მულტიმედია
ლავრენტი ბერიას ქუჩის მცხოვრებლებს ქუჩისთვის სახელის შეცვლა არ სურთ [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ლავრენტი ბერიას ქუჩის მცხოვრებლებს არ სურთ იოსებ სტალინის უახლოესი თანამოაზრისა და საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის სახელობის ქუჩისთვის სახელის შეცვლა. ისინი ეწინააღმდეგებიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინიციატივასაც, რომ ლავრენტი ბერიას ქუჩას, ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელი მიანიჭონ. „ლაივპრესის“ მიერ ამ ქუჩაზე გამოკითხული რესპონდენტები აცხადებენ, რომ ლავრენტი ბერია მსოფლიო ისტორიაში მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, რომელმაც საბჭოთა პერიოდში საქართველოს სასარგებლოდ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო. ლავრენტი ბერიას ქუჩა მანამდე საბჭოთა კოსმონავტის, იური გაგარინის სახელს ატარებდა. ის პირველი ადამიანი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა.

ლავრენტი ბერიას ქუჩაზე ნუმერაციისა და სახელწოდების აღმნიშვნელი ფირნიშების უმრავლესობაზე ჯერ კიდევ ძველი სახელია შემორჩენილი. თუ კი რაიმე სახის ცვლილებაზე იქნება საუბარი, ერთადერთი დათმობა, რაზეც ბერიას ქუჩელები წასვლას გეგმავენ, ქუჩისთვის იური გაგარინის სახელის დაბრუნებაა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ლავრენტი ბერიას ქუჩისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინიციატივის განიხილვის ეტაპზეა.

ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ ამ თემაზე უკვე იმსჯელა, თუმცა საკრეულოში საკითხის გატანამდე, საჭიროდ ჩათვალა ლავრენტი ბერიას ქუჩის მცხოვრებლებთან ამ საკითხზე შეხვედრა. „მიმაჩნია, რომ გიგა ოთხოზორიას სახელის უკვდავყოფა უნდა მოხდეს, მაგრამ ბერიას ქუჩისთვის მისი სახელის დარქმევის ინიციატივა ჯერ თავად მოსახლეობას უნდა ვკითხოთ“, - უთხრა „ლაივპრესს“ კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ.

მანამდე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა არაერთხელ წამოწიეს საკითხი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებსა და ქუჩებზე საბჭოთა სახელწოდებების შეცვლასთან დაკავშირებით.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის ბიბლიოთეკის შენობაში საზაფხულო სკოლა გაიხსნა, რომელიც
17:08 / 11.07.2018
ზუგდიდის ბიბლიოთეკის შენობაში საზაფხულო სკოლა გაიხსნა, რომელიც






ზუგდიდის ბულვარის მიმდებარედ დღეს ახალგაზრდებმა მავთულხლართები
გააბეს,
18:11 / 06.07.2018
ზუგდიდის ბულვარის მიმდებარედ დღეს ახალგაზრდებმა მავთულხლართები გააბეს,






ხობის მერიის თანამშრომელმა გოგიტა ჩიტაიამ მდინარე ხობისწყლის
10:45 / 06.07.2018
ხობის მერიის თანამშრომელმა გოგიტა ჩიტაიამ მდინარე ხობისწყლის






69 წლის დემურ ჯალაღონია თვითნასწავლი ოსტატია.
12:01 / 25.06.2018
69 წლის დემურ ჯალაღონია თვითნასწავლი ოსტატია.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
ქეთო ნინიძე - მეღვინე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.