მულტიმედია
უსარგებლო ნივთებისგან შექმნილი ჯადოსნური სამყარო [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდში თამუნა დუმბაძის სახლის ჭიშკარს როგორც კი შეაღებთ, ჯადოსნური სამყარო იშლება.

სანტას ნაკვალევს ხურჯინამდე მივყავართ, შემდეგ უამრავი საახალწლო აქსესუარია ეზოსა თუ სახლში, რომელიც თამუნამ ძველი ნივთებისგან გააკეთა.

„ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც განწირულია გადასაგდებად, შეიძლება გამოიყენო, ისე, რომ მას მეორე სიცოცხლე მიანიჭო და გადააქციო ლამაზ დეკორაციად“, - გვითხრა თამუნამ.

დიზაინერის ძირითადი გატაცება ყვავილებია.

„როცა ყვავილები ისვენებენ, ვიწყებ საახალწლო დეკორაციების მომზადებას, გაზაფხულიდან კი ისევ ბაღს ვუბრუნდები, უამრავი ქოთნის ყვავილიც გვაქვს. ორი შვილი მყავს სამი და შვიდი წლის, მაგრამ არ მახსოვს, რომ რამე დაეზიანებინოთ, ან ყვავილი, ან დეკორაცია, პირიქით, ბავშვები მეხმარებიან, ჩართულები არიან. ჩემი მიზანიც ის არის, რომ ბავშვები შრომას შეეჩვიონ თავიდანვე“, - გვითხრა თამუნა დუმბაძემ.

მას სურს მეტი ისწავლოს და მებაღეობითა და დიზანით გატაცება პროფესიად აქციოს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის ბიბლიოთეკის შენობაში საზაფხულო სკოლა გაიხსნა, რომელიც
17:08 / 11.07.2018
ზუგდიდის ბიბლიოთეკის შენობაში საზაფხულო სკოლა გაიხსნა, რომელიც






ზუგდიდის ბულვარის მიმდებარედ დღეს ახალგაზრდებმა მავთულხლართები
გააბეს,
18:11 / 06.07.2018
ზუგდიდის ბულვარის მიმდებარედ დღეს ახალგაზრდებმა მავთულხლართები გააბეს,






ხობის მერიის თანამშრომელმა გოგიტა ჩიტაიამ მდინარე ხობისწყლის
10:45 / 06.07.2018
ხობის მერიის თანამშრომელმა გოგიტა ჩიტაიამ მდინარე ხობისწყლის






69 წლის დემურ ჯალაღონია თვითნასწავლი ოსტატია.
12:01 / 25.06.2018
69 წლის დემურ ჯალაღონია თვითნასწავლი ოსტატია.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
ქეთო ნინიძე - მეღვინე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.