მულტიმედია
მრავალპროფილური საავადმყოფო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ [Video]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდის სოფელ რუხში, მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა გრძელდება. ამ დროისთვის დასრულებულია შენობა-ნაგებობების მშენებლობა, სანტექნიკის, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემების მოწყობა. ასევე, ვერტმფრენის დასაშვები მოედნის საფარი. ამჟამად მშენებელი კომპანია ფასადის და გარე პერიმეტრის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს აწარმოებს. საუნივერსიტეტო კლინიკა 220 ადგილიანი იქნება და 7 ბლოკის და საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება.

კლინიკას სამედიცინო პროფილის სტუდენტების და რეზიდენტებისთვის აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა იქნება. კლინიკის ტერიტორიაზე რეზიდენტებისთვის და პაციენტების ოჯახის წევრებისთვის 92-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი იფუნქციონირებს.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი დები და ძმები, გამყოფ ხაზთან ძალიან ახლოს მდებარე მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მიიღებენ ყველა სერვისს, რასაც კლინიკა პაციენტებს შესთავაზებს. ასევე, მათი ოჯახის წევრებს და ახლობლებს შეეძლებათ დარჩნენ იქვე მდებარე სასტუმროში. კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რეგიონის მოსახლეობას არ მოუწევს დედაქალაქსა და სხვა რეგიონში წასვლა სრულყოფილი, თანამედროვე და ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მისაღებად“, - უთხრა „ლაივპრესს“ ნუგზარ გაბელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილემ.

მისივე თქმით, კლინიკაში, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგოებით, ექიმები გაივლიან გადამზადების კურსებს, რაც გარკვეულწილად შრომის ბაზაზე შექნის კონკურენციას.

რუხის მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო საავადმყოფოს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აშენებს. მშენებლობაზე 154 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია.

პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მილიონ 264 ათასი ლარი გამოიყო. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში, როგორც კი კრილოვის ქუჩაზე აღმოჩნდებით, ნინო კირცხალიას
სახლს
18:26 / 08.05.2018
ზუგდიდში, როგორც კი კრილოვის ქუჩაზე აღმოჩნდებით, ნინო კირცხალიას სახლს






შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 150-ე სეზონი
01:56 / 25.04.2018
შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 150-ე სეზონი






საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის სოფელ ფახულანში მცხოვრებმა ნიაზ
შონიამ ვარდების სათბური მოაწყო.
18:09 / 18.04.2018
საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის სოფელ ფახულანში მცხოვრებმა ნიაზ შონიამ ვარდების სათბური მოაწყო.






„მიმდინარეობს სამუშაოები“, „უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა“, - ამ
შინარსის
13:07 / 17.04.2018
„მიმდინარეობს სამუშაოები“, „უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა“, - ამ შინარსის
ცოცხალი ისტორიები
როზა ჯიქია - პენსიონერი
ირმა ნოდია - აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელი
...

მარიამ კოდუა - ფერმერი
ლელა ქებურია - პარლამენტარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.