მულტიმედია
სააღდგომო თემატიკა ნაქსოვ ნივთებში [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ქსოვა, ქარგვა და ხატვა ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა უბრალო გატაცების საქმედ ქცევაზე მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაფიქრდა. პირველი შეკვეთაც საახალწლოდ მიიღო. დღეს ქრისტინა ჯაბუა აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება. კვერცხის ფორმის სათამაშოების ნაწილი დაამზადა, ასზე მეტი რაოდენობით, თუმცა ზოგიერთის გაჩუქება უკვე მოასწრო. ადრე ქუდებს, ყელსახვევებს ქსოვდა ყაიზნაყით, რამდენიმე თვის წინ კი აქსესუარების და სათამაშოების გაკეთებაც დაიწყო. პირველი ნამუშევრები ისეთი დახვეწილი არ აღმოჩნდა, როგორც ჩაიფიქრა. თანდათანობით ხელიც გაეწაფა. დღეს საკუთარი შემოქმედებით ბევრად კმაყოფილია და ნივთების მრავალფერვნებაზეც ფიქრობს.

„ცოტა ადრე დავიწყე სააღდგომო თემატიკაზე მუშაობა. თავიდან კვერცხები არ იყო დახვეწილი. ნელ-ნელა დავხვეწე. ერთის გაკეთებას საათი, ან ცოტა მეტი სჭირდება. ქსოვის პროცესი უფრო მალე მთავრდება, უბრალოდ ქარგვას სჭირდება მეტი დრო“, - უთხრა ახალგაზრდა ხელოვანმა „ლაივპრესს“ და განმარტა, რომ ღირებულება სამი ლარიდან იწყება და ზომის და ხარისხის შესაბამისად ფასიც მატულობს.

ქსოვს მაშინ, როცა თავისუფალი დრო აქვს. ძირითადად ეს საღამოობით ხდება. ხელსაქმეს საშუალოდ დღეში 2-3 საათს უთმობს. ქრისტინასთვის ნივთებზე მუშაობის პროცესი განტვირთვის საშუალებაც არის, რადგან ამ ყველაფრის კეთება სიამოვნებს, მაშინაც კი, როცა დაღლილია. ფიქრობს, რომ ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც უყვარს. პარალელურად სხვა საქმითაც არის დაკავებული - ბავშვებს ინგლისურ ენაში ამეცადინებს.

ინფორმაციას საქმიანობის შესახებ ძირითადად „ფეისბუკის“ საშუალებით ავრცელებს. უკვე საკუთარი გვერდიც აქვს. სანტიმეტრი - ასე ქვია. მეორე წყარო ინფორმაციის გასავრცელებლად, ქრისტინეს მეგობრებია. მათ ძალიან მოსწონთ ნაქსოვი ნივთები. სტიმულიც ხელოვანს ამ აღფრთოვანებამ მისცა. თავდაპირველად არც უფიქრია შეკვეთების მიღებაზე, თუმცა მოწონების ფონზე გაჩნდა თხოვნებიც, კონკრეტული ნივთების, მათ შორის ჩანთების დამზადების.

პირველი ნამუშევარი პატარა "ბიჭუნა" იყო, რომლის მოქსოვასაც დაახლოებით ერთი დღე დასჭირდა. თუმცა არ მოეწონა და ტექნიკის დახვეწაზეც იმუშავა. მოგვიანებით უკეთესი გამოუვიდა:

„რაღაც ვიდეოები მაქვს ნანახი, მაგრამ მაინც ჩემი ფანტაზიით და გემოვნებით ვამზადებ. ისეთ რაღაცას არასდროს არ გავაკეთებ, რაც პირადად არ მომეწონება. თავდაპირველად რატომღაც მეგონა, რომ საქართველოში პირველი ვიყავი. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ბევრი ქსოვს“.

შეკვეთებს უკვე სხვა ქალაქის მცხოვრებლებიც სთხოვენ. ნივთები ადრესატს ტრანსპორტის საშუალებით ეგზავნება.


უნდა, რომ გატაცება ბიზნესად აქციოს, მით უფრო, როცა იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც ხელთნაკეთ ნივთებს ამზადებს, არსებობს სხვადასხვა შესაძლებლობაო, ამბობს.

„მეც ვაპირებ დავწერო პროექტი“, - გვითხრა ქრისტინა ჯაბუამ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის სოფელ ფახულანში მცხოვრებმა ნიაზ
შონიამ ვარდების სათბური მოაწყო.
18:09 / 18.04.2018
საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის სოფელ ფახულანში მცხოვრებმა ნიაზ შონიამ ვარდების სათბური მოაწყო.






„მიმდინარეობს სამუშაოები“, „უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა“, - ამ
შინარსის
13:07 / 17.04.2018
„მიმდინარეობს სამუშაოები“, „უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა“, - ამ შინარსის






ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და განვითარების ზონას დიდი მნიშვნელობა
13:40 / 16.04.2018
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და განვითარების ზონას დიდი მნიშვნელობა






ზუგდიდში ექვთიმე თაყაიშვილზე ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმი უჩვენეს.
19:32 / 15.04.2018
ზუგდიდში ექვთიმე თაყაიშვილზე ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმი უჩვენეს.
ცოცხალი ისტორიები
მარიამ კოდუა - ფერმერი
ლელა ქებურია - პარლამენტარი
ემზარ კვარაცხელია - ლგბტ აქტივისტი
ლევან ღურწკაია - სკოლის დირექტორი

 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.