მულტიმედია
თერთმეტი შვილის დედის დღე [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
„მე დღეს დედას ლექსი ვუთხარი“, - ამბობს 7 წლის ეკატერინე. „მე ვაკოცე“, - ნიშნისმოგებით პასუხობს 5 წლის ანასტასია.

მათზე უფროსმა გრიგოლმა კი მომიყვა, თუ როგორ აგროვებდნენ ფულს პატარები, რომ დღეს დედისთვის საჩუქრად წიგნი ეყიდათ.

„10 ლარი კიდევ დაგვრჩა და შეგიძლია შენთვის ყვავილები იყიდო“, - უთხრეს ბავშვებმა დედას და მასთან ჩახუტებას არ აცლიდნენ ერთმანეთს.

ზუგდიდელ ნანა და ნუგზარ ბეჭვაიებს 11 შვილი ჰყავთ. მათგან ყველაზე უფროსი ელისაბედი 23 წლისაა, უმცროსი კი 5-ის.

„რა თქმა უნდა დედობა ძნელია, არ აქვს მნიშვნელობა ერთი გყავს თუ ბევრი, უძილო ღამეები და ბევრი ნერვიულობაა, მაგრამ რომ იზრდებიან, პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვა, პირველი კბილი, ეს იმდენად დიდი სიხარულია, რომ ყველა სიძნელეს გავიწყებს“, - გვითხრა ნანამ.

ბავშვებს სკოლაშიც და უმაღლეს სასწავლებელშიც მაღალი აკადემიური მიღწევები აქვთ. თერთმეტივე ჭადრაკს თამაშობს.

მშობლები ამბობენ, რომ პატარა მოჭადრაკეები უსახსრობის გამო ხშირად ტურნირებზე ვერ დაჰყავთ, თუმცა დასძენენ, რომ სხვების დახმარებით მაინც ახერხებენ შვილებისთვის განათლების მიცემას.

„ღვთის შეწევნით და კეთილი ადამიანების დახმარებით ვცხოვრობთ, სკოლის მოსწავლეებსაც იმდენი რამე სჭირდებათ, რვეული, წიგნი, ფანქრები, მაგრამ სკოლის მასწავალებლები გვეხმარებიან და მათგან ძალიან დიდ ყურადღებას ვგრძნობთ“, - ამბობს დედა.

სახლის ერთ კუთხეში ბავშვების ჯილდოებია გამოფენილი. 100-ზე მეტი თასი, ამდენივე მედალიონი. კიდევ რამდენიმე სპორტის მუზეუმშია განთავსებული.

მშობლების თქმით, მწვრთნელები დიდ იმედებს ამყარებენ მათ 16 წლის ქალიშვილზე მაიაზე, რომელიც მრავალჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი და ევროპის თასზე ვიცე-ჩემპიონი ჭადრაკში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ვინ არის რუსეთი საქართველოსთვის?
14:20 / 19.09.2018
ვინ არის რუსეთი საქართველოსთვის?






საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს ახალი სასწავლო წელი
დაიწყო.
17:59 / 17.09.2018
საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.






ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო
სამუშაოები დაიწყო.
17:45 / 16.09.2018
ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.






მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია
შემორჩენილი.
12:23 / 10.09.2018
მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია შემორჩენილი.
ლაივპრესის სტუდია
პირველი გადაცემა „დისკუსია ლაივპრესში“ რუსულ პროპაგანდას მიეძღვნა.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.