მულტიმედია
მეგრულად ამღერებული პოლონელი ქალი [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
პოლონელი მონიკა ჰოროდეკი პირველი ქალია, რომელიც ზუგდიდის ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ „ოდოიაში“ დაარსებიდან 10 წლის შემდეგ პირველ ხმას მღერის.

მონიკა საქართველოში მოხალისეთა ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში იმყოფება. ის ერთი თვეა, რაც „ოდოიას“ მომღერლებთან ერთად სწავლობს ქართულ ხალხურ სიმღერებს. ტექსტებს კი წინასწარ იწერს ბლოკნოტში, რომ რეპეტიციისას დროდადრო წაიკითხოს.

„როცა პირველად მოვედი, ვფიქრობდი, რომ რთული იქნებოდა აქ მუშაობა, რადგან არავის ვიცნობდი. ვიყავი სხვა ქვეყნიდან, თანაც ვიყავი ახალგაზრდა ქალი. მაგრამ ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო როცა დავინახე, თუ როგორი გახსნილები იყვნენ ეს მამაკაცები. მათ უნდოდათ ჩემთვის ეჩვენებინათ საკუთარი ნიჭი, მეგრული სიმღერები“, - ამბობს მონიკა და თან დასძენს, რომ მეგრული სიმღერები განსაკუთრებულად მოსწონს, რადგან ამ სიმღერებივით განსხვავებული სამყარო აქვს.

„მე მიყვარს ღიმილი და სიყვარული, მაგრამ შინაგანად განსხვავებული ვარ, ისეთი როგორიც ეს სიმღერებია. მიმაჩნია, რომ მელანქოლიურობა და სენტიმენტალურობა ზოგადად დამახასიათებელია მეგრული სიმღერებისთვის. ძალიან მომწონს სიმღერა „აშო ჩელა“, ამავდროულად მომწონს „ჩაგუნაც“. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სიმღერა საუკეთესოებია მეგრულ სიმღერებს შორის“, - ამბობს პოლონელი მოხალისე.

ის გუნდთან ერთად უკვე ხუთ სიმღერას მღერის. ანსამბლის ხელმძღვანელმა ორესტი სიჭინავამ გვითხრა, რომ მონიკა მუსიკალური სმენით და მონდომებით იმდენად გამოირჩევა, რომ მასთან ისევე მუშაობს, როგორც ანსამბლის სხვა პროფესიონალ წევრებთან.

მოხალისე ამბობს, რომ სავარაუდოდ ერთ თვეში დატოვებს საქართველოს, თუმცა ანსამბლთან კონტაქტს ისევ გააგრძელებს.

„ბავშვობიდან ჩემი ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული მუსიკასთან. ვფიქრობ, რომ ახლა ამ სიმღერების სწავლა მე თვითონ მჭირდება, აქედან წასვლის შემდეგ კი მათ ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმღერებ. შემდეგ შეიძლება ერთ დღესაც მოვიწვიო ანსამბლი ჩემთან პოლონეთში კონცერტის ჩასატარებლად“, - გვითხრა მონიკა ჰოროდეკმა.

მანამდე კი გუნდი კონცერტისთვის ემზადება, სადაც მონიკამ სცენაზე, ბიჭებთან ერთად უნდა იმღეროს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის სოფელ ტყაიაში მცხოვრებ დემურ ფიფიას 7 ჰექტარი მიწის
ფართობზე
19:38 / 19.02.2018
ზუგდიდის სოფელ ტყაიაში მცხოვრებ დემურ ფიფიას 7 ჰექტარი მიწის ფართობზე






26 წლის მორაგბე დავით დგებუაძემ მეგობართან ლევან ჯობავასთან ერთად
00:32 / 15.02.2018
26 წლის მორაგბე დავით დგებუაძემ მეგობართან ლევან ჯობავასთან ერთად






დიზაინერი ირინა ყორშია უკვე წელიწადია სუტაჟის ტექნიკის
17:58 / 23.01.2018
დიზაინერი ირინა ყორშია უკვე წელიწადია სუტაჟის ტექნიკის






ზუგდიდელი ილია გაბრავა 6 წლისაა და უკვე მეორე წელია
16:51 / 19.01.2018
ზუგდიდელი ილია გაბრავა 6 წლისაა და უკვე მეორე წელია
რედაქტორის რჩევით
მომავალში არა, მაგრამ წარსულში აბაშაში ნამდვილად იმოგზაურებთ.
საქართველოს მთავრობის ახალმა რეგულაციებმა სუნელებისა და სანელებლების
ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის
ცოცხალი ისტორიები
ემზარ კვარაცხელია - ლგბტ აქტივისტი
ლევან ღურწკაია - სკოლის დირექტორი

 

ელენე ფიფია - მხატვარი

 

 

გიგა ქავთარაძე - სამოქალაქო აქტივისტი

 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.