მულტიმედია
„მე გადავცურე ენგური“ - ზუგდიდში დოკუმენტური ფილმი უჩვენეს [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდში დოკუმენტალისტ ანუნა ბუკიას ფილმის - „მე გადავცურე ენგური“ პრეზენტაცია შედგა. ომამდელი და თანამედროვე აფხაზეთი, დევნილობის სიმძიმე, ხელოვნური ბარიერებით გაყოფილი საზოგადოებები, სირთულეები, რაც ამ ადამიანების გადაადგილებას ზუგდიდიდან ე.წ. არალეგალური გადასასვლელებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრას სდევს, მუდმივი შიში და სიფრთხილე შინ დაბრუნების, რუსი სამხედროებისგან მალულად შეპარვა იქ, სადაც წესით არავითარი შეზღუდვები არ უნდა მოქმედებდეს, - ეს არის ამბები, რაზეც რეჟისორი გვიყვება.

მართალია ფილმის ჩვენებას თავად არ დასწრებია პირადი მიზეზით, თუმცა შეხვედრა მაინც შედგა. ადრე არაერთხელ გაგონილი ისტორიები აუდიტორიამ საკუთარი თვალით ნახა. მათ შორის ის, თუ რა რისკის ფასად უწევთ ადამიანებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთა ჩანთებით, ბავშვებით ხელში, როგორ გარბიან ისინი პერიმეტრის გასაკონტროლებლად მდგარი „მშვიდობისმყოფელებისგან“, და ზოგჯერ როგორ დაადევნებენ ჰაერში გაფრთხილების ნიშნად გასროლილ ტყვიასაც.

ფილმში ნახავთ დოკუმენტალისტის ბავშვობის დროინდელ კადრებსაც, რომელიც სახლში, სოხუმში ცხოვრების პერიოდშია გადაღებული მანამ, ვიდრე ომი დაიწყებოდა. მას თან ერთვის კადრები, რომელიც ანუნა ბუკიამ უკვე რამდენიმე წლის წინ, აფხაზეთში ყოფნისას გადაიღო. ასევე სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ამბავიც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა. აუდიტორიამ ფილმის შეფასების გარდა ზოგადად კონფლიქტზე ისაუბრა, აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებში არსებულ პრობლემებსა და ვითარების პოლიტიკურ კონტექსტზე.

შეხვედრის მონაწილე როსტომ ზარანდიამ აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ სოციალურ ქსელში შექმნიან ჯგუფს, რომელშიც მსურველები გაერთიანდებიან, დაუკავშირდებიან აფხაზებს და მათთან საერთო ენის გამონახვას, კომუნიკაციას შეეცდებიან.

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის, ცირა კაკუბავას თქმით, სამუშაოა როგორც აფხაზურ, ასევე ქართულ საზოგადოებასთან, ერთმანეთის მიმართ განწყობების შესაცვლელად. განმარტა, რომ გარკვეული სახის პრობლემები დამოკიდებულებების კუთხით ჩვენს ხალხშიც არსებობს და ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება.

ფილმის პრეზენტაციის ფასილიტატორი ანა ქოჩუა ფიქრობს, რომ შეკრებილებმა მიიღეს ის ემოცია, რაც რეჟისორმა მასში ჩადო.

„დაინტერესება ზუგდიდელების დიდი იყო, ვისაც ეს თემა ძალიან სტკივა და მათი ყოველდღიურობის ნაწილია. ეს კიდევ ერთხელ არის დასტური, რომ თემა აქტუალური და ამავდროულად ნაციონალურად განსჯადია. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია პრობლემას უყუროს არა რაღაც სენტიმენტებით, არამედ იმ მოცემულობით, რა მოცემულობაც დღეს ჩვენ გვაქვს“, - უთხრა მან „ლაივპრესს“.

ფილმის ჩვენება სოციალურ კაფე „მეგო-ბარში“ შედგა. დოკუმენტურ მასალას თან ინგლისური სუბტიტრები ერთვის. მასში საუბრების ნაწილი მეგრულ ენაზეა. 

„მე გადავცურე ენგურის“ გადაღება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობა. როგორ მოახერხა ეს, და რა სირთულეებთან იყო სამუშაო პროცესი დაკავშირებული, ამ ყველაფერზე ჩვენ ანუნა ბუკიას უფრო ადრე ვესაუბრეთ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
14 წლის გიორგი ქადარიას გრაფიკული ნამუშევარი სომხეთის დედაქალაქ
13:31 / 18.11.2017
14 წლის გიორგი ქადარიას გრაფიკული ნამუშევარი სომხეთის დედაქალაქ
ხელის თხევადი საპონი, ჭურჭლის, თეთრეულის და
16:42 / 05.10.2017
ხელის თხევადი საპონი, ჭურჭლის, თეთრეულის და
38 წლის სოფიო სამუშიას მომზადებული მეგრული ჯანჯუხა ქალაქში
14:02 / 03.10.2017
38 წლის სოფიო სამუშიას მომზადებული მეგრული ჯანჯუხა ქალაქში
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.