მულტიმედია
ფრანგული ტექნიკით დამზადებული აქსესუარები ზუგდიდელი დიზაინერისგან [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
დიზაინერი ირინა ყორშია უკვე წელიწადია სუტაჟის ტექნიკის გამოყენებით ზუგდიდში სხვადასხვა სახის აქსესუარებს ქმნის. საყურეები, ყელსაბამები, გულსაკიდები, ახლა კი უკვე ხელჩანთები - ამ ყველაფრის შეძენა თქვენ ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით შეგიძლიათ. ფრანგული ტექნოლოგიით დამზადებული ნივთების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი თასმაა, რომლის გამოყენებითაც აქსესუარები იკერება ფერადი ბისერების, სვაროვსკის თვლების, ბროლის კრისტალის, მარგალიტის, ავანტიურინის თუ სხვა დეტალების გამოყენებით.

ირინამ სუტაჟის შესახებ ინტერნეტით შეიტყო, მოეწონა და გადაწყვიტა ამ საქმისთვის თავადაც მოეკიდა ხელი. ამბობს, რომ ტექნიკა საკმაოდ რთულია, რადგან შესაძლოა ძაფის ერთმა არასწორმა გამოყენებამ სამკაული მთლიანად გააფუჭოს. აქსესუარებზე მუშაობის სპეციფიკა ისაა, რომ თითოეული დეტალი ცალ ცალკეა აწყობილი და ბოლოს ერთიან ნივთად იკვრება. მისივე თქმით, ტექნიკა საქართველოში მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს, ამიტომ მის შესახებ აქ ცოტამ თუ იცის. მიუხედავად ამისაბფიქრობს, ამ გზით შექმნილ აქსესუარებზე მოთხოვნა ნელნელა იზრდება.

„ეს არის სუტაჟის თასმა, რომლითაც შექმნილი სამკაულები ორიგინალური და განსხვავებულია. დამყოლია და ნებისმიერი დიზაინის აქსესუარის შექმნა შეიძლება. სუტაჟთან ვიყენებ როგორც ნატურალურ ქვებს, ასევე პლასტმასის თვლებს. პოლიმერული თიხის გამოყენებაც შეიძლება, ბისერების შერწყმაც“, - უთხრა ირინა ყორშიამ „ლაივპრესს“.

ირინა პროფესიით დიზაინერია და დღემდე სამკაულებს სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ქმნიდა. რამდენიმე გამოფენაში მონაწილეობის მიღება ამ ერთი წლის მანძილზე უკვე მოასწრო. მათ შორის სუტაჟის ტექნოლოგიით დამზადებული ნივთები წარმოდგენილი ჰქონდა „ანაკლიობაზე“ და თბილისში ერთ-ერთ ღონისძიებაზე.

სამყურის გაკეთებას სამ საათს ანდომებს, თუმცა ბისერებით ყელსაბამის შეკერვას ორი დღე მოანდომა. მისი ფასი 150 ლარია. ზოგადად სამკაულების ღირებულება 20 ლარიდან იწყება. ამბობს, რომ საქმე შრომატევადია, თუმცა ეს სიამოვნებას ანიჭებს.

დიზაინერს საკუთარი საწარმოს გახსნა სურს. პროექტი უკვე დაწერა და გრანტის მიღების შემთხვევაში მსურველებს სუტაჟთან ერთად სხვა ტექნიკით მუშაობასაც შეასწავლის. უნდა, რომ საქართველოშიც ხელთნაკეთ ნივთებზე მოთხოვნა გაიზარდოს და ამ ნამუშევრებს ფასი დაედოს ისე, როგორც ეს საფრანგეთში, იტალიასა თუ სხვა განვითარებულ ევროპულ ქვეყნებშია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის სოფელ ტყაიაში მცხოვრებ დემურ ფიფიას 7 ჰექტარი მიწის
ფართობზე
19:38 / 19.02.2018
ზუგდიდის სოფელ ტყაიაში მცხოვრებ დემურ ფიფიას 7 ჰექტარი მიწის ფართობზე






26 წლის მორაგბე დავით დგებუაძემ მეგობართან ლევან ჯობავასთან ერთად
00:32 / 15.02.2018
26 წლის მორაგბე დავით დგებუაძემ მეგობართან ლევან ჯობავასთან ერთად






პოლონელი მონიკა ჰოროდეკი პირველი ქალია, რომელიც ზუგდიდის ვაჟთა
17:20 / 13.02.2018
პოლონელი მონიკა ჰოროდეკი პირველი ქალია, რომელიც ზუგდიდის ვაჟთა






ზუგდიდელი ილია გაბრავა 6 წლისაა და უკვე მეორე წელია
16:51 / 19.01.2018
ზუგდიდელი ილია გაბრავა 6 წლისაა და უკვე მეორე წელია
რედაქტორის რჩევით
მომავალში არა, მაგრამ წარსულში აბაშაში ნამდვილად იმოგზაურებთ.
საქართველოს მთავრობის ახალმა რეგულაციებმა სუნელებისა და სანელებლების
ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის
ცოცხალი ისტორიები
ემზარ კვარაცხელია - ლგბტ აქტივისტი
ლევან ღურწკაია - სკოლის დირექტორი

 

ელენე ფიფია - მხატვარი

 

 

გიგა ქავთარაძე - სამოქალაქო აქტივისტი

 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.