მულტიმედია
ციხის შემდეგ დაწყებული ბიზნესი [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
წალენჯიხის მცხოვრებმა 70 წლის ბედიშა ხარჩილავამ ციხეში სასჯელის მოხდის და ორი შვილის გარდაცვალების მიუხედავად, ცხოვრება თავიდან დაიწყო.

ის პროფესიით ფილოლოგია. თავიდან პედაგოგად მუშაობდა წალენჯიხის სკოლაში, შემდეგ არქივის დირექტორად. 2006 წელს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს და ორი წელი მიუსაჯეს, თუმცა რვა თვეში, როგორც თვითონ ამბობს, სანიმუშო ქცევისთვის გაათავისუფლეს.

„წარმოიდგინეთ რა დამემართა. პატიმრობამ დაღი დაასვა ჩემს ცხოვრებას. გათავისუფლებიდან 6 თვის შემდეგ, ჯერ 37 წლის ბიჭი გარდამეცვალა, მხატვარი, სპორტსმენი, კარატისტი. ორმოცი დღეც არ იყო გასული და ქალიშვილიც დამეღუპა, მაგრამ შვილიშვილები მყავს და გავმაგრდი, რა უნდა მექნა“, - გვითხრა ბედიშა ხარჩილავამ.

ყოფილი პატიმარი გვიყვება, რომ ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ ჩავარდნილა სასოწარკვეთაში.

„ზუგდიდის ციხეში რომ მიმიყვანეს, პირველი 17 დღე ყველა ერთად ვიყავით, მაგრამ მე არავის ვაქცევდი ყურადღებას, ვკითხულობდი წიგნებს, ვწერდი ლექსებს. ციხის ადმინისტრაცია, ბადრაგიც განსაკუთრებულად მექცეოდა, შენ ციხეში რა გინდაო, მეუბნებოდნენ“, - გვითხრა ბედიშა ხარჩილავამ.

გათავისუფლების შემდეგ მას არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარმა“ ერთი მეწველი ძროხა შეუძინა. შემდეგ პროექტ „აწარმოე საქართველოში“ გაიმარჯვა და სამი ძროხა მიიღო. ამჟამად მცირე ბიზნესით არის დაკავებული. ამზადებს ყველს, მაწონს და ყიდის. ეწევა მეფუტკრეობასაც. სამეურნეო საქმეების პარალელურად, წალენჯიხის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მუშაობს მთავარ სპეციალისტად.

მეწარმე ქალი ამბობს, რომ მის მიერ წარმოებული ბიზნესით კმაყოფილია, თუმცა მის გაფართოებას გეგმავს. ასაკის და გამოცდილების მიუხედავად სწავლობს, ხშირად ესწრება ტრენინგებს, სადაც ფერმერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს იღრმავებს.

„არის ისეთი ჯიშის ძროხა, 15-20 ლიტრამდე რომ იწველის. დამპირდნენ შეგიძენთო და ვნახოთ, მერე უფრო გავაფართოვებ ჩემს ბიზნესს“, - გვითხრა ბედიშა ხარჩილავამ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის სოფელ ფახულანში მცხოვრებმა ნიაზ
შონიამ ვარდების სათბური მოაწყო.
18:09 / 18.04.2018
საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის სოფელ ფახულანში მცხოვრებმა ნიაზ შონიამ ვარდების სათბური მოაწყო.






„მიმდინარეობს სამუშაოები“, „უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა“, - ამ
შინარსის
13:07 / 17.04.2018
„მიმდინარეობს სამუშაოები“, „უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა“, - ამ შინარსის






ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და განვითარების ზონას დიდი მნიშვნელობა
13:40 / 16.04.2018
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და განვითარების ზონას დიდი მნიშვნელობა






ზუგდიდში ექვთიმე თაყაიშვილზე ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმი უჩვენეს.
19:32 / 15.04.2018
ზუგდიდში ექვთიმე თაყაიშვილზე ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმი უჩვენეს.
ცოცხალი ისტორიები
მარიამ კოდუა - ფერმერი
ლელა ქებურია - პარლამენტარი
ემზარ კვარაცხელია - ლგბტ აქტივისტი
ლევან ღურწკაია - სკოლის დირექტორი

 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.