მულტიმედია
National Geographic-ი ჩხოროწყუში წარმოებული ყველით და ღვინით დაინტერესდა [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ჩხოროწყუს სოფელ მუხურში მიხეილ ცირდავას ოჯახს უძველესი რეცეპტით დამზადებული მეგრული ყველისა და ღვინის დასაგემოვნებლად აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ოფიციალური გამოცემა National Geographic-ის ჟურნალისტი, დევიდ ფარლი ესტუმრა.

ახალგაზრდა მეღვინემ სტუმრებისთვის სახლედახელოდ გაწყობილი სუფრისთვის განსხვავებული ყველი წარადგინა - მეგრული სულგუნი ნადუღის გულსართით და პიტნიანი როლები.

„მნიშვნელოვანია, რომ ისეთ ცნობილ ჟურნალისტს, როგორიც არის დევიდ ფარლი, ვუამბეთ ჩვენი მივიწყებული ტრადიციების და კულტურის შესახებ. ამ გასტრონომიული პროდუქტის დემონსტრირება კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ჩვენს მაღალ კულტურას“, - გვითხრა მიხეილ ცირდავამ.

ის უკვე რამდენიმე წელია იშვიათი მეგრული ჯიშების, „კოლოშის“ და "ჭვიტილურის“ ღვინოს აყენებს, პარალელურად კი უძველესი მეგრული რეცეპტით გუდის ყველის მომზადების ტრადიცია აღადგინა.

„როცა დავიწყე ღვინის წარმოება, უამრავი ადამინი გავიცანი და მათ შორის იყო ერთ-ერთი ანა მიქაძე, რომელიც საქართველოში ყველის დედად არის აღიარებული და მასთან ერთდ შევიმუშავეთ კონცეფცია, რომ ღვინო და ყველი ერთმანეთისთვის დაგვეახლოვებინა. მგონია რომ ჩვენ ეს ძალიან კარგად გამოგვდის“, - გვითხრა მეწარმემ.

საქართველოში უკვე ცნობილი ყველის მწარმოებელი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე მიიჩნევს, რომ მეგრული ყველი იძლევა კულინარისთვის ამოუწურავი ფანტაზიის შესაძლებლობებს.

„დანარჩენ მსოფლიოშიც ასეა, არის რძე, არის კვეთი და არის შემდეგ მისი დაბერების ტექნოლოგია. გებჟალია, თაფლში დავარგებული ყველი, ქერქში დავარგებული რბილი ყველი. სულ ცოტა ხნის წინ არავინ იცოდა მეგრული გუდის ყველის შესახებ და ეს აქ, ამ ოჯახმა აღადგინა. კარგია, რომ დაბერებული ყველების თემა ბრუნდება სამეგრელოში“, - თქვა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.

მეგრული ყველის დასაგემოვნებლად უცხოელი ჟურნალისტი მუხურში ნინო ტურაშვილთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

„ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხშირად ჩამოჰყავს საქართველოში ცნობილი ჟურნალისტები, ბლოგერები, რომ მათ სხვა კუთხით დაანახოს საქართველო, რომ მათ გავაცნოთ არა მხოლოდ ისტორია, არამედ კულინარიაც, რათა შემდეგ, როცა ისინი დაბრუნდებიან, დაწერონ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. ამჯერად ჩამოსულია National Geographic -ის ჟურნალისტი, რომელიც წერს ბი ბი სის, ნიუ იორკ თაიმსითვის. ასევე ის არის მწერალი და წერს სამზარეულოზე. ამჯერად რაჭაში იმყოფებოდა, შემდეგ კი მიშა ცირდავას სახლში მეგრული გუდის ყველის დასაგემოვნებლად მოვიდა და ამას ბონუსად არაჩვეულებრივი ღვინოც მოჰყვა“, - გვითხრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნინო ტურაშვილმა.

დევიდ ფარლი საქართველოში უკვე მეორედ იმყოფება. გასულ წელს, მან საქართველოში მოგზაურობის შემდეგ ხაჭაპურის შესახებ დაწერა.

„იმიტომაც ვბრუნდები აქ. სულ მინდა, რომ ჩამოვიდე, რადგან აქ ვხვდები ძალიან საინტერესო, სტუმართმოყვარე ხალხს, რომლებთანაც ვზივარ, ვსადილობ, ვსაუბრობ, რაც ჩემი აზრით საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანია“, - გვითხრა ჟურნალისტმა.

მან გამოთქვა ასევე სურვილი, რომ ყველის მწარმოებლებთან ერთად თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქართველოს კუთხეებში მივიწყებული ყველის სხვადასხვა სახეობის აღდგენაში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ვინ არის რუსეთი საქართველოსთვის?
14:20 / 19.09.2018
ვინ არის რუსეთი საქართველოსთვის?






საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს ახალი სასწავლო წელი
დაიწყო.
17:59 / 17.09.2018
საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.






ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო
სამუშაოები დაიწყო.
17:45 / 16.09.2018
ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.






მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია
შემორჩენილი.
12:23 / 10.09.2018
მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია შემორჩენილი.
ლაივპრესის სტუდია
პირველი გადაცემა „დისკუსია ლაივპრესში“ რუსულ პროპაგანდას მიეძღვნა.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.