მულტიმედია
სააღდგომო სამზადისი თექის სახელოსნოში [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდულ ცენტრში უკვე მეორე წელია თექის შემსწავლელი სახელოსნო „იალაღი“ ფუნქციონირებს. აქ თხუთმეტამდე ბავშვი ხელსაქმეს ეუფლება. სწავლობენ მასალის დამუშავებას სველი და მშრალი წესით, მისგან სხვადასხვა ნივთების დამზადებას.

სახელოსნოში შესულს პირველად თვალში მოგხვდებათ ოთახის კედლებზე დასაკიდი ფერადი აქსესუარები ყვავილების, ეკლესიის, ფიროსმანის ნახატების გამოსახულებით. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ყველაფერს, რასაც ბავშვები ქმნიან.

აღდგომის დღესასწაულისთვის სამზადისი აქაც იგრძნობა. უკვე მორჩნენ წითელ კვერცხებზე, კალათებზე, მწვანე ჯეჯილსა და პასკებზე მუშაობას.

„ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ჩვენს ახალგაზრდულ ცენტრში ფუნქციონირებს თექის შემსწავლელი სახელოსნო „იალაღი“ უკვე მეორე წელია. სააღდგომოდ ჩვენი შეგირდები ცდილობენ სხვადასხვა ხელთნაკეთი ნივთების დამზადებას, რომლებსაც შემდგომ გადავცემთ ჩვენს პატარა მეგობრებს, პატარა ქრისტიანებს და ასე მივულოცავთ მათ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს“, - უთხრა „ლაივპრესს“ ეპარქიის მდივანმა მამა დიმიტრი ვეკუამ.

თექის პედაგოგის, მარინა ქარდავას თქმით, ბავშვებს, რომელთაგან ასაკით ყველაზე პატარა ბაღის მოსწავლეა, განსაკუთრებით უყვართ აქსესუარებზე მუშაობა, ფერების შეხამება, ამიტომაც ხელსაქმეს დიდი ინტერესით ეკიდებიან.

მასწავლებელი ამბობს, რომ სახელოსნოში სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებიდანაც დადიან, მომავალში კი სურს თექაზე მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის პირებსაც შეასწავლოს.

თექის გარდა აქ ბავშვები ნივთებს თიხისგანაც ქმნიან.

„უკვე ერთი წელია, რაც აქ დავდივარ. მიყვარს ხელთნაკეთი ნივთები და ასე ვფიქრობ, რომ მეც გამომდის მასწავლებლის დახმარებით“, - გვითხრა სახელოსნოს მოსწავლე ნინო ვეკუამ.

ბარბარე შალამბერიძე მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც თექაზე მუშაობას სწავლობს. პირველი ნამუშევარის დამზადებაც უკვე მოასწრო - სააღდგომო კალათი წითელი კვერცხებით, მწვანე ჯეჯილით და პასკით სავსე მზად აქვს.

სახელოსნოს მოსწავლეების მიერ დამზადებულ ხელთნაკეთ ნივთებს ზუგდიდში მოწყობილ თემატურ გამოფენებზე ხშირად ნახავთ. თუმცა თექის პედაგოგს სურვილი აქვს ეს ნივთები სხვა ქალაქებშიც ჩაიტანოს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში სხვადასხვა ღონისძიებებით
აღინიშნა.
17:42 / 26.05.2017
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.
ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი
15:01 / 25.05.2017
ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა
15:30 / 18.05.2017
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა
ზუგდიდელი ციცინო შენგელია სამოქალაქო აქტივისტია.
18:11 / 13.04.2017
ზუგდიდელი ციცინო შენგელია სამოქალაქო აქტივისტია.
რედაქტორის რჩევით
ზუგდიდის მერიის და სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე
„აფხაზეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკში
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.