მულტიმედია
ტრადიციული სულგუნი და ფრანგული ტექნოლოგიით სენაკში დამზადებული თხის ყველი [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
სულგუნი, ჭყინტი ყველი, თხის რძე, ფრანგული ტექნოლოგიით თაფლის სანთელში ამოვლებული თხის ყველი, - ამ პროდუქტებს სენაკში მოქმედი კოოპერატივი „შურობუმუ“ გთავაზობთ. კოოპერატივი, რომლის მეგრული სახელწოდება ქართულად უთქმელს ნიშნავს, 2016 წელს დაფუძნდა, რძის პროდუქტების წარმოება კი სულ ორი თვეა დაიწყო. მიუხედავად არსებობის მცირე პერიოდისა, პროდუქციას სტაბილური მომხმარებელი, მეტწილად მსხვილი კომპანიები ჰყავს. სწორედ ამიტომ „შურობუმუს“ პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე ვერ იპოვით.

კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე ნონა ქადარია, რომელიც პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაცია „სენაკის სათემო განათლების ცენტრის“ დირექტორია, „ლაივპრსს“ უყვება, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად უწევდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრა გადამზადების პროცესში და სწორედ მათთან ურთიერთობაში ჩამოყალიბდა კოოპერატივის შექმნის იდეა. შედეგად რამდენიმე ფერმერმა გააერთიანა რა თავიანთი სასაქონლო მეურნეობა ჩამოაყალიბეს „შურობუმუ“.

პროექტში ჩართეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რის გამოც მათ დევნილთა და განსახლების სამინისტრომ რეკომენდაცია გაუწია „კოოპერატივების განვითარების სააგენტოში“. ასე მოიპოვეს დაახლოებით 90 ათასი ლარის ღირებულების, რძის პროდუქტების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა.

საბოლოო ჯამში 11 ადამიანისგან დაკომპლექტებული კოოპერატივის წევრები, მიხვდნენ, რომ სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო იყო დამატებითი ინვენტარი. ნონა ქადარიამ დაწერა ბიზნესგეგმა და აგრო-სფეროში ევროპის სამეზობლო პროგრამის (ენპარდის) პროექტის ფარგლებში მოიპოვა 96 ათასი ლარი. შეიძინეს შენობა თეკლათში, ჩაუტარეს რეკონსტრუქცია და დამატებით დაასაქმეს კიდევ 4 იძულებით გადაადგილებული პირი.

„მოვიძიეთ ფერმები, მათ შორის თხის ფერმა, რომელმაც შემოგვთავაზა ჩვენთან ჩამოესხა თხის რძე და გაეკეთებინა თხის ყველი. ჩვენ ამ შემთხვევაში ვუწევთ მომსახურებას. ანუ ჩვენს ქარხანაში ისხმება თხის რძე. ასე ვთქვათ პირველი ქართული თხის რძეა, რომელიც ჩამოსხმულია ქარხნული წესით“, - აცხადებს ნონა ქადარია.

სენაკის საძოვრებზე გაზრდილი თხის მაღალი ხარისხის რძისგან, რომელიც ფერმა "ციკას" ეკუთვნის მზადდება თხის ყველი ფრანგული ტექნოლოგიით. განსხვავება ამ შემთხვევაში ყველის დამზადების და შენახვის სპეციალურ პირობებშია. "ციკა" კოოპერატივთან თანამშრომლობით ამზადებს ყველს, რომლის დამზადების ტექნიკაც ფრანგი ტექნოლოგებისგან მიიღო. ყველი თავსდება სპეციალურ მაცივარში და როცა მიაღწევს საჭირო სტრუქტურას, ავლებენ თაფლის სანთელში. შემდეგ კი ათავსებენ სპეციალურ ხის დაფებზე. 


„შურობუმუ“ ყველის წარმოების გაფართოებასთან ერთად გეგმავს ძროხის, თხის და კამეჩის მაწვნის დამზადებას. კოოპერატივის მიზნებშია ასევე ადგილობრივი ბაზრის, ძირითადად კი სუპერმარკეტების ქსელების ათვისებაც.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






13 წლის გიგი სიჭინავამ ზუგდიდში მორიგი გამოფენა მოაწყო
20:39 / 13.06.2018
13 წლის გიგი სიჭინავამ ზუგდიდში მორიგი გამოფენა მოაწყო






ზუგდიდელი ახალგაზრდა კალიგრაფისტისთვის ქართული დამწერლობა მხოლოდ
11:35 / 13.06.2018
ზუგდიდელი ახალგაზრდა კალიგრაფისტისთვის ქართული დამწერლობა მხოლოდ






ზუგდიდში დასრულდა ორდღიანი თანამედროვე ხელოვნების
11:42 / 11.06.2018
ზუგდიდში დასრულდა ორდღიანი თანამედროვე ხელოვნების






ზუგდიდში, სამი თვის წინ ჩამოყალიბებული ამერიკული ფეხბურთის კლუბი
12:18 / 07.06.2018
ზუგდიდში, სამი თვის წინ ჩამოყალიბებული ამერიკული ფეხბურთის კლუბი
ცოცხალი ისტორიები
ქეთო ნინიძე - მეღვინე
ბექა ყორშია -  აღმოსავლეთმცოდნე
მერიკო ფიფია - სტუდენტი
როზა ჯიქია - პენსიონერი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.