მულტიმედია
როგორ დავამზადოთ სააღდგომო აქსესუარი მძივებისგან [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
თუ ქსოვა ოდნავ მაინც გეხერხებათ, თან გაქვთ ბრჭყვიალა მძივები და ცოტა ფანტაზია, შეგიძლიათ სააღდგომო აქსესუარი დაამზადოთ, - ამბობს ზუგდიდელი ოსტატი ათინო ჯიქია, რომელიც ჩვენს თვალწინ ფერადი მძივებისგან კვერცხს ამზადებს.

„თავიდან მთავარია ყვავილი მოვქსოვოთ, მერე მოვაცვათ თავზე კვერცხის ფორმას, შემდეგ ნელ-ნელა ავაწყოთ. ვისაც ყაიზნაყით ქსოვა ეხერხება, ის მარტივად გააკეთებს, მაგრამ ძალიან შრომატევადია. დაახლოებით 6 საათი მჭირდება მის დასამზადებლად, ამიტომაც არ ვყიდი და მეგობრებს ვჩუქნი დღესასწაულზე“, - გვეუბნება ათინო.

ის პროფესიით ექთანია, მუშაობდა საავადმყოფოში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამსახური მოატოვა.

„უკვე მე-13 წელია, რაც სახლში ვარ, ვერ დავდივარ, შშმ პირის სტატუსი მაქვს. ბავშვობიდან მიტაცებდა ხელსაქმე და სულ ვქსოვდი და ვკერავდი. თავიდან მეზობელმა მასწავლა ბისერებისგან ნაძვის გაკეთება, შემდეგ თბილისიდან ჩამომიტანეს საჭირო მასალა, ხელსაწყოები და ასე დავიწყე აქსესუარების კეთება. ერთხელაც ჩემი ახლობელი გოგონა მესტუმრა რაღაც საქმეზე, რომლის დახმარებითაც შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „დეას“ შშმ პირთა დასაქმების პროექტში ჩავერთე, ამავე ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, ქალაქის მერიამ გამოფენა მომიწყო და პერსონალური კომპიუტერით დამაჯილდოვეს“, - გვითხრა ოსტატმა.

ათინო ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, მისი ცხოვრება აღარ არის მოსაწყენი, აქვს ისეთი საქმე, რომლის კეთება სიამოვნებას ანიჭებს და მცირე შემოსავალსაც აძლევს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის ბიბლიოთეკის შენობაში საზაფხულო სკოლა გაიხსნა, რომელიც
17:08 / 11.07.2018
ზუგდიდის ბიბლიოთეკის შენობაში საზაფხულო სკოლა გაიხსნა, რომელიც






ზუგდიდის ბულვარის მიმდებარედ დღეს ახალგაზრდებმა მავთულხლართები
გააბეს,
18:11 / 06.07.2018
ზუგდიდის ბულვარის მიმდებარედ დღეს ახალგაზრდებმა მავთულხლართები გააბეს,






ხობის მერიის თანამშრომელმა გოგიტა ჩიტაიამ მდინარე ხობისწყლის
10:45 / 06.07.2018
ხობის მერიის თანამშრომელმა გოგიტა ჩიტაიამ მდინარე ხობისწყლის






69 წლის დემურ ჯალაღონია თვითნასწავლი ოსტატია.
12:01 / 25.06.2018
69 წლის დემურ ჯალაღონია თვითნასწავლი ოსტატია.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
ქეთო ნინიძე - მეღვინე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.