კულტურა
თეატრის ახალი შენობა - მშენებლობა იწყება [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდის თეატრის ახალი შენობის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება. სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადა 2020 წელია. ძველი შენობის სრული დემონტაჟი უკვე დასრულდა. როგორც ზუგდიდის თეატრის დირექტორმა „ლაივპრესს“ განუცხადა, 70 წლის შენობის დანგრევის გადაწყვეტილება ექსპერტიზის შედეგების გაცნობის შემდეგ მიიღეს. სპეციალისტების დასკვნით, ფუნდამენტი მყარი არ იყო და რეკონსტრუქციას არ ექვემდებარებოდა.

მშენებლობას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს, რისთვისაც ჯამში 12 მილიონი ლარია გამოყოფილი. ზურაბ ეგუტია ვარაუდობს, რომ თახა შესაძლოა გაიზარდოს. პროექტის თანახმად, თეატრს ექნება ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი - დიდი 370, პატარა კი 130 მაყურებელზე გათვლილი. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ატუ“ ატარებს. უფროსი მშენებლის, ზურაბ გვარამიას განცხადებით, ცვლილებები შეეხება შენობის ადგილმდებარეობასაც.

„სცენა სიგრძეში 2 მეტრით იზრდება და თავისთავად შენობაც გაიზარდა ზომაში. ადგილმდებარეობაც შეიცვალა. შენობამ უკან გადმოიწია. მანამდე ქუჩაში იდგა ფაქტიურად. შენობამ გადმოიწია შიგნით ზუსტად 4 მეტრით“, - განაცხადა ზურაბ გვარამიამ.

სანამ ახალი შენობა აშენდება, ზუგდიდელებს სპექტაკლების ნახვა ქალაქის კულტურის სახლში შეეძლება, სადაც დასი მუშაობას აგრძელებს. სწორედ ამ შენობაში აღნიშნა შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 150 წლის იუბილე.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






დაპირისპირების და უთანხმოების მიუხედავად, ომუნეს კოშკის
რესტავრაცია, რომელიც წალენჯიხის დაბა ჯვარში მდებარეობს,
16:54 / 15.10.2018
დაპირისპირების და უთანხმოების მიუხედავად, ომუნეს კოშკის რესტავრაცია, რომელიც წალენჯიხის დაბა ჯვარში მდებარეობს,






ზუგდიდის თეატრიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროში ორი წერილი გაიგზავნა. ერთი, სამხატვრო ხელმძღვანელის,
19:59 / 09.10.2018
ზუგდიდის თეატრიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ორი წერილი გაიგზავნა. ერთი, სამხატვრო ხელმძღვანელის,






ზუგდიდის თეატრი ამსტერდამში მიემგზავრება, სადაც ქართული
დიასპორისთვის სპექტაკლების ჩვენებას გამართავს.
14:58 / 22.07.2018
ზუგდიდის თეატრი ამსტერდამში მიემგზავრება, სადაც ქართული დიასპორისთვის სპექტაკლების ჩვენებას გამართავს.






ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების
დროს,
18:35 / 16.04.2018
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს,
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ზუგდიდში შემორჩენილ საბჭოთა ტოპონიმიკას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.