მულტიმედია
ბედნიერების სივრცე ხანდაზმულებისთვის [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
დილიდან გარეთ მაღალი ტემპერატურაა, თუმცა ზუგდიდელი 96 წლის ვალოდია ლუკავა ჩვეული ენერგიით მიიჩქარის ზუგდიდის სოციალურ კაფეში. იცის საინტერესო დღე ელის, აქ მეგობრებს უნდა შეხვდეს.

კაფე „მეგობარში“ კვირაში ერთხელ ხანდაზმულები იკრიბებიან, სადაც ინტერნეტში კულინარიული რეცეპტების მოძიებას სწავლობენ.

„ძველად ასეთი რამეები არ იყო. მინდა შევიძინო კიდევ რამე და იმიტომ მოვდივარ აქ“, - ამბობს ვალოდია ლუკავა.

კაფეში მისულს მეგობრები ადგილზე დახვდნენ.

„ასაკში ვართ. რა ვქნათ, სახლში ხომ არ დავჯდებით, გვინდა რომ ახალგაზრდებთან ერთად ვიყოთ და ცოტა დავისვენოთ “, - გვითხრა 80 წლის ზაირა ღაჭავამ.

მათ ინტერნეტით რეცეპტების მოძიება სამი თვის წინ ისწავლეს, დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი რეცეპტით აპირებენ პიცის მომზადებას.

„რომ გავიგე აქ ინტერნეტს ასწავლიანო, ძალიან გამიხარდა, ყველაფერი მივატოვე და წამოვედი. ეს ჩვენთვის კარგი დასვენებაა“, - გვითხრა თინა სახოკიამ.

68 წლის ვალერ ქობალია, რომელიც ტელეფონით სოციალურ ქსელებს აქტიურად მოიხმარს, ამბობს, რომ სწავლა ნებისმიერ ასაკში შეიძლება.

„ცნობილია რომ ეს კომპიუტერული ეპოქაა, ჩვენს ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ. აქ მოდის თამუნა მასწავლებელი და გვასწავლის ბევრ რამეს. ჩვენს ასაკში თითქოს ტვინის მუშაობა დაქვეითებულია, მაგრამ ტვინი ისეთი რამეა, რომ დასკვნების გამოტანა შეუძლია ნებისმიერ ასაკში. ეს საოცარია“, - გვითხრა ვალერ ქობალიამ.

ძლიერი სიცხის გამო დღეს სოციალურ კაფეში ბევრმა ხანდაზმულმა ვერ შეძლო მოსვლა. სხვა დროს, კვირაში ერთხელ დაახლოებით ათამდე საპენსიო ასაკის ადამიანი იკრიბება და სხვადასხვა აქტივობას ატარებს, - გვეუბნება ორგანიზაცია „ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი ედუარდ ფარცვანია, რომელმაც ზუგდიდელი ხანდაზმულები პროექტ „აქტიური დაბერების“ ფარგლებში მოიწვია.

„ჩვენ გვაქვს სხვადასხვა აქტივობები საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის, ეს არის კომპიუტერული კურსები, კინოჩვენებები, ახალგაზრდებთან შეხვედრები, კულინარიული საღამოები. ვამზადებით ძველი, ტრადიციული რეცეპტით ჭვიშტარს, ხაჭაპურს და ასევე ინტერნეტით მოძიებული რეცეპტით პიცას“, - გვითხრა ედუარდ ფარცვანიამ.

სოციალური კაფე „მეგობარი“ ერთი წლის წინ გაიხსნა. ახალგაზრდებისთვის დღის განმავლობაში ეს არის თავისუფალი სივრცე, საღამოს კი კაფეში მუშაობს სამზარეულო, ბარი, საიდანაც შემოსული თანხა ისევ სოციალურ აქტივობებს ხმარდება.

მალე აქტივობებში ყველაზე აქტიურ ხანდაზმულს გამოავლენენ და დააჯილდოვებენ.

„პირველ ოქტომბერს დასკვნითი ღონისძებას გავმართავთ, სადაც გამოვავლენთ ყველაზე აქტიურ ხანდაზმულს, რომელსაც სიმბოლური პრიზით დავაჯილდოვებთ“, - გვითხრეს ორგანიზაციაში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






17 წლის დიმიტრი ქარჩავა ხალხური საკრავების მოძიებით და მასზე
დაკვრით ორი წლის წინ დაინტერესდა.
14:28 / 17.08.2018
17 წლის დიმიტრი ქარჩავა ხალხური საკრავების მოძიებით და მასზე დაკვრით ორი წლის წინ დაინტერესდა.






ავსტრიაში მცხოვრებმა ზუგდიდელმა ლევან ხუბულავამ მეგობრებთან ერთად
„მეგობარში“ კონცერტი გამართა.
11:08 / 15.08.2018
ავსტრიაში მცხოვრებმა ზუგდიდელმა ლევან ხუბულავამ მეგობრებთან ერთად „მეგობარში“ კონცერტი გამართა.






ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო დაიდგა.
18:12 / 14.08.2018
ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო დაიდგა.






აგვისტოს ომზე ყველას თავისი ისტორია აქვს.
18:41 / 06.08.2018
აგვისტოს ომზე ყველას თავისი ისტორია აქვს.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.