მულტიმედია
აქტივისტი ქალის სააღდგომო განწყობები [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდელი ციცინო შენგელია სამოქალაქო აქტივისტია. უფრო ადრე, 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქის ერთ-ერთი უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. ჰყავს ოჯახი - ქმარი და შვილი. ამბობს, რომ აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების მიუხედავად, დრო ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლადაც რჩება.

„აქტიურად ვმონაწილეობ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვარ ფემინისტი. ყოველდღიური რუტინის, სამსახური, ბავშვი, სკოლა, მეცადინეობა, შეხვედრები, აქციების შემდეგ საღამოს, აი იმ დროს, რომელიც შეიძლება ყველაფერს მოპარო და მარტო შენი იყოს, ვიწყებ ნივთების კეთებას“, - გვითხრა ციცინო შენგელიამ.

7 წლის იყო, როცა პირველად თავისი გარღვეული კაბა ამოკერა. მას შემდეგ უსარგებლო ნივთების განახლება მისთვის ჰობად იქცა. წელს კი ხელნაკეთი ნივთების საწარმო M-TS studio დააარსა.

„ვაგროვებ ძველ, უსარგებლო ნივთებს. მაგალითად ძველ ხის ღილებს, ქინძისთავებს, რომელთაც შეიძლება თავიდან ჩაბერო სიცოცხლე. ერთი წელია, რაც ჩემი ჰობი დამატებითი შემოსავლის წყაროდ ვაქციე. დავრეგისტრირდი მეწარმედ, ვიღებ შეკვეთებს და ვამზადებ ნივთებს“, - ამბობს ციცინო და შენიშნავს, რომ გარკვეული ნივთების დამზადებაში ხელს უწყობენ ზუგდიდის ტექნოპარკში.

მისი თქმით, მცირე ბიზნესის განვითარებისთვის სასურველია ქალაქში ერთიანი საგამოფენო სივრცის, პავილიონის არსებობა, სადაც ყველასთვის შესაძლებელი იქნება ნივთების გამოფენა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში სხვადასხვა ღონისძიებებით
აღინიშნა.
17:42 / 26.05.2017
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.
ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი
15:01 / 25.05.2017
ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა
15:30 / 18.05.2017
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდულ ცენტრში უკვე
17:58 / 13.04.2017
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდულ ცენტრში უკვე
რედაქტორის რჩევით
ზუგდიდის მერიის და სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე
„აფხაზეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკში
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.