მულტიმედია
პორტრეტი, რომელმაც გამარჯვება მოუტანა ზუგდიდელ მოსწავლეს ერევანში [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
14 წლის გიორგი ქადარიას გრაფიკული ნამუშევარი სომხეთის დედაქალაქ ერევანში სახვითი ხელოვნების, პოეზიისა და თეატრალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

საერთაშორისო ფესტივალის ჟიურიმ ერთ კვირაში ფანქრით დახატული ქართველი ქალის პორტრეტი შეაფასა, როგორც „დიდი სიყვარულით შესრულებული განსაკუთრებული შინაარსის მქონე ნამუშევარი“.

„რადგან ქართველი ვარ და მიყვარს ჩემი ქვეყანა, მინდოდა ქართველი ქალის პორტრეტით გამომეხატა ეს სიყვარული, ამიტომაც გადავწყვიტე ეს ნახატი წარმედგინა კონკურსზე“, - გვითხრა გიორგი ქადარიამ. ის ზუგდიდის სამხატვრო სკოლაში 2 წელია ხელოვნებას ეუფლება და უკვე ოცამდე კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

გიორგის სურს ისტორიკოსი გახდეს, მხატვრობა კი როგორც თავად გვითხრა მისი მთავარი ჰობი იქნება. გეგმავს საკუთარი თავი სახვითი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებაში მოსინჯოს და უფრო დაიხვეწოს.

სკოლას, სადაც მას მიმართულება მისცეს და სახვითი ხელოვნება შეაყვარეს სამი ოთახი აქვს. მასავით აქ კიდევ 60 მოსწავლე ყოველდღიურად ეუფლება მხატვრობას. დირექტორის ჯანსუღ ჭურღულიას თქმით, ზუგდიდის სამხატვრო სკოლას ხშირად იწვევევენ სხავდასხვა კონკურსებსა თუ ფესტივალებში და მწირი ბიუჯეტის ფარგლებში მშობლების დახმარებით ახერხებენ მონაწილეობას მსგავს აქტივობებში.

ჯანსუღ ჭურღულია ამბობს, რომ გიორგის გამარჯვება მნიშვნელოვანია, რადგან გრაფიკაში მუშაობა რთულია: „მხატვარს ასეთ შემთხვევაში არ შეუძლია ფერწერისგან განსხვავებით ფერებით მიაღწიოს რაღაც ეფექტს“, - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

მისი თქმით, 14 წლის გიორგის დიდი პოტენციალი აქვს და იმედოვნებს, რომ ახალგაზრდა გრაფიკოსი საკუთარ ძალებს ფერწერაშიც მოსინჯავს.

სამდღიანი ფესტივალი ერევანში 12-14 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. მასში მონაწილეობას 25 ქვეყნიდან იღებდნენ მოზარდები. ფესტივალზე ცალცალკე შეფასდნენ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები. მათ შორის ახალგაზრდა მხატვრებს წარმოდგენილი ჰქონდათ განსხვავებული მიმართულების ნამუშევრები, გიორგი ქადარიამ კი საუკეთესო შეფასება გრაფიკაში დაიმსახურა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდში დოკუმენტალისტ ანუნა ბუკიას ფილმის - „მე გადავცურე ენგური“
12:24 / 13.11.2017
ზუგდიდში დოკუმენტალისტ ანუნა ბუკიას ფილმის - „მე გადავცურე ენგური“
ხელის თხევადი საპონი, ჭურჭლის, თეთრეულის და
16:42 / 05.10.2017
ხელის თხევადი საპონი, ჭურჭლის, თეთრეულის და
38 წლის სოფიო სამუშიას მომზადებული მეგრული ჯანჯუხა ქალაქში
14:02 / 03.10.2017
38 წლის სოფიო სამუშიას მომზადებული მეგრული ჯანჯუხა ქალაქში
რედაქტორის რჩევით
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ საქართველო“
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
ძნელია მოძალადე ქმრისგან წამოსვლა, როცა არ იცი შემდეგ როგორ იარსებო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.