მულტიმედია
სარეკონსტრუქციო სამუშაოები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
„მიმდინარეობს სამუშაოები“, „უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა“, - ამ შინარსის დამონტაჟებულ ფირნიშებს ნახავთ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, შესასვლელიდან სულ რამდენიმე მეტრში, რითაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რომ ტერიტორიაზე მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეკალ-ბარდებისგან ბაღის მთელი პერიმეტრის გაწმენდა ჯერ არ დასრულებულა. დასაქმებული მუშახელი შიშველი ხელებით, ნაჯახით ძირკვავენ სარეველას, რათა შემთხვევით ნერგებად გამოსადეგი მცენარეები არ დაზიანდეს. შემდეგ სამუშაოებში ტექნიკა ერთვება. გაწმენდილი მიწა უნდა დამუშავდეს, ვიდრე ბალახს დარგავენ.

მანამდე, გაუკვალავ შიდა გზებზე გიდობას „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორი გვიწევს. ზვიად ქარჩავა გვიყვება იმ სამუშაოებზე, რომელიც რეკონსტრუქციის ფარგლებში გრძელდება. ზუგდიდის მერიის წარმომადგენლის თქმით, ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტი შენდება, როგორიცაა სალაროს ჯიხური, დაცვისთვის განკუთვნილი სივრცე, სამი საპირფარეშო. ადმინისტრაციის შენობა შესაბამისი დასკვნის საფუძველზე უნდა დაინგრეს, მის მაგივრად კი იდენტური პარამეტრების გათვალისწინებით ახალი აშენდება.

4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე სანერგე მეურნეობა ეწყობა, სადაც ნერგებს დროებით გადარგავენ, ვიდრე მათ გამხმარი ხეებისგან გამეჩხერებული ადგილების შესავსებად არ გამოიყენებენ. შენდება მებაღის ბაღი და ორანჟერიაც. ბაღის ტერიტორიიდან სანერგეში უკვე 140 ნერგი გადმოიტანეს.

„ჩვენი ამბიციაა, გავხდეთ რეგიონში ერთ-ერთი დონორი მცენარეთა მიწოდების მხრივ. ჩვენს სანერგეში გამოვიყვანთ იშვიათ ნერგებს. მივაწვდით მათ რეგიონის, ქვეყნის მასშტაბით, ვისაც კი დასჭირდება“, - გვითხრა ზვიად ქარჩავამ.

მცენარეთა მარკირების პროცესი უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე დაზუსტების სამუშაოები მიმინარეოს. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება, რომელი ხე დაექვემდებარება მოჭრას და რომელს გაუხანგრძლივებენ სიცოცხლეს წამლობის საფუძველზე. მცენარეთა ნაწილს ტერიტორიაზე მშენებელი კომპანია შემოიტანს, ზოგიერთი შესაძლებელია მოქალაქეების მხრიდან ბაღისთვის გადაცემული საჩუქარიც იყოს. ასეთი უკვე ორია. ერთი ადგილობრივი მცხოვრების ოსმანთუსი, ერთიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ნაჩუქარი, წითელ წიგნში შეტანილი წაბლის ხე.

რეკონსტრუქციის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება და აღდგება ძველ იერსახესთან მიახლოებული ბაღის ღობე, რომლის მხოლოდ ნაწილია დამზადებული ამ დროისთვის და შეღებვას საჭიროებს.

ზვიად ქარჩავას თქმით, ფიქრობენ დეფიციტური კადრების გადამზადებაზეც, რათა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს მომზადებულები შეხვდნენ. დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება. ბოტანიკურ ბაღში წინასწარი გათვლებით 70 ადამიანი დასაქმდება.


მერიის წარმომადგენელი ამბობს იმასაც, რომ იგეგება მებაღის მოხალისეობრივი ინსტიტუტის შემოღებაც, რათა ტერიტორია მუდამ მოვლილი იყოს.

პარარელურად ბაღში კანალიზაციის და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა უნდა დაიწყოს. დამონტაჟდება სარწყავი სისტემებიც.

სარეკონსტრუქციო ყოველდღიურ სამუშაოებზე 80 კაცამდეა დასაქმებული. მათი დიდი ნაწილი, როგორც პროექტის მენეჯერი ავთანდილ მამულაშვილი ამბობს, ადგილობრივი მცხოვრებია. თბილისიდან მხოლოდ სპეციალისტები ჩამოიყვანეს, რომლებიც მაგალითად კარგად ასრულებენ შენობების რესტავრაციას.

„რაც პროექტით გვაქვს განსაზღვრული, თითქმის ყველა სამუშაო მიმდინარეობს. ერთადერთი, ადმინიტრაციული შენობაა გაჩერებლი. გაჩერებულია საჯინიბოს და ჯვარედინი სასახლის რესტავრაციის სამუშაოები. ჩვენ ეს ობიექტები გავწმინდეთ იმ ნიშნულამდე, სადაც უკვე არქეოლოგიური ჩარევაა საჭირო შესწავლის მიზნით. შემდეგ მოხდება მათი რეკონსტრუქცია, ან კონსერვაცია“, - განმარტა ავთანდილ მამულაშვილმა.

საუბარი შეეხება დღემდე საჯინიბოთი ცნობილ დადიანების ორანჟერიას, სადაც დაბლა ჩამავალი კიბე და წითელი აგურის იატაკის ნიშნები აღმოჩნდა ობიექტისთვის ზედა ფენის ჩამოშორების შემდეგ.

მეცხრამეტე საუკუნეში გაშენებული და მოუვლელობის გამო განადგურებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია მრავალწლიანი დაპირებების შემდეგ თებერვალში დაიწყო. ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამომაწილეობით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ნაწილი
დასრულდა.
14:29 / 17.10.2018
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ნაწილი დასრულდა.






ერთ პატარა ოთახში, იატაკზე უამრავი ფერის ნაჭერი და საქსოვი ძაფის
გორგალი ყრია.
15:20 / 13.10.2018
ერთ პატარა ოთახში, იატაკზე უამრავი ფერის ნაჭერი და საქსოვი ძაფის გორგალი ყრია.






კლასიკური ავტომანქანების რალი, სახელწოდებით „Peaks of the Caucasus“
დღეს ზუგდიდში გაიმართა.
18:33 / 08.10.2018
კლასიკური ავტომანქანების რალი, სახელწოდებით „Peaks of the Caucasus“ დღეს ზუგდიდში გაიმართა.






სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა დაასრულა ფეხით მსვლელობის
აქცია.
18:56 / 27.09.2018
სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა დაასრულა ფეხით მსვლელობის აქცია.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ზუგდიდში შემორჩენილ საბჭოთა ტოპონიმიკას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.