მულტიმედია
ფოთში სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნა [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ქალაქ ფოთში საფეიქრო საწარმო „აჭარა ტექსტილი“ ოფიციალურად გაიხსნა. ფაბრიკაში ქალის, მამაკაცის და ბავშვის სპორტულ ტანსაცმლს კერავენ.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გახსნილ „აჭარა ტექსტილში“ ამ ეტაპზე 1500-მდე ადამიანი მუშაობს, თუმცა საწარმოს სრული სიმძლავრით ამუშავების შემდეგ, ჯამში 3000-მდე მოქალაქე უნდა დასაქმდეს.

საწარმო დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილგინგულლუოლუ, Nike Ema-ს რეგიონული დირექტორი კანერ სოიტასი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს მსოფლიოში ცნობილ სპორტულ ბრენდებს.

„დღეის მდგომარეობით უკვე 25 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მოხვდა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ფინანსური კომპონენტით. გადმოცემული იყო მიწა 4 ჰექტარის მოცულობით, რომლის ღირებულება 2 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი იყო. დღეის მდგომარეობით პროცენტის სახით სესხის თანადაფინანსებამ უკვე მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ოფიციალური ინფორმაციით, „აჭარა ტექსტილი“ თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Nike, Puma, Lotto, Erima.

იგეგმება თანამშრომლობა „New Balance“-თან და „Under Armour“-თან.

ფოთის ახალი საწარმოს გარდა, შპს ფლობს ორ სამკერვალო ფაბრიკას ბათუმსა და ქობულეთში, სადაც მათივე ცნობით, 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






13 წლის გიგი სიჭინავამ ზუგდიდში მორიგი გამოფენა მოაწყო
20:39 / 13.06.2018
13 წლის გიგი სიჭინავამ ზუგდიდში მორიგი გამოფენა მოაწყო






ზუგდიდელი ახალგაზრდა კალიგრაფისტისთვის ქართული დამწერლობა მხოლოდ
11:35 / 13.06.2018
ზუგდიდელი ახალგაზრდა კალიგრაფისტისთვის ქართული დამწერლობა მხოლოდ






სულგუნი, ჭყინტი ყველი, თხის რძე, ფრანგული ტექნოლოგიით თაფლის
19:33 / 11.06.2018
სულგუნი, ჭყინტი ყველი, თხის რძე, ფრანგული ტექნოლოგიით თაფლის






ზუგდიდში დასრულდა ორდღიანი თანამედროვე ხელოვნების
11:42 / 11.06.2018
ზუგდიდში დასრულდა ორდღიანი თანამედროვე ხელოვნების
ცოცხალი ისტორიები
ქეთო ნინიძე - მეღვინე
ბექა ყორშია -  აღმოსავლეთმცოდნე
მერიკო ფიფია - სტუდენტი
როზა ჯიქია - პენსიონერი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.