მულტიმედია
როგორ მოვამზადოთ მეგრული აჯიკა [ფოტო/ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდელი ჯონი ქუთელია წლებია ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ ობიექტში ქართულ სუნელებსა და სანელებლებს ყიდის. ის პროდუქტს მომხმარებლის თვალწინ ამზადებს. მიაჩნია, რომ სანელებლების ხარისხთან ერთად სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს მის მაღაზიაში მყიდველთა სიმრავლეს. ქუთელიების მაღაზიაში განსაკუთრებული მოთხოვნა მშრალ მეგრულ აჯიკაზეა.

რესპონდენტმა „ლაივპრესს“ გაუზიარა მშრალი მეგრული აჯიკის რეცეპტი, თუმცა დასძინა, რომ წლების განმავლობაში გამომუშავებული ჩვევის - ინგრედინეტების თვალზომით დამატების გამო, ზუსტი რაოდენობის დასახელება გაუჭირდება.

მისი თქმით, აჯიკას ნიორს ბლომად უკეთებს, რაც მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს. თუ საშუალოდ ერთ კილოგრამ დაფქულ ცხარე წიწაკას, 500 გრამამდე ნიორს უმატებენ, ჯონი ქუთელია ამ ორ ინგრედიენტს თანაბარი რაოდენობით იყენებს.

ერთ კილო დაფქულ წითელ წიწაკას ამატებს ამდენივე რაოდენობის ნიორს, დაახლოებით ორი ჩაის ჭიქა უცხო სუნელს, უფრო ნაკლები რაოდენობით ხმელ ქინძს, ზაფრანას და მარილს. ჩამოთვლილ პროდუქტებს კი გაატარებს ხორცსაკეპ მანქანაში.

ჯონი ქუთელია ამბობს, რომ აჯიკაში პროდუქტების დამატება შესაძლებელია გემოვნების მიხედვით, ისე რომ ზუსტად არ ვიცოდეთ მათი წონა.

თუ გსურთ, რომ სუნელი უფროს სველი იყოს შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით ზეთთან ერთად დაამატოთ, ბულგარული წიწაკა, პომიდორი ან უბრალოდ წყალი. 
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის სოფელ ფახულანში მცხოვრებმა ნიაზ
შონიამ ვარდების სათბური მოაწყო.
18:09 / 18.04.2018
საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის სოფელ ფახულანში მცხოვრებმა ნიაზ შონიამ ვარდების სათბური მოაწყო.






„მიმდინარეობს სამუშაოები“, „უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა“, - ამ
შინარსის
13:07 / 17.04.2018
„მიმდინარეობს სამუშაოები“, „უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა“, - ამ შინარსის






ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და განვითარების ზონას დიდი მნიშვნელობა
13:40 / 16.04.2018
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და განვითარების ზონას დიდი მნიშვნელობა






ზუგდიდში ექვთიმე თაყაიშვილზე ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმი უჩვენეს.
19:32 / 15.04.2018
ზუგდიდში ექვთიმე თაყაიშვილზე ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმი უჩვენეს.
ცოცხალი ისტორიები
მარიამ კოდუა - ფერმერი
ლელა ქებურია - პარლამენტარი
ემზარ კვარაცხელია - ლგბტ აქტივისტი
ლევან ღურწკაია - სკოლის დირექტორი

 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.