კულტურა
თეონა მოსიამ ავსტრიაში ჯაზის საბავშვო სტუდია გახსნა [ფოტო]
ზუგდიდელმა მომღერალმა თეონა მოსიამ ავსტრიაში საბავშვო სტუდია ჩამოაყალიბა. „რიმტირი ჯაზი“ - ასე ჰქვია სტუდიას, სადაც ქართველი და ავსტრიელი ბავშვები 3 წლის ასაკიდან დადიან.

თეონა ამბობს, რომ „ჭრელო პეპელას“, „ჟუჟუნა წვიმას“ და სხვა საბავშვო სიმღერებს მისი მოსწავლეები ჯაზური იმპროვიზაციით ასრულებენ.

„თავიდან ცოტა უცხო იყო ჩემთვის აქაური საგანმანათლებლო სისტემა, რადგან ის რადიკალურად განსხვავდება ჩვენებური სწავლებისგან. ეს არის სწავლა თამაშით. ვეცადე მეპოვა ოქროს შუალედი და შევიმუშავე ჩემებური მეთოდოლოგია სწავლების. აქ მოდის ისეთი ბავშვიც, რომელსაც არ აქვს სმენა. შეიძლება ის ვერ დადგეს გამოჩენილი მუსიკოსი, მაგრამ მას უყალიბდება სმენა და გემოვნება.

ბავშვებს ვაძლევ ხის ჯოხებს, ისინი ურტყამენ იატაკზე, სკამზე, ყველგან, რამაც შეიძლება საინტერესო ჟღერადობა გამოსცეს. ჩემი სკოლის მენეჯერი მეუბნება, ეს ბავშვები მთლად გადარიეო, აქედან რომ გადიან რიმტირის ძახილით და ცეკვით ჩადიან კიბეებზეო“, - გვითხრა თეონა მოსიამ.

„რიმტირი ჯაზის“ სტუდია ერთ თვეში ავსტრიაში კონცერტის ჩატარებას გეგმავს.

თეონა მოსია 10-წელზე მეტია ავსტრიაში ცხოვრობს. მის შემოქმედებაში დიდი ნაწილი ეთნოჯაზურ კომპოზიციებს ეთმობა. მომღერალი ჯაზს მეგრულ ენაზეც ასრულებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების
დროს,
18:35 / 16.04.2018
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს,






ზუგდიდში ერთი ხის ძველებური სტილით ნაგები სახლი დგას, სადაც თავის
დროზე აკაკი
10:48 / 13.03.2018
ზუგდიდში ერთი ხის ძველებური სტილით ნაგები სახლი დგას, სადაც თავის დროზე აკაკი






ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი, რომელსაც
აპრილში 150 წელი უსრულდება, ქართული თეატრის დღეს
15:49 / 13.01.2018
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი, რომელსაც აპრილში 150 წელი უსრულდება, ქართული თეატრის დღეს






ზუგდიდში თემურ ელიავას მეორე კრებულის, სახელწოდებით „პალატა #8“
პრეზენტაცია გაიმართა.
10:11 / 12.12.2017
ზუგდიდში თემურ ელიავას მეორე კრებულის, სახელწოდებით „პალატა #8“ პრეზენტაცია გაიმართა.
ცოცხალი ისტორიები
მარიამ კოდუა - ფერმერი
ლელა ქებურია - პარლამენტარი
ემზარ კვარაცხელია - ლგბტ აქტივისტი
ლევან ღურწკაია - სკოლის დირექტორი

 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.