მულტიმედია
6 წლის ილია მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდელი ილია გაბრავა 6 წლისაა და უკვე მეორე წელია შოტოკან კარატეში ვარჯიშობს. ამ დროში მან ათამდე სერთიფიკატი და ჯილდო მოიპოვა შიდა თუ საერთაშორისო დონის შეჯიბრებებში. ჯერ კიდევ ორი წლის იყო, როცა სპორტის ამ სახეობით დაინტერესდა, თუმცა პატარა ასაკის გამო მას სპეციალისტებმა ვარჯიშის დაწყება არ ურჩიეს.

ახლა ილია წარმატებულ მოსწავლედ ითვლება, რამდენიმე დღეში კი თბილისში ჩავა, სადაც პრეზიდენტის თასის მოსაპოვებლად, კარატეს სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო დონის ჩემპიონატი იმართება. ქვეყნის მასშტაბით სპორტსმენების პარალელურად მასში მონაწილეობას მიიღებენ მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულები, მათ შორის აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

ილია იმ ხუთ ზუგდიდელ სპორტსმენს შორის მოხვდა, რომლებიც აპრილში შოტოკან კარატეში მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრი აპრილის თვეში სტამბოლში გაიმართება.

6 წლის სპორტსმენს ზუგდიდელი მწვრთნელი ცეზარ ჯანჯღავა ჯგუფური ვარჯიშების პარალელურად გახანგრძლივებულად ამეცადინებს რამდენიმე მოსწავლესთან ერთად. მწვრთნელობის 15 წლიანი გამოცდილების მქონე ცეზარ ჯანჯღავა ამბობს, რომ ილიას დიდი პოტენციალი აქვს, მთავარია კარატე მისთვის მხოლოდ ბავშვურ გატაცებად არ დარჩეს და განვითარებაზე იფიქროს. მწვრთნელის თქმით, დიდი შრომის შემთხვევაში ილიას საქართველოს ნაკრებში მოხვედრის და შემდეგ სხვა სიმაღლეების დაპყრობის შესაძლებლობა აქვს.

6 წლის კარატისტი დათმობაზე არც ფიქრობს. ამბობს, რომ სპორტი მისთვის უმთავრესია და მეტოქესთან ორთაბრძოლისას მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლის შემდეგ დამატებით რამდენიმე საათიანი ფიზიკური დატვირთვა უწევს, არ წუწუნებს. როგორც ილიას დედა, ხათუნა მირცხულავა ამბობს, ვარჯიშებიდან სახლში დაბრუნებული ისევ კარატის ილეთებს იმეორებს და წარმატებულის პორტსმენების ვიდეოკადრების ყურებისას მათი მოძრაობების განმეორებას ცდილობს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






17 წლის დიმიტრი ქარჩავა ხალხური საკრავების მოძიებით და მასზე
დაკვრით ორი წლის წინ დაინტერესდა.
14:28 / 17.08.2018
17 წლის დიმიტრი ქარჩავა ხალხური საკრავების მოძიებით და მასზე დაკვრით ორი წლის წინ დაინტერესდა.






ავსტრიაში მცხოვრებმა ზუგდიდელმა ლევან ხუბულავამ მეგობრებთან ერთად
„მეგობარში“ კონცერტი გამართა.
11:08 / 15.08.2018
ავსტრიაში მცხოვრებმა ზუგდიდელმა ლევან ხუბულავამ მეგობრებთან ერთად „მეგობარში“ კონცერტი გამართა.






ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო დაიდგა.
18:12 / 14.08.2018
ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო დაიდგა.






აგვისტოს ომზე ყველას თავისი ისტორია აქვს.
18:41 / 06.08.2018
აგვისტოს ომზე ყველას თავისი ისტორია აქვს.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.