მულტიმედია
ხობში აღმოჩენილი ქვების წარმოშობა ჯერ დადასტურებული არ არის [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ხობის მერიის თანამშრომელმა გოგიტა ჩიტაიამ მდინარე ხობისწყლის კალაპოტში მომრგვალო ფორმის დიდი ზომის ქვები იპოვა.

„აქ პატარა ხიდია და ეს ქვა იმ ხიდის თავში იდო. ახლოს ქვის მომპოვებელი სამუშაოები მიმდინარეობს და როგორც ჩანს, ეს ქვა ექსკავატორმა იპოვა და აქ დადო. ასე აღმოვაჩინე ეს ლამაზი ქვა და მისი ფოტოები ჩემი ფეისბუკის გვერდზე დავდე, რასაც მოჰყვა გამოხმაურება. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ეს იყო ამონიდი, ანუ განმარხებული მოლუსკები. მირჩია დავკავშირებოდი პროფესორ ვასო გაბუნიას, რომელმაც ფოტოების დათვალიერებით ივარაუდა, რომ აღმოჩენილი ქვა კონკრეციაა“, - გვითხრა გოგიტა ჩიტაიამ.

მისი განმარტებით, კონკრეცია, ეს არის დიდი ზომის მინერალი, რომლის მსგავსი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს მდინარე ხანისწყლის პირას, იმერეთში.

რა წარმოშობისაა ხობში აღმოჩენილი ქვები, ამაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია ხობის მერიის კულტურის სამსახურის უფროსს როზეტა შულაიას.

„ეს უნდა დადასტურდეს მხოლოდ სპეციალისტების მიერ. ჩვენს მიერ ნათქვამი ვარაუდი იქნება არაზუსტი, სანამ მას სპეციალისტები არ შეისწავლიან. მოვამზადეთ სპეციალური წერილი, გვაქვს კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებასთან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან. იმ შემთხვევაში, თუ ქვას მიენიჭება სტატუსი, ამის შემდეგ ვიმოქმედებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიას შესაბამისი ფუნქცია მიენიჭოს“, - გვითხრა როზეტა შულაიამ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები ხობი / კონკრეცია /
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ვინ არის რუსეთი საქართველოსთვის?
14:20 / 19.09.2018
ვინ არის რუსეთი საქართველოსთვის?






საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს ახალი სასწავლო წელი
დაიწყო.
17:59 / 17.09.2018
საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.






ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო
სამუშაოები დაიწყო.
17:45 / 16.09.2018
ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.






მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია
შემორჩენილი.
12:23 / 10.09.2018
მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია შემორჩენილი.
ლაივპრესის სტუდია
პირველი გადაცემა „დისკუსია ლაივპრესში“ რუსულ პროპაგანდას მიეძღვნა.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.