მულტიმედია
მეგრული ჯანჯუხით დაწყებული ბიზნესი [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
38 წლის სოფიო სამუშიას მომზადებული მეგრული ჯანჯუხა ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახალგაზრდა დიასახლისი ტრადიციულ დესერტს ზუგდიდის ბაზრის პარალელურად თბილისში და მოსკოვში ყიდის.

სოფიო დესერტს ბებიას დანატოვარი რეცეპტით ამზადებს. ამბობს, რომ ჯანჯუხის მომზადება მარტივია, ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად კი ნატურალური ინგრედიენტები - ყურძნის წვენი, თხილი და სიმინდის ფქვილი. სოფიო გვეუბნება, რომ ჯანჯუხას მხოლოდ ადესის ყურძნის წვენისგან ამზადებს.

ახალგაზრდა ქალი ტრადიციული დესერტის ბიზნესს წელზე მეტია აწარმოებს. გვითხრა, რომ შემოსავლიანი აღმოჩნდა, ამიტომ ჯანჯუხასთან ერთად ჩურჩხელას მომზადებაც დაიწყო, რისთვისაც მხოლოდ რქაწითელის და საფერავის ჯიშის ყურძნის წვენს იყენებს.

სოფიო სამუშიასთვის არცთუ ისე მარტივი აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ სადეგუსტაციოდ მაინც გააკეთა ე.წ. ჩურჩხელა-გოზინაყი, რომელსაც სულ ცოტა ხანში გასაყიდად გაიტანს. დესერტში ჩურჩხელასთვის საჭირო სხვა ინგრედიენტებთან ერთად თაფლია გარეული, რაც სოფიოს სიტყვებით, განსაკუთრებულ გემოს და სირბილეს ანიჭებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
14 წლის გიორგი ქადარიას გრაფიკული ნამუშევარი სომხეთის დედაქალაქ
13:31 / 18.11.2017
14 წლის გიორგი ქადარიას გრაფიკული ნამუშევარი სომხეთის დედაქალაქ
ზუგდიდში დოკუმენტალისტ ანუნა ბუკიას ფილმის - „მე გადავცურე ენგური“
12:24 / 13.11.2017
ზუგდიდში დოკუმენტალისტ ანუნა ბუკიას ფილმის - „მე გადავცურე ენგური“
ხელის თხევადი საპონი, ჭურჭლის, თეთრეულის და
16:42 / 05.10.2017
ხელის თხევადი საპონი, ჭურჭლის, თეთრეულის და
რედაქტორის რჩევით
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ საქართველო“
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
ძნელია მოძალადე ქმრისგან წამოსვლა, როცა არ იცი შემდეგ როგორ იარსებო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.