მულტიმედია
„ბალიშის პირი“ - პერფორმანსი ქვიარ პოეტისგან [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ქვიარ პოეტის, ანდრო დადიანის ლექსებზე პერფორმანსი მოეწყო „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში, სახელწოდებით „ბალიშის პირი“. წარმოდგენის შინაარსი ასეთია - მოქმედება ერთ მომცრო ზომის ოთახში ხდება. აქ შესული პირველად რასაც იგრძნობთ, ეს მაღალი ტემპერატურა და ვანილის ტკბილი სუნია, პირველად რაც თვალში მოგხვდებათ კი, თეთრზეწრიანი საწოლი პერფორმანსის მონაწილის მოლოდინში.

ოთახში ხმამაღალი მუსიკა ისმის. დანარჩენზე ბალიშის პირი მოგიყვებათ, სადაც პოეტის ლექსებია ჩამონტაჟებული. ყველა ნივთი, რომელსაც აქ ნახავთ, წარმოდგენისთვის საგანგებოდ შემოიტანეს. თავად ავტორი საზოგადოებაში არ ჩნდება, თუმცა ყველა მის ემოციაზე, ლგბტ ადამიანების პრობლემებზე, ჰომოფობიასა და წნეხზე, რასთან ერთადაც ყოველდღიურად უწევთ ცხოვრება, ხმა საუბრობს. კედელზე ანდრო დადიანის ნაწერია გაკრული:

„პერფორმანსი“ ბალიშის პირი სწორედ საწოლში გამხელილი შეულამაზებელი ფიქრებია ჩემს თავზე, მოურჩენელ ტკივილებზე და ჩემს სხეულს სოკოებად მოდებულ შიშებზე, რომლებსაც ვერ ვიშორებ და მოსვენებას მიკარგავენ“, - იკითხება კედლიდან.

ანდრო დადიანის მეგობარი დავით ხორბალაძე ამბობს, რომ მუსიკის და ტექსტის ზემოქმედებით და სივრცით, სადაც ძალიან ცხელა და ვანილის სუნია, გექმნება შთაბეჭდილება, რომ თავად გადიხარ ყველა იმ პროცესს, რასაც ტექსტში ისმენ. მისივე თქმით, წარმოდგენა კარგად ასახავს ლგბტ ადამიანების დაუცველობას, რომლებიც კომფორტულად მხოლოდ შეზღუდულ გარემოში გრძნობენ თავს.

პერფორმანსის მოსასმენად მსურველები ოთახში მარტო შედიან. ერთ-ერთი მათგანი დავით ლოგუაა.

ამბობს, რომ ბალიშში ჩამონტაჟებული ხმა და ამ ხმის უკან მდგომი ადამიანები საზოგადოებაში არ ჩანან, ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი მიმღებლობა უმცირესობების მიმართ, ამ ყველაფერს კი სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ხელი, კანონში გაწერილი სამართლებრივი ნორმების ამოქმედებით.

წარმოდგენის კიდევ ერთი მონაწილის, ცაბუნია ვართაგავას თქმით, ანდრო დადიანის შემოქმედება მასებზე გათვლილი არაა, თუმცა ის თავის საქმეს კარგად აკეთებს, ვინც წაიკითხავს და დაფიქრდება იმ ემოციებზე, რაზეც ავტორი გულახდილად საუბრობს.

ქვიარ პოეტის ახალი პერფორმანსი პირველად ზუგდიდში უჩვენეს. მომავალში მას ქვეყნის სხვა ქალაქებშიც ჩაიტანენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ვინ არის რუსეთი საქართველოსთვის?
14:20 / 19.09.2018
ვინ არის რუსეთი საქართველოსთვის?






საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს ახალი სასწავლო წელი
დაიწყო.
17:59 / 17.09.2018
საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.






ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო
სამუშაოები დაიწყო.
17:45 / 16.09.2018
ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.






მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია
შემორჩენილი.
12:23 / 10.09.2018
მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია შემორჩენილი.
ლაივპრესის სტუდია
პირველი გადაცემა „დისკუსია ლაივპრესში“ რუსულ პროპაგანდას მიეძღვნა.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.