მულტიმედია
კოლხური ვაზის უიშვიათესი ჯიშების სანერგე ჩხოროწყუში [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში საცდელ-სანერგე მეურნეობაში ქართული ვაზის 22 იშვიათი სახეობის ჯიშია გაშენებული, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი კოლხური ვაზის რვა სახეობა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა ამერან ჯოლოხავამ გვითხრა, რომ სანერგე მეურნეობა შარშან, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დახმარებით მოეწყო.

„სანერგეს გაკეთების იდეა 2013 წლიდან გაგვიჩნდა. შეირჩა ოჩხამურის უბანი, რომელიც ამჟამად კვლევითი ცენტრის დროებით საკუთრებაშია. ვაზისა და ხეხილის ნერგები ჯიღაურას მეურნეობიდან ჩამოიტანეს. ამ ნაკვეთზე სულ მეგრული ვაზის 430 ძირი ხარობს“, - გვითხრა მან.

კოლხური ვაზის ჯიშებიდან მეურნეობაში - ჩე, ჩეჭიფეში, ჩეკოლოში, ჩექობალი, ჭვიტილური, ოჯალეში ხარობს.

კვლევითი ცენტრის თანამშრომელმა ჯონი ხორავამ გვითხრა, რომ სანერგე მეურნეობაში დათესილ სიმინდზე ცდები ჩაატარეს. ყანაში ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოვოში მოპოვებული აგრომინერალური ნედლეული - ტკილი შეიტანეს, რის შედეგადაც ყანა უფრო მოსავლიანი აღმოჩნდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
14 წლის გიორგი ქადარიას გრაფიკული ნამუშევარი სომხეთის დედაქალაქ
13:31 / 18.11.2017
14 წლის გიორგი ქადარიას გრაფიკული ნამუშევარი სომხეთის დედაქალაქ
ზუგდიდში დოკუმენტალისტ ანუნა ბუკიას ფილმის - „მე გადავცურე ენგური“
12:24 / 13.11.2017
ზუგდიდში დოკუმენტალისტ ანუნა ბუკიას ფილმის - „მე გადავცურე ენგური“
ხელის თხევადი საპონი, ჭურჭლის, თეთრეულის და
16:42 / 05.10.2017
ხელის თხევადი საპონი, ჭურჭლის, თეთრეულის და
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.