მულტიმედია
რა ვაჩუქო საახალწლოდ [ფოტო/ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ხისგან დამზადებული ანგელოზები, საახალწლო კურდღლები, ნაძვის ხეები, სათამაშოები, ბალერინები, ბლოკნოტები და კიდევ ბევრი სხვა აქსესუარი, - ამ ყველაფერს „რა ვაჩუქოთ“ გთავაზობთ. ახლა ხის ნივთები საახალწლოდ უნდა შეიფუთოს და თავის ადრესატამდე მივიდეს.

ზუგდიდის ტექნოპარკში განსაკუთრებული დატვირთვით უწევს მუშაობა ორ მეგობარს. ლიკა ვაწინძე და მიშიკო ჩხოლარია მომხმარებელთა შეკვეთებს ასრულებენ, რომ საახალწლო საჩუქრები დაამზადონ.

ცდილობენ ყველაფერი ლამაზად და სადღესასწაულოდ მორთონ, საკუთარი ბიზნესის განვითარება და გაზრდაც უნდათ.

მეგობრებმა მცირე ბიზნესი რამდენიმე თვის წინ წამოიწყეს. იფიქრეს, რომ საჩუქრის შერჩევისას ყველაზე ხშირად სვამენ კითხვას - რა ვაჩუქო?. სწორედ ამ მიზეზი ბიზნესსაც ასე უწოდეს. „რა ვაჩუქოთ-ს“ აქვს ფეისბუკ გვერდიც, სადაც შესაძლებელია სასურველი ნივთის შეძენა ან თქვენივე იდეის მიხედვით ახლის დამზადება.

ცდილობენ აქსესუარების ფასები მომხმარებელთა შესაძლებლობებს მოარგონ. მათი ღირებულება 2 ლარიდან იწყება, იზრდება ზომისა და ფორმის მიხედვით.

„მომხმარებლები აქტიურად გამოგვეხმაურნენ და ბევრი შეკვეთა გვაქვს. ამიტომ საახალწლოდ ძირითადად სადღესასწაულო აქსესუარებზე გვიწევს მუშაობა“, - ამბობს ლიკა ვაწინძე.

26 წლის მიშიკო ჩხოლარიამ ხეზე მუშაობა ინტერნეტის საშუალებით საკუთარი ძალებით შეისწავლა. შემდეგ მივიდა ტექნოპარკში სადაც თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენა. გამოუვიდა და ეს საქმეც მოეწონა. ამბობს, რომ ამ მხრივ ტექნოპარკმა მათთვის დიდი საქმე გააკეთა.

მეგობრებს ბევრი იდეა აქვთ, სამომავლოდ გაფართოება სურთ. ეცდებიან საჩუქრები სხვადასხვა მასალებისგან დაამზადონ. საფირმო შეფუთვა და მარკა შეიმუშაონ. 
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






სვანეთის ზამთრის კურორტებზე - ჰაწვალსა და თეთნულდზე აქტიური
13:29 / 09.01.2018
სვანეთის ზამთრის კურორტებზე - ჰაწვალსა და თეთნულდზე აქტიური






წალენჯიხის მცხოვრებმა 70 წლის ბედიშა ხარჩილავამ ციხეში სასჯელის
მოხდის
16:02 / 03.01.2018
წალენჯიხის მცხოვრებმა 70 წლის ბედიშა ხარჩილავამ ციხეში სასჯელის მოხდის






ზუგდიდში თამუნა დუმბაძის სახლის ჭიშკარს როგორც კი შეაღებთ,
ჯადოსნური სამყარო იშლება.
18:01 / 30.12.2017
ზუგდიდში თამუნა დუმბაძის სახლის ჭიშკარს როგორც კი შეაღებთ, ჯადოსნური სამყარო იშლება.






ადამიანების უმეტესობა წუწუნებს, რომ ოჯახის და სამსახურის ყოველდღიურ
17:24 / 29.12.2017
ადამიანების უმეტესობა წუწუნებს, რომ ოჯახის და სამსახურის ყოველდღიურ
რედაქტორის რჩევით
ზუგდიდის ცენტრიდან სოფელ რუხში, აფხაზეთის
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი, რომელსაც აპრილში
წალენჯიხის მცხოვრებმა 70 წლის ბედიშა ხარჩილავამ ციხეში სასჯელის მოხდის
ქრისტიანულ დღესასწაულებს საქართველოს კუთხეებში სხვადასხვა
ზუგდიდის თეატრი საიუბილეო თარიღს საკუთარი შენობის გარეშე აღნიშნავს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.