები შესთავაზონ მაყურებელს.

ფოტოზე: თეატრის დიდი დარბაზი

მსახიობი ირაკლი სამუშია „ლაივპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ იანვრის თვეში ძირითადად საბავშვო სპექტაკლს უჩვენებენ, თებერვალში კი დაიწყება პრემიერაზე მუშაობა.

მანვე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი გასტროლებზე ლიტვაში იმყოფებოდა. მსახიობებმა ლიტვის სამ ქალაქში: კაუნასში, ტელშაისა და პანევეჟესში წარადგინეს სპექტაკლები „დამსჯელი-14“ და „ტოიბელე და მისი დემონი“.

ფოტოზე: ძველი სცენა

თეატრის შენობაში მეოთხე თვეა სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ლაივპრესს“ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელმა ზურაბ გვარამიამ განუცხადა, ჯერ დაზუსტებით ვერ იტყვიან როდის დასრულდება დემონტაჟი და დაიწყება მშენებლობის პროცესი.

ოფიციალური ინფორმაციით, რეკონსტრუციისთვის ჯამში 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. მათ შორის მილიონ 800 ათას ლარია განსაზღვრული გამაგრების სამუშაოებისთვის. თანხიდან 4 მილიონი სცენის მოსაწყობად არის გათვლილი. პროექტის თანახმად, შენობაში ორი სცენა მოეწყობა.

ფოტოზე: ზუგდიდის თეატრის დასი გასტროლებზე

ერთი სცენა ადრე არსებულზე ცოტათი დიდი, მეორე კი მცირე, 150 ადამიანზე გათვლილი. წინასწარი ინფორმაციით, რეკონსტრუქციის პროცესი 2 წელს გასტანს.


ფოტოზე: ზუგდიდის თეატრის პროექტი

14 იანვარს, ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ქართული თეატრის დღეს საფუძველი 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის "გაყრა" დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების
დროს,
18:35 / 16.04.2018
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს,






ზუგდიდში ერთი ხის ძველებური სტილით ნაგები სახლი დგას, სადაც თავის
დროზე აკაკი
10:48 / 13.03.2018
ზუგდიდში ერთი ხის ძველებური სტილით ნაგები სახლი დგას, სადაც თავის დროზე აკაკი






ზუგდიდელმა მომღერალმა თეონა მოსიამ ავსტრიაში საბავშვო სტუდია
ჩამოაყალიბა. „რიმტირი ჯაზი“ - ასე ჰქვია სტუდიას,
18:21 / 29.01.2018
ზუგდიდელმა მომღერალმა თეონა მოსიამ ავსტრიაში საბავშვო სტუდია ჩამოაყალიბა. „რიმტირი ჯაზი“ - ასე ჰქვია სტუდიას,






ზუგდიდში თემურ ელიავას მეორე კრებულის, სახელწოდებით „პალატა #8“
პრეზენტაცია გაიმართა.
10:11 / 12.12.2017
ზუგდიდში თემურ ელიავას მეორე კრებულის, სახელწოდებით „პალატა #8“ პრეზენტაცია გაიმართა.
ცოცხალი ისტორიები
მარიამ კოდუა - ფერმერი
ლელა ქებურია - პარლამენტარი
ემზარ კვარაცხელია - ლგბტ აქტივისტი
ლევან ღურწკაია - სკოლის დირექტორი

 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.