მულტიმედია
მოყვარული მებაღის ფერადი და სურნელოვანი ეზო [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდში, როგორც კი კრილოვის ქუჩაზე აღმოჩნდებით, ნინო კირცხალიას სახლს მარტივად მიაგნებთ. იქამდე ყვავილების სურნელი მიგიყვანთ და მოულოდნელად ფერად სამყაროში აღმოჩნდებით.

53 წლის მოყვარული მებაღე 6 წელია საკუთარ ეზოში სხვადასხვა ჯიშის მცენარის მოყვანას ცდილობს.

ჰორტენზია, გლადიოლუსი, ზამბახი, ყაყაჩო, კალა, რამდენიმე სახეობის ვარდი, კალენდულა, პეტუნია, პელარგონია, ტიტა, გერბერი, მიხაკი და კიდევ ბევრი ისეთი, რომლის სახელიც კი არ იცის. სულ 40-მდე სახეობის მცენარე ყვავის ნინო კირცხალიას ეზოში, რომელიც წელიწადის დროების მიხედვით იცვლის ფერს.

„სხვადასხვა ჯიშის ყვავილებია, რომლებიც ეტაპობრივად ყვავის და შესაბამისად იცვლება ფერები“, - ამბობს მოყვარული მებაღე.

მისი ეზო უცნობების ყურადღებას იპყრობს. ხშირად თხოვენ შიგნით შესვლას და ფოტოების გადაღებას. არის შემთხვევები, როცა ყვავილების ნერგებს ითხოვენ.

„შემოდიან და იღებენ ფოტოებს. უარს არავის ვეუბნები,ეს მეც მახარებს“, - გვითხრა ნინომ.

ინფორმაციას მცენარეების მოვლის შესახებ ძირითადად ინტერნეტში ეცნობა, ნერგებს ბაზარში ყიდულობს, ხშირად ჩუქნიან კიდეც.

ამ საქმისთვის აქტიურად მას შემდეგ მოიცალა, რაც ორი შვილი წამოიზარდა, მეტად დამოუკიდებელი გახდა და დედობრივი ზრუნვა ნაკლებად დასჭირდათ.

„დილით მე ამ ყვავილებს მინიმუმ საათ-ნახევარი მაინც ვჭირდები. საღამოს კი, თუ დღის განმავლობაში ძალიან მცხუნვარე მზე იყო, უნდა მოვრწყა“, - ამბობს ნინო კირცხალია.

ეზოში ფერადი ბაღის მოწყობის მსურველებს აიმედებს, რომ მთავარია დიდი სურვილი და ყვავილების მოვლა რთული არ არის.

ნინო მებაღეობის პარალელურად ყვავილებისთვის ქოთნებს საკუთარი ხელით ქმნის სხვადასხვა, ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნივთებისგან.

დიდი სურვილი აქვს სხვა ქალაქების მსგავსად ზუგდიდშიც არსებობდეს მოყვარული მებაღეების, მეყვავილეების კლუბი, სადაც ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ნერგებს გაცვლიან.

შვილების და ფერადი მცენარეების პარარელურად, ნინო ყურადღებას და სიყვარულს არ აკლებს „გოგონებს“ - ოთხ პატარა ძაღლს.

„ჩემი გოგონებისთვის კაბებს თავად ვკერავ. გვაქვს როგორც საზაფხულო, ასევე ზამთრის კოლექცია. შეჩვეულები არიან გამოპრანჭვას“, - ამბობს ნინო, თან კი ლილუს და იკის კაბებს აზმანებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 150-ე სეზონი
01:56 / 25.04.2018
შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 150-ე სეზონი






საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის სოფელ ფახულანში მცხოვრებმა ნიაზ
შონიამ ვარდების სათბური მოაწყო.
18:09 / 18.04.2018
საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის სოფელ ფახულანში მცხოვრებმა ნიაზ შონიამ ვარდების სათბური მოაწყო.






„მიმდინარეობს სამუშაოები“, „უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა“, - ამ
შინარსის
13:07 / 17.04.2018
„მიმდინარეობს სამუშაოები“, „უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა“, - ამ შინარსის






ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და განვითარების ზონას დიდი მნიშვნელობა
13:40 / 16.04.2018
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და განვითარების ზონას დიდი მნიშვნელობა
ცოცხალი ისტორიები
როზა ჯიქია - პენსიონერი
ირმა ნოდია - აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელი
...

მარიამ კოდუა - ფერმერი
ლელა ქებურია - პარლამენტარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.